მაგრამ მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობა - კათოლიკეები, ლუთერანელები, მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი, ბაპტისტები და სხვა ქრისტიანული კონფესიების მიმდევრები შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ. სადღესასწაულოდ მორთულია პრაღაც - ქალაქი, რომელშიც აგერ უკვე მეთერთმეტე წელია, ჩვენს რადიოს უდევს ბინა.
[ცხენის ჩლიქების ხმა]
ძველი პრაღის ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ფაეტონებს, რომლებსაც ამ ულამაზესი ქალაქის დასათვალიერებლად ძირითადად უცხოელი ტურისტები იყენებენ. ძველი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე ხალხმრავლობაა. ზოგი ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევით არის გართული, ზოგი გლინტვეინს მიირთმევს, ზოგიც - მოხალულ წაბლს შეექცევა. იქვე, შორიახლოს, დახლი აქვს მოწყობილი ახალგაზრდა კაცს, რომლის რეზინის წინსაფარი სისხლშია ამოთხვრილი. დავიდი ცოცხალ თევზს ჰყიდის - შემწვარი კობრის გარეშე ჩეხის საშობაო სუფრა ხომ ისევე წარმოუდგენელია, როგორც უგოზინაყოდ - ქართველისა. დავიდის აზრით, შობის მოახლოება პრაღაში ყველაზე მეტად სწორედ კობრის გასაყიდი დახლების მომრავლებით იგრძნობა ხოლმე.
[დავიდის ხმა] "ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში თევზის ამ სახით გაყიდვა აკრძალულია - ვითომდა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის მოტივით. ეს ხომ სისულელეა! მუშტარი არ გვაკლდება, პირიქით, ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება შინაგანი მოთხოვნილება, ამ მშფოთვარე დროშიც შევინარჩუნოთ საშობაო ტრადიციები."
საშობაო ტრადიციების შენარჩუნების სწრაფვისა ნაკლებად სწამს ვოიტეხ ბელინგს, მორწმუნე ქრისტიანს, რომლის აზრით, შემწვარი კობრი კარგია, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ სულ უფრო მეტად კნინდება ქრისტეშობის რელიგიური მნიშვნელობა; და პირიქით, სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს ზეიმის კომერციული ასპექტი. ბელინგი ეკლესიაში გვესაუბრება: იგი აქ ეს-ეს არის, სალოცად შემოვიდა.
[ვოიტეხ ბელინგის ხმა]: "აქ, ჩეხეთში, ბოლო 50 წლის განმავლობაში, შობა თანდათან დაიცალა სასულიერო მნიშვნელობისგან და უფრო სეკულარულ ზეიმად იქცა. ხალხი ზეიმობს რაღაცას, რაც შეძენის თუ მოხვეჭის დღესასწაულს უფრო ჰგავს, ვიდრე ქრისტეშობის ზეიმს. ამ დღის ქრისტიანული შინაარსი ხალხისთვის დაიკარგა."
თუმცა, ცხადია, ეს ყველაზე არ ითქმის. იქვე, ძველი პრაღის მთავარ მოედანზე, ერთ პატარ ჯიხურში, თეატრალური სალაროა მოწყობილი. ბილეთების გამყიდვლად იქ ლიდია მუშაობს, შუა ხნის უკრაინელი ქალი, რომლისთვისაც ქრისტეშობა მშვიდობისა და მეგობრობის დღესასწაულიც არის.
[ლიდიას ხმა]: "მინდა, რომ მსოფლიოს ყველა ადამიანმა (არა მარტო ჩეხებმა - ყველამ) მეგობრულად და მშვიდობიანად იცხოვროს. ყველას ჰქონდეს სამსახური და ბედნიერი იყოს. ქრისტეშობას ვულოცავ და ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ ყველას! როგორც ჩეხები იტყვიან: ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!"
ამ სურვილებში, რა თქმა უნდა, ბავშვებიც იგულისხმებიან. ან იქნებ უპირველესად სწორედ ისინი! ბავშვები ხომ ყოველ წელს გულისფანცქალით ელიან საჩუქრებს თეთრწვერა, კეთილი მოხუცისგან, რომელიც ზოგისთვის სანტა კლაუსია, ზოგისთვის კი - თოვლის ბაბუა.
[ჩეხური ტექსტი, უთარგმანოდ]
ეს ივა პოპროცკაა, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, რომელიც თავის აღსაზრდელებს უკანასკნელ დარიგებებს აძლევს საშობაო კონცერტის წინ. ბავშვებს მღელვარება ეტყობათ - მათს მოსასმენად ხომ დედები და მამები, ბებიები და ბაბუები მოსულან!
[სიმღერა]
"როგორ თოვს, როგორ თოვსო", მღერიან პრაღელი ბავშვები. მაგრამ სინამდვილეში პრაღას უთოვლო შობა უდგას. ბავშვების მთელი იმედი ახალი წლის ღამეზეა...