ოპერატიული მონაცემების საფუძველზე სამძებრო მოქმედებები ზნაურის რაიონის მომიჯნავე ხაშურის რაიონში დაიწყო. გატაცებულთა ერთი გეგმით ძებნაზე შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ცხინვალში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მხარეები ერთმანეთის ინფორმაციას იზიარებენ. მაგალითისთვის: ცხინვალში სარწმუნოდ არ მიაჩნიათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობა, რომელშიც გამტაცებლების ვინაობაა დასახელებული. ვის გვარებს ასახელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რა რეაქცია აქვთ ამაზე კოკოითის წარმომადგენლებს?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფლობს სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქ ცხინვალიდან ჰამლეტ , მამუკა და გალაქტიონ ხაჭაპურიძეები, აგრეთვე მათთან ერთად მამუკა ლომიძე რუდიკ ბესტაევმა და ასამაზ კოჩიევმა გაიტაცეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბესტაევიც და კოჩიევიც ცნობილ ოსურ კრიმინალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ. საყურადღებოა, რომ ასამაზ კოჩიევი ამ ცოტა ხნის წინ სოფელ თამარაშენთან მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი ოსის შვილია. 4 ქართველის გატაცებასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ეჭვი ქართველ სამართალდამცავებს დანაშაულის გახმაურებისთანავე გაუჩნდათ, თუმცა კოჩიევმა დანაშაულთან კავშირი უარყო. კოკოითის წარმომადგენლებს სურთ მისი არგუმენტი ირწმუნონ, - არგუმენტი კი არის ის, რომ ადათ-წესები ოსებს თურმე უდანაშაულოებზე ხელის გასვრას უკრძალავს:
[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] ”მე რომ ეს გავაკეთოო, ჩემი მიცვალებული წაიბილწება საფლავშიო, ამას როგორ გავაკეთებდიო,”- ამბობს. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ გვიჭირს მუშაობა: 5 ვერსია არსებობს და არც ერთის გამორიცხვა არ შეიძლება.”
ეს კოკოითის ქართველი პირადი წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძე გახლდათ. ორშაბათს ის თბილისში იმყოფებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად, თუმცა მათთან შეხვედრები არ შემდგარა.
ვაჟა ხაჭაპურიძემ ჩვენთან საუბრისას უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს მან კოკოითთან თანამშრომლობას ისევ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ამჯობინა. ”ცხინვალში ისევ ჩავალ, რადგან იქ არის ჩემი სამუშაო ადგილი; თანაც, გატაცებულების საქმეს შუა გზაში ხომ არ მივატოვებ,” - თქვა მან ჩვენთან საუბრისას და იქვე დასძინა:
[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] ” განა ღირს თავის გაწირვა? მატროსოვი რომ ამბრაზურას გადაეფარა, იცოდა, რომ თავის ოჯახს იცავდა. მე რომ ამბრაზურას გადავეფარო, ვის დავიცავ? ”
ასეთი საინტერესო შეკითხვა დატოვა თბილისში კოკოითის პირადმა წარმომადგენელმა ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში. კონფლიქტის ზონაში კი გატაცებულების ახლობლებს ორშაბათს ისევ არ ჰქონდათ არანაირი სარწმუნო ცნობა გატაცებულების მდგომარეობის შესახებ. ორშაბათ დილით დაწყებულ სპეცოპერაციას ისინი დასაწყისშივე სკეპტიციზმით შეხვდნენ - აცხადებდნენ, რომ წინასწარ გაცხადებული სპეცოპერაციისას ვერაფერს იწრმუნებენ.
აქვე შევნიშნავთ, რომ ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლების გარშემო ოსები ამ დღეებში სიმაღლეებს ამაგრებდნენ, ღამღამობით კი ისროდნენ. სროლა კვირას ცხინვალში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას ჩასვლის შემდეგ შეწყდა. ედუარდ კოკითიმ მას პირობა მისცა, რომ გატაცებულების მოძებნაში თამარაშენთან დაღუპული ოსების ახლობლებს მოიხმარდა. ხაინდრავამ ცხინვალში მიღებული დაპირების შესახებ კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების მოსახლეობას აცნობა. ქართული სოფლების მოსახლეობას კვირას სამხარეო რწმუნებულიც შეხვდა და დიდი და პატარა ლიახვის ხეობების დამაკავშირებელი შემოვლითი გზის გაწმენდას შეჰპირდა. ორშაბათს ცხინვალის რეგიონში შემოვლითი გზის გაწმენდის სამუშაოები, მართლაც, დაიწყო.