უკვე გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.
[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] ”ხვალ დავიწყებთ კონსულტაციებს იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც წინა ხელისუფლებას შეადგენდნენ და იმ ძალებთანაც, რომლებმაც ნარინჯისფერ რევოლუციაში გაიმარჯვეს. მოლაპარაკებას ხვალ დილიდანვე დავიწყებთ და ამან საშუალება უნდა მოგვცეს, შევიმუშაოთ პოლიტიკური სტრატეგია მოლაპარაკების პროცესში - ჯერჯერობით კი ვცდილობთ, ამ მოლაპარაკების პროცესს საფუძველი შევუქმნათ.”
ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გუშინ, ხმის მიცემისთანავე გააკეთა. დღეს კი მის მიერ ნახსენები იულია ტიმოშენკო კიდევ უფრო შორს წავიდა. მისი თქმით, მისმა ბლოკმა, პარტია ’ჩვენმა უკრაინამ’ და სოციალისტურმა პარტიამ უკვე მიაღწიეს თანხმობას და მზად არიან, დღესვე მოაწერონ ხელი შესაბამის დოკუმენტს.
[იულია ტიმოშენკოს ხმა] ”ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა პარტიამ, სოციალისტურმა პარტიამ, და პარტია ’ჩვენმა უკრაინამ’ სრულ თანხმობას მიაღწიეს კოალიციური შეთანხმების ტექსტის საკითხში.”
იულია ტიმოშენკომ დასძინა, რომ მიღწეული შეთანხმებით, სამი პარტიიდან საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკურ ძალას უფლება მიეცემა, დაასახელოს კანდიდატი, რომელსაც ახალი კაბინეტის ჩამოყალიბება დაევალება. ამ კანდიდატად კი ექსპერტთა უმრავლესობა თვით იულია ტიმოშენკოს მიიჩნევს. თუ იმავე ექსპერტებს დავესესხებით, ტიმოშენკოს ხელახლა გაპრემიერების შემთხვევაში მეტად პრობლემური იქნება მისი თანამშრომლობა ”ჩვენი უკრაინის” იმ წევრებთან, რომლებიც მან კორუფციაში დაადანაშაულა.
დიდი კოალიციის შექმნის გზაზე მეორე მნიშვნელოვანი ამოცანაა საერთო ენის გამონახვა სოციალისტურ პარტიასთან, რომელიც - იდეოლოგიურადაც და პროგრამულადაც სრულიად არათავსებადია როგორც ”ჩვენს უკრაინასთან”, ისე ტიმოშენკოს ბლოკთან. მაგალითად, სოციალისტური პარტია - იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს პარტიებისგან განსხვავებით - წინააღმდეგია ნატოში უკრაინის გაწევრიანებისა და მიწის პრივატიზებისა. თუ ამ უთანხმოებების დაძლევა ვერ მოხერხდა, გამორიცხული არ არის, იუშჩენკოს ”ჩვენმა უკრაინამ” საერთო ენა გამონახოს არჩევნებში გამარჯვებულ ”რეგიონების პარტიასთან”, რომელსაც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელმძღვანელობს. თავად იანუკოვიჩი მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის, როგორც ჩანს, მზად არის.
[ვიქტორ იანუკოვიჩის ხმა] ”რეგიონების პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ჩვენ მზად ვართ, უკრაინელი ხალხის სახელით ვიტვირთოთ ეს დიდი პასუხისმგებლობა - ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მისაღწევად. მზად ვართ, ვიტვირთოთ მთავრობის ჩამოყალიბების პასუხისმგებლობა და მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია უკრაინის ბედი, შემოგვიერთდნენ.”