პირველი წინასწარი დასკვნები გააცნო რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებს. ეს დასკვნები, როგორც დავით კაკაბაძისგან შეიტყობთ, რადიკალურად განსხვავდება 27 დეკემბერს გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშისგან, რომელიც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მოამზადა.
საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრ ტორშინის განცხადებით, ტრაგედიის თავიდან აცილება მოხერხდებოდა, ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული მითითებები რომ გაეთვალისწინებინათ. კერძოდ, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა ჩრდილოეთი ოსეთის სამართალდამცავებს უბრძანა, სასწავლო წლის დაწყებისთვის უსაფრთხოების ზომები გაემკაცრებინათ საშუალო სკოლებში. მაგრამ 1 სექტემბერს, როცა თავდასხმა მოხდა, პირველ საშუალო სკოლასთან მხოლოდ ერთი მილიციელი ქალი მორიგეობდა - თავდამსხმელებმა ისიც მძევლად აიყვანეს დანარჩენ 1100-მდე მოსწავლესთან, მშობელთან და მასწავლებელთან ერთად.
მაგრამ იყო არაერთი სხვა შეცდომა თუ ნაკლოვანებაც:
[ალექსანდრ ტორშინის ხმა] "მძევლების მიახლოებითი რიცხვი ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 1 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში. არადა, ოფიციალური პირები კიდევ ერთი დღე-ღამის მანძილზე ეუბნებოდნენ პრესას, მძევლად 354 ადამიანია აყვანილიო. კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის სუსტი იყო. მათმა თანამშრომლებმა ვერ მოახერხეს, შეეჩერებინათ ბესლანის მცხოვრებნი - როცა ისინი ბავშვების გადასარჩენად შენობისკენ დაიძრნენ - და სკოლას ამ დროს ცეცხლი გაუხსნეს. შეცდომებისა და ნაკლოვანებების სია შეიძლება კიდევ გავაგრძელოთ."
ალექსანდრ ტორშინისა და მისი კომისიის დასკვნები აშკარად ეწინააღმდეგება გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკოლაი შეპელის გუშინწინდელ განცხადებას, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ხელისუფლებისა და სამართალდამცავა ორგანოების ქმედებაში ვერავითარი შეცდომები თუ დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
რადიო "თავისუფლების" ჩრდილოკავკასიური სამსახური ტელეფონით დაუკავშირდა ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელს აჰმედ ზაკაევს, რომლისგანაც ბესლანის მოვლენებზე მეტად საყურადღებო ფაქტი შეიტყო.
ზაკაევის თქმით, 2 სექტემბერს დილით მას დაურეკეს ინგუშეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა და ჩრდილოეთი ოსეთის მაშინდელმა ლიდერმა ალექსანდრ ძასოხოვმა, და სთხოვეს, კრიზისის მოგვარებაში იქნებ რომელიმე ჩეჩენი ხელმძღვანელი ჩაერიოსო.
[აჰმედ ზაკაევის ხმა] "იმავე საღამოს მასხადოვთან დაკავშირება მოვახერხე. მან დამავალა, ყოველი ღონე მეხმარა ადგილზე ჩასასვლელად. და თან მთხოვა, ძასოხოვისთვის მეცნობინებინა მისი მზადყოფნის შესახებ, პირადად ჩასულიყო ბესლანში და მონაწილეობა მიეღო ბავშვების გადარჩენის ოპერაციაში. 3 სექტემბერს ეს ყველაფერი ძასოხოვს გადავეცი. მან მადლობა გადამიხადა; მითხრა, სხვა პასუხს თქვენგან არც ველოდიო და დაამატა, თქვენი ჩამოსვლის საკითხის მოსაგვარებლად ორი საათი მჭირდებაო. ამის მერე ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ იერიში დაიწყო."
ოფიციალური მონაცემებით, ბესლანის თავდასხმას 330 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა უმრავლესობას ბავშვები შეადგენენ.