მისი მიზანია, საზოგადოებას აცნობოს, რომ არაერთ სახელმწიფოში ჯერაც უხეშად ირღვევა აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება, ყველას შეგვახსენოს, რომ საკუთარი საქმის კეთილსინდისიერი კეთება ჟურნალისტებს ხშირად თავისუფლების, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასად უჯდება. 1, 2 და 3 მაისს რადიო "თავისუფლება" პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს სიუჟეტების სერიას მიუძღვნის. დღეს ავღანელი ჟურნალისტი ქალების მძიმე ხვედრზე გიამბობთ.
თალიბანის ფუნდამენტალისტური რეჟიმის დამხობიდან ოთხი წელი გავიდა და მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა რიცხვი ავღანეთის ჟურნალისტურ სამყაროშიც სულ უფრო იზრდება. მაგრამ, მართალია, სახელმწიფო ქალებს აღარც განათლების მიღებას უკრძალავს და აღარც მუშაობას, შეზღუდვები ჯერ კიდევ მრავლად რჩება: იქნება ეს ოჯახის წევრ მამაკაცთა მიერ სახლიდან გასვლის აკრძალვა თუ ისლამისტ ფუნდამენდალისტთა მხრიდან გამოთქმული მუქარები.
რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობს ჯამილა მუჯაჰედი - ტელევიზიის დიქტორი, რომელმაც ამ ოთხი წლის წინათ ტელემაყურებელს თალიბანის რეჟიმის დამხობა ამცნო. მუჯაჰედი, რომელსაც თალიბანის მმართველობის დროს მუშაობა ეკრძალებოდა, ავღანეთის ჟურნალისტურ სივრცეში დღეს მარტო აღარ არის. სტატისტიკის თანახმად, რადიოში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში ამჟამად ათასამდე ქალი საქმიანობს.
[ჯამილა მუჯაჰედის ხმა] "ოჯახების უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ გოგონამ ან ახალგაზრდა ქალმა ხელში მიკროფონი დაიჭიროს და ვინმეს ინტერვიუ ჩამოართვას, განსაკუთრებით თუ ეს "ვინმე" მამაკაცია. ბევრისთვის ასეთი რამ ყოვლად მიუღებელია. ამას ემატება უსაფრთხოების პრობლემა: მასალის მოსაპოვებლად ოფისიდან ერთ კილომეტრზე შორს თანამშრომელი ქალის გაგზავნა ხიფათთან არის დაკავშირებული. ერთია, რომ არც ვაგზავნით, მაგრამ მეორე ის გახლავთ, რომ ქალის ოჯახი ამის უფლებას არც მოგვცემდა."
ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ჯერაც დაუდგენელმა მკვლელებმა ქაბულში სიცოცხლეს გამოასალმეს შაიმა რეზაი - სატელევიზიო მუსიკალური გადაცემის პოპულარული წამყვანი, რომელსაც კონსერვატორები "მეტისმეტად დასავლურ სტილს" უწუნებდნენ. საკუთარი თავის მისამართით ასეთივე კრიტიკის მოსმენა ხშირად უწევს შაფიყა ჰაბიბისაც - ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტელედიქტორსა და ჟურნალისტ ქალთა ცენტრის დირექტორს. მისი თქმით, უსაფრთხოების დაბალი ხარისხი და ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობა ჟურნალისტ ქალებს საგრძნობლად ურთულებს საქმეს.
[შაფიყა ჰაბიბის ხმა] "ჟურნალისტი ქალები აქ ისე არ მუშაობენ, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მასალის შესაგროვებლად ისინი ხშირად იქ ვერ მიდიან, სადაც სურთ, რადგან ეს მათი სიცოცხლისთვის სახიფათო იქნებოდა. ისინი ვერ წავლენ სადმე შორეულ პროვინციაში, რათა იქიდან რეპორტაჟი გადმოსცენ."
ცხადია, უსაფრთხოების ნორმალური პირობების არარსებობა მამაკაცი ჟურნალისტების პრობლემაც არის, მაგრამ როგორც ტელედიქტორი ჯამილა მუჯაჰედი აღნიშნავს, ქალები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან.
[ჯამილა მუჯაჰედის ხმა] "გასულ კვირაში ვაპირებდით, მასალა მოგვემზადებინა იმ ადამიანებზე, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობით გამდიდრდნენ და რამდენიმე ცოლი ჰყავთ. გვინდოდა, სასულიერო პირებისთვისაც გვეკითხა აზრი: ისლამი ხომ მამაკაცს უფლებას ანიჭებს, ოთხი ცოლი ჰყავდეს, თუ საამისოდ სარწმუნოებრივი გამართლება მოეპოვება. მაგრამ რამდენიმე ახლობელმა მირჩია, ამ თემას ნუ შეეხები, თავს ხიფათში ნუ ჩაიგდებო."
ჯამილა მუჯაჰედის თქმით, ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, სადაც ქალებს მამაკაცის თანხლების გარეშე შინიდან გასვლაც კი ეკრძალებათ. შესაბამისად, ჟურნალისტი ქალები ავღანეთის მედიასივრცეში ჯერჯერობით მაინც იშვიათობას წარმოადგენენ. მათი რაოდენობა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ათასს აღწევს. და თუ იმავე სტატისტიკას ვენდობით, ამ რიცხვის ზრდის ტენდენცია აშკარად შეინიშნება.