გაუქმების დაპირებით გამოდიოდნენ. დაპირება დავიწყებულ იქნა. პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულის ინსტიტუტი საქართველოში არ გაუქმებულა. პირიქით, ამ ინსტიტუტის გაძლიერებაზე კეთდება აქცენტი და ჩნდება რწმუნებულთა უფლებების გაზრდის ინიციატივა, რომლითაც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი გამოდის, თანაც, ზუსტად მაშინ, როცა ევროპის საბჭო საქართველოს ხელისუფლებას ხელისუფლების დეცენტრალიზაციისკენ მოუწოდებს. საკითხავია: ასეთ სიტუაციაში რისთვის წამოიწია წინ პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტის გაძლიერების მოთხოვნამ?
რისთვის არის საჭირო პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულის უფლებების გაზრდა? ამ შეკითხვით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარეს ედუარდ სურმანიძეს მივმართეთ, რადგან ინიციატივა სწორედ მისგან მომდინარეობს. სურმანიძე ამბობს, რომ რწმუნებულთა უფლებების გაფართოება რეალურ თვითმმართველობაზე გადასასვლელი პერიოდისათვის არის საჭირო.
[ედუარდ სურმანიძის ხმა] ” მივდივართ იქითკენ , რომ ერთდონიანი თვითმმართველობა იქნება ქვეყანაში და ამისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში მაკოორდინირებელი როლი უნდა შეასრულონ პრეზიდენტის რწმუნებულებმა. ” (სტილი დაცულია)
საპარლამენტო კომიტეტი პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, შეიტანოს ცვლილებები შესაბამის დებულებაში და რწმუნებულებს მიანიჭოს საკრებულოების უფლებამოსილებათა ვადამდე შეწყვეტის უფლება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვეში ვერ დაამტკიცებს ადგილობრივ ბიუჯეტს. ამას გარდა, არის მოთხოვნა, რწმუნებულებს მიეცეთ უფლება, შესაბამისი სამინისტროს წინაშე დასვან სახელმწიფო დაწესებულებების თუ ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი.
”თუ ეს ყველაფერი კეთილი მიზნით არის ჩაფიქრებული , ისე, როგორც ამას ედუარდ სურმანიძე ამტკიცებს, ამ, ასე ვთქვათ, კეთილ მიზნამდე მისასვლელი გზა არის არჩეული არასწორადო,” - ფიქრობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი აზრით, პარლამენტარებს - ყოველ შემთხვევაში, მათ ნაწილს - პრეზიდენტისთვის პრეზიდენტის რწმუნებულების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანა კი არ უნდა შეეთავაზებინათ, არამედ უნდა გამოსულიყვნენ საკანონმდებლო ინიციატივით გამართული დროებითი მმართველობის შესაქმნელად.
[დავით უსუფაშვილის ხმა] ”თუ დროებით, რაღაც ეტაპამდე, რაიმე სხვა დროებითი მმართველობაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს კანონით და არა არალეგიტიმური რწმუნებულებისთვის დამატებითი უფლებების მინიჭებით.”
დეპუტატი კობა დავითაშვილი წუხს იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლების ლიდერებმა - მათ შორის, მისმა ყოფილმა თანამებრძოლებმა - ასე იოლად დაივიწყეს რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმების დაპირება.
[კობა დავითაშვილის ხმა] ”იმიტომ რომ მე არ მესმის, როგორ შეიძლება არსებობდეს ორგანო, რომელსაც არა აქვს საკუთარი ტერიტორია. ტერიტორიული მოწყობა არ არის გადაწყვეტილი და არსებობს ორგანო და რაღაც კვაზიუფლებამოსილებას ახოციელებს ასევე კვაზიტერიტორიაზე. ეს არის აბსოლუტურად უფუნქციო ინსტიტუტი. ”
მაინც რა ფუქნციებით არიან აღჭურვილნი პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულები? ერთ-ერთი მათგანის, პეტრე ცისკარიშვილის, თქმით, ესენია:
[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] ”რეგიონალური სტრუქტურების კოორდინაცია, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, გამგებლების წარდგინება პრეზიდენტისთვის და რიგი ასეთი ფუნქციები გვაკისრია.”(სტილი დაცულია)
კობა დავითაშვილი ამ ფუნქციებში ფუნქციას ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ უფუნქციო რწმუნებულები რეგიონებში სერიოზულ პრობლემებს ქმნიან.
რწმუნებულების მიერ კანონის დარღვევის ფაქტებს კონსერვატორებმა სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნეს, მაგრამ ასეთი ღონისძიებები ვერაფერს ცვლის. ლაპარაკია რწმუნებულთა უფლებების გაფართოებაზე. საქართველოს ხელისუფლება მაინცდამაინც ყურს არც ევროსაბჭოს ტრიბუნიდან გაკეთებულ შენიშვნებს უგდებს.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო რეგიონში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული! ”
აი, ასეთი იყო პრეზიდენტის რეაქცია საქართველოში თვითმმართველობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე.