ცერემონიას, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ხელმძღვანელობდა, 100-ზე მეტი ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რა ფუნქციები ეკისრება ახალ საბჭოს და რით განსხვავდება იგი თავისი წინამორბედისგან - ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უზანაესი კომისარიატისგან?
ერთ განსხვავებად თუნდაც ის შეიძლება დავასახელოთ, რომ თუ უზანაეს კომისარიატს სახელი გვარიანად ჰქონდა გატეხილი, ახალი საბჭოს რეპუტაცია ჯერჯერობით უმწიკვლოა - ახალია და იმიტომ. კომისარიატს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მისი წევრები იყვნენ, მაგალითად, ლიბია, სუდანი ან ზიმბაბვე, ანუ ქვეყნები, რომელთა მთავრობები თავად მიეკუთვნებოდნენ ადამიანის უფლებათა უხეში დამრღვევების რიცხვს. სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ საინაუგურაციო ცერემონიაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ახალ, 47-წევრიან საბჭოს მოუწოდა, წარსულის შეცდომები აღარ გაიმეოროს.
[კოფი ანანის ხმა] "ეს საბჭო გაეროსთვისა და კაცობრიობისთვის არის კიდევ ერთი დიდი შანსი, განაახლოს ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის. მოგიწოდებთ: ხელიდან ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას!"
კოფი ანანმა საბჭოს წევრებს მოუწოდა, ყველაფერი იღონონ, რათა არ დაუშვან საბჭოს მეტისმეტი პოლიტიზება.
[კოფი ანანის ხმა] "მომავალ კვირებსა და თვეებში, როცა დეტალებს ჩაუღრმავდებით და შეეჭიდებით საბჭოს მანდატით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, მუდამ უნდა გახსოვდეთ ის დიდი მიზანი, რომელმაც აქ მოგიყვანათ. ნუ დაუშვებთ, რომ საბჭო პოლიტიკური ანგარიშსწორების ან იაფფასიანი ინტრიგების სარბიელად იქცეს."
გაეროს გენერალურ მდივანს კვერი დაუკრა ამავე ორგანიზაციის უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუიზ არბურმა. მისი თქმით, ადვილი გასაგებია გაეროს ზოგიერთი წევრის - უწინარესად კი შეერთებული შტატების - ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად შეძლებს ახალი საბჭო თავის წინამორბედზე მეტის მიღწევას. არბურმა ახალ უწყებას მიმართა მოწოდებით, ყოველი ღონე იხმაროს ამ ეჭვების გასაქარწყლებლად.
[ლუიზ არბურის ხმა] "არიან სკეპტიკოსები, რომლებიც ვერავითარ აზრს ვერ ხედავენ - როგორც თავად ამბობენ - "მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციული ზომების" მიღებაში. ამიტომ ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველი წევრისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამ სკეპტიკოსებს დაუმტკიცონ, რომ ცდებიან და მართლაც დაიმსახურონ ამ ახალი უწყებისადმი გამოვლენილი ნდობა."
შეერთებული შტატები ახალი საბჭოს წევრი არ არის და მის მუშაობაში მხოლოდ მეთვალყურის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. მიმდინარე წლის მარტში, როცა ადამიანის უფლებათა საბჭოს შექმნის საკითხი განიხილებოდა, ვაშინგტონმა ხმა არ მისცა საბჭოს ამ ფორმით ჩამოყალიბებას და განაცხადა, რომ ახალი უწყება მოკლებულია ქმედით მექანიზმს, რომელიც მისი წევრობის საშუალებას არ მისცემდა ადამიანის უფლებათა დამრღვევ სახელმწიფოებს.
[ჯონ ბოლტონის ხმა] "ქმედითი წევრობისთვის აუცილებელი ძლიერი მექანიზმის არარსებობა შეერთებულ შტატებს საშუალებას არ აძლევს, რეზოლუციის საკითხში კონსენსუსს შეუერთდეს. დოკუმენტის ტექსტის მიმართ ვერ ჩამოგვიყალიბდა საკმარისი ნდობა საიმისოდ, რათა ვიფიქროთ, რომ ადამიანის უფლებათა საბჭო თავის წინამორბედზე უკეთესი იქნება."
ჯონ ბოლტონის ეს განცხადება მარტშია ჩაწერილი. გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა მაშინ ასე ახსნა ვაშინგტონის გადაწყვეტილება, საბჭოს შექმნის წინააღმდეგ მიეცა ხმა.
ივნისის დარჩენილ დღეებში საბჭოს 47 წევრი საპროცედურო საკითხების განხილვას მოანდომებს, შემდეგ კი ყოველწლიურად, სულ ცოტა, სამ სესიას გამართავს. ამ სესიების ჯამური ხანგრძლივობა ათ კვირაზე ნაკლები არ უნდა იყოს.