ამ საკითხზე რუსეთის მთავრობა საქართველოსთან მოლაპარაკებას კარგა ხანია აწარმოებს; აფხაზეთზე გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას არც საქართველოს ხელისუფლება უარობს, თუმცა ის საკუთარ პირობებს აყენებს.
რა პირობებით შეიძლება დათანხმდეს საქართველო რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე და როგორ უყურებენ რკინიგზის აღდგენის პერსპექტივას თბილისში?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან აქტიურად განიხილოს რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი. კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ, რომ საქმე ეხება მოსკოვიდან ერევნისკენ, საქართველოს - და ე.ი. აფხაზეთის - გავლით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკება ჯერჯერობით ტექნიკურ საკითხებზე მიდის. თბილისში 8 ივლისს ჩამოვიდა რუსეთის სამთავრობო დელეგაცია, ტრანსპორტის მინისტრის იგორ ლევიტინის ხელმძღვანელობით, წინასწარ გავრცელებული ცნობით, რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა პერსპექტივების და, მათ შორის, ჩვენ მიერ ნახსენები სარკინიგზო ხაზის აღდგენის საკითხის განსახილველად. მაგრამ სახელმწიფო კანცელარიაში გამართული შეხვედრების შემდეგ შემდგარ ბრიფინგზე რუსეთისა და საქართველოს მთავრობების წარმომადგენლებს რკინიგზის საკითხზე არაფერი უთქვამთ. ბრიფინგზე ყველაზე საინტერესო იყო ლევიტინის განცხადება, რომ საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე მსჯელობა არ ყოფილა იმის შესახებ, რაზედაც რუსეთის დუმამ იმსჯელა. იგულისხმება მსჯელობა საქართველოსთვის გაზის მიწოდების ტარიფის გაზრდაზე. ლევიტინის თქმით, ერთია დუმის გადაწყვეტილებები, მეორე კი - რუსეთის მთავრობისა. მაგრამ დავუბრუნდეთ რკინიგზის თემას, რასთან დაკავშირებითაც ნოღაიდელს და ლევიტინს განმარტებები არ გაუკეთებიათ.
მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო ხაზის აღდგენის საკითხზე მსჯელობას სერიოზული სახე მიეცა შევარდნაძის პრეზიდენტობისას, ამას კი, როგორც გვახსოვს, სოჭში პუტინთან შეხვერაზე გაფორმებულმა შეთანხმებამ დაუდო საფუძველი - შეთანხმებამ რკინიგზის აღდგენასთან აფხაზეთში - პირველ ეტაპზე, გალის რაიონში - დევნილთა დაბრუნების სინქრონიზაციის თაობაზე. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამ შეთანხმებაზე უარი არ უთქვამს. როგორც სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გოგა ხაინდრავა განმარტავს, რკინიგზის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკების ძირითად და ამოსავალ პირობად სწორედ პროცესების სინქრონიზაციის თაობაზე მიღწეული შეთანხმება რჩება. თუმცა ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ასეთი განწყობა, პროცესების სინქრონიზაციის ნაცვლად, მათ შეჩერებას გამოიწვევს:
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”განწყობა არის ასეთი, მაგრამ ამით პროცესები შეჩერდება. ამით დევნილები არ დაბრუნდებიან. დევნილები სულ სხვა პრინციპებით დაბრუნდებიან და სულ სხვა პოლიტიკით და სულ სხვა პოზიციით. არაფერი საერთო არა აქვს ამას დევნილების დაბრუნებასთან, ძალიან ცუდია, მაგრამ ასეა.” (სტილი დაცულია)
პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის პირობად არ უნდა იქნეს წამოყენებული დევნილთა დაბრუნება, რადგან რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნის მუშახელის მოთხოვილებას, რაც ავტომატურად, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, იქ დევნილთა შესვლას გამოიწვევს. სხვაგვარი წარმოდგენა აქვს აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია გვაზავა მიიჩნევს, რომ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენა აფხაზეთში ათასობით ადამიანს უფრო რუსეთიდან შეიყვანს, ვიდრე ენგურსაქეთა საქართველოდან.