როგორიც არის რომელიმე სამინისტრო, - ასე ფიქრობენ ქართველი ექსპერტები. როგორ აჩვენებს თავს ახალი ტიპის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამაზე მკაფიო პასუხი მათ არა აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ აიღო და ის აგებს კიდეც პასუხს არასამართლიან არჩევნებზე, თუკი ასეთი არჩევნები იქნება.
ხელისუფლებას ნაკისრი პასუხისმგებლობა არ აშინებს, არადა, ეს არის პასუხისმგებლობა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტის დამკვიდრებაზე.
[გიგა ბოკერიას ხმა] ”ზოგიერთმა ოპონენტმა მითხრა, წინა ხელისუფლებაც იღებდა პასუხისმგებლობასო! დიახ, ბატონებო! მათ აიღეს პასუხისმგებლობა, შემდეგ გააყალბეს არჩევნები. იმიტომ მოუვიდათ ის, რაც მოუვიდათ. ჩვენ დავამკვიდრებთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტს საქართველოში. ”
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბოკერიას მიერ ნახსენები სტანდარტის დამკვიდრების დაკვეთა. ის უკვე დაკომპლექტებულია და ფორმალურად, პარტიული ნიშნის კი არა, პროფესიული ნიშნის კომისიად იწოდება. 3 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობამ ( ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, ამჟამინდელი პრემიერის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, სამართალმცოდნე გია ქავთარაძე დაამტკიცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა უალტერნატივო იყო. რაც შეეხება კომისიის წევრებს, პრეზიდენტის მიერ შერჩეულ 12 კანდიდატურიდან მძიმე ტვირთი (როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარემ შენიშა) 6-მა აიღო.
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ძალიან მძიმე ტვირთს იღებენ: გიორგი არეშიძე, ლუხუმ ბურჯალიანი, გიზო მჭედლიძე, ემზარ ფაჟავა, ალექსანდრე ღონღაძე, გურამ ჩალაღაშვილი. გილოცავთ, ბატონებო!”
ნინო ბურჯანაძემ მძიმე ტვირთის აღება მიულოცა ადამიანებს, რომელთა შორის არიან: სამართალმცოდნეები, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის სპეციალისტი, ისტორიკოსი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მათგან რამდენიმე ცესკოს იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდა, ერთი - რწმუნებულის მოადგილედ.
ცესკოს წევრებად უკვე დამტკიცებული პირები, პარლამენტში ჩაგდებულ კანდიდატურებთან ერთად, სპეციალურმა კომისიამ კონკურსის წესით შეარჩია - კონკურსის, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით დასაკომპლექტებლად გამოცხადდა. რადგან საარჩევნო საქმეში დადებითი რეპუტაციის პროფესიონალების მოძებნა გაჭირდა, კადრების შერჩევისას აქცენტები სხვა კრიტერიუმებზე გაკეთდა. შედეგად, 3 ივნისის სხდომაზე ცესკოს წევრობის კანდიდატებს უჭირდათ იმ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რომლის ჩამოყალიბებაც ოპოზიციის წევრებს ბევრჯერ მოუხდათ.
[კახა კუკავას ხმა] ”იცნობთ თუ არა საარჩევნო კოდექსს?”
[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ” ა, ვერ გაიგეთ, ცუდად გესმით? მაშინ აიღეთ საყურე , მიიდეთ ყურზე და კახა ჩამოაყალიბებს კითხვას. კახა, ჩამოაყალიბე კითხვა!”
კახა კუკავამ კითხვა ხელმეორედ ჩამოაყალიბა და პასუხიც მიიღო:
[ერთ-ერთი კანდიდატის ხმა] ”კანონმდებლობა, რომ გითხრათ, ზეპირად ვიცი-მეთქი, ეს იქნება გადამეტება, მაგრამ შევეცდები დავეუფლო, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას. ”
ასეთი განმარტებები საკმარისი აღმოჩნდა ნდობის მისაღებად, რის გამოც კონსერვატორების წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა დაასკვნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებით საკუთარი თავის წინააღმდეგ რევოლუცია დაგეგმა. კონსერვატორებმა, რესპუბლიკელებმა და მემარჯვენეებმა კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და ამრიგად აარიდეს თავი პასუხისმგებლობას ისეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რომელიც, ცალკეული ექსპერტების აზრით, პროფესიული ნიშნის კომისიად კი არა, ხელისუფლების ისეთ რგოლად უნდა მივიჩნიოთ, როგორიც არის რომელიმე სამინისტრო, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მინისტრითა და მისი მოადგილეებით.