რომ მე_20 საუკუნეში მასზე უფრო პოპულარული ბავშვი არ ყოფილა. სამოციან წლებში საბჭოთა კავშირის ყველა ბინაში ჟღერდა 78_ბრუნიან გრამფირფიტებზე ჩაწერილი მისი ანგელოზური ხმა. მადლიერმა ქართველმა მსმენელმა მომღერლის ჰიტები - “ო, სოლე მიო”, “დაბრუნდი სორენტოში” და “ჯამაიკა” - მყისვე გაითავისა. იტალიელი ვუნდერკინდი ჩვენ პირველად ვიხილეთ კინოსურათში “დიდების პრელუდია”. ფილმის მუსიკალური ლაიტმოტივი, ლისტის გენიალური სიმფონიური პოემა, თავისი პროგრამული შინაარსით მშვენივრად შეესატყვისებოდა მთავარი გმირის, პატარა მომღერლის, თავგადასავალს. ამ როლის შემსრულებლის ნამდვილი ისტორია კი ასეთი იყო: რობერტინო ლორეტი 1948 წლის 22 ოქტომბერს რომში, მრავალშვილიან ოჯახში, დაიბადა. დედა მისი, სენიორა ჩესირა, მრავალი წლის შემდეგ იხსენებდა, რომ უკვე სამი წლის ასაკში ბავშვი სხვადასხვა სიმღერებს მღეროდა, ერთხელ მოსმენილ მელოდიას მყისვე იმეორებდა. სამუსიკო სკოლაში რობერტინოს არ უსწავლია. Mმუსიკისა და ვოკალის პირველი გაკვეთილები მან საეკლესიო გუნდში მიიღო. რობერტინოს იმდენად იშვიათი ხმა ჰქონდა, რომ რვა წლის ბიჭუნა რომის საოპერო თეატრის გუნდში მიიწვიეს. ზოგიერთი იტალიური გუნდური ნაწარმოები ე.წ. “თეთრი ბავშვური ხმის” სოლოს შეიცავს. რობერტინო სწორედ ასეთი ხმის პატრონი იყო. იმისათვის, რომ “პური არსობისა” მოეპოვებინა, ის კაფეებსა და რესტორნებში მღეროდა. ბეჭდვის დღის ზეიმზე ბიჭმა თავის ცხოვრებაში პირველი ჯილდო _ “ვერცხლის ნიშანი” - მოიპოვა. იტალიური რადიოს მიერ არაპროფესიონალი მომღერლებისთვის მოწყობილ კონკურსში რადიომსმენელებმა რობერტინოს პირველი ადგილი მიაკუთვნეს, რადიოს ხელმძღვანელობამ კი მას ოქროს მედალი გადასცა. ამ წარმატების შედეგად, ცამეტი წლის ბიჭს საშუალება მიეცა 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების გასართობ ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა. Oოლიმპიადის დღეებში რობერტინო რომის ეთედრას მოედანზე მდებარე კაფე “გრანდ_იტალიაში” მღეროდა. ერთ მშვენიერ დღეს Dდანიელ მუსიკალურ კრიტიკოს ვოლმერ სორენსენს თურმე მისი შესრულებით ნეაპოლიტანური სიმღერა “ო, სოლე მიო” მოესმინა. Kსორენსენი რობერტინოს მამას, ორლანდოს, შეხვდა და ვუნდერკინდის დანიაში მიპატიჟებას დაპირდა. Mსამშობლოში დაბრუნებულმა კრიტიკოსმა დაპირება შეასრულა და ბავშვს დანიაში სასწავლებლად მიწვევა გამოუგზავნა. Aახალ ქვეყანაში რობერტინომ 4 წელი დაყო. სწავლის პარალელურად, მან მთელი მსოფლიო გასტროლებით მოიარა.
Mმუსიკალური ჩანართი [მღერის რობერტინო ლორეტი]
1962 წლის ზაფხულში რობერტინო ლორეტიმ კონცერტები მოსკოვში გამართა. როგორც უკვე ვთქვი, საბჭოთა კავშირში ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. გრამფირფიტა, მოსკოვის კონცერტზე შესრულებული თორმეტი სიმღერის ჩანაწერით, დიდი ტირაჟით გამოიცა. ის თბილისის უკლებლივ ყველა მელომანმა შეიძინა.
_ 2 _
Gგავიდა დრო და ერთ მშვენიერ დღეს პრესის ფურცლებიდან უცბად გაქრა ყოველგვარი ინფორმაცია იტალიელ ვუნდერკინდზე. დადიოდა ხმა, თითქოს საკონცერტო ფირმების დაუნდობელი მფლობელები აიძულებდნენ საწყალ რობერტინოს ყოველ დღე ემღერა ესტრადაზე, რის შედეგადაც ბავშვმა ხმა დაკარგა. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. უბრალოდ, იმ პერიოდში რობერტინო, ძირითადად, მხოლოდ იტალიაში მღეროდა. 1964 წელს 18 წლის მომღერალი სან_რემოს ფესტივალზე გამარჯვებულთა ხუთეულში მოხვდა. შემდეგ კი ხმის მუტაციის პერიოდი დადგა. Aამას ისიც დაერთო, რომ რობერტინომ კინოგადაღებაზე თხილამურებზე სრიალის დროს ფეხი მოიტეხა.

Mმუტაციის შემდეგ რობერტინო ლორეტის ხმის ტემბრი მკვეთრად შეიცვალა და დრამატული ტენორის დიაპაზონს შეესატყვისა.M მისი შესრულებით ნეაპოლიტანური და ესტრადული სიმღერების, საოპერო არიების ჩანაწერები დღესაც მილიონიანი ტირაჟით გამოდის. Lლორეტის ოჯახი სოფი ლორენის ვილის გვერდით მდებარე დიდ სახლში ცხოვრობს. მომღერალი ღამის კლუბის, ბარის, რესტორნისა და ჯიშიანი ცხენების თავლის მფლობელია. Pპირველი მეუღლისგან, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მას ორი შვილი ჰყავს. მეორე ქორწინებაში რობერტინოს ნიჭიერი ბიჭუნა, პატარა მომღერალი ლორენცო, ეზრდება. ბავშვის ხმა, თურმე, მამის ბავშვობის ხმას სჯობნის. ვინ იცის, იქნებ უახლოეს მომავალში ქვეყანას ახალი რობერტინო ლორეტი მოევლინოს!
მუსიკალური ჩანართი [მღერის რობერტინო ლორეტი]