საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს. მას დეპუტატებისთვის უნდა აეხსნა, რა წინადადებებს განიხილავენ მხარეები ბაზებთან დაკავშირებით და რამდენად რეალურია მოლაპარაკების პროცესში პროგრესის მიღწევა. შეხვედრა მინისტრთან დეპუტატებმა სწორედ ამისთვის მოითხოვეს. თუმცა იყო იმის მოლოდინიც, რომ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს განმარტებებს სხვა საკითხებზეც მოსთხოვდნენ.
მოლოდინი იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა პარლამენტში პარლამენტსა და საგარეო უწყებას შორის დაპირისპირების ჭრილში წარიმართებოდა, არ გამართლდა. დეპუტატებმა ბაზების თაობაზე მოლაპარაკების მნიშვნელობა გაითავისეს და ამ პროცესთან დაკავშირებული შეკითხვებით შემოიფარგლნენ - ელჩებისა და საელჩოების თემა აღარ წამოუჭრიათ. ”ბიუროს სხდომის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე სხვა მიმართულებით შეკითხვა არ დასმულაო, ” - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადრაძემ.
ჩვენ მას საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულებისთანავე გავესაუბრეთ. შეგახსენებთ: საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარების მოთხოვნა გასულ კვირას ოპოზიციიდან წამოვიდა. მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოითხოვა სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებსა და პირობებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ მინისტრს დეპუტატებისთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა. ბაზების საკითხზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ძალიან დადებითად შეაფასა მაია ნადირაძემ:
[ მაია ნადირაძის ხმა] ”მოვისმინეთ ძალიან სერიოზული დეტალები, რომლებზეც ჯერ არ არის საჭირო საუბარი, და გულწრფელი შთაბეჭდილებები ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილისგან და მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ, თუ შედგება შეთანხმება, თუ მოეწერება ხელი დოკუმენტს, მასში საქართველოსთვის საზიანო პუნქტები არ იქნება.”(სტილი დაცულია)
შეკითხვას, თუ რამდენად ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს დეპუტატებმა მინისტრისგან მოლაპარაკების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაია ნადირაძემ უპასუხა, ”მიღებული ინფორმაცია საკმარისია სათანადო დასკვნების გამოსატანადო. ”
ასე რომ, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის დაკითხვა შედგა. სალომე ზურაბიშვილს დეპუტატებმა განმარტება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით მოსთხოვეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საგარეო უწყების ხელმძღანელობასთან პარლამენტის დაპირისპირება ამოწურულია. სხვა საინტერესო შეკითხვებს დეპუტატები მინისტრს მომავალ შეხვედრაზე დაუსვამენ, მით უფრო, რომ, როგორც ორშაბათს მიხეილ მაჭავარიანი აღნიშნავდა, პარლამენტს კომიტეტის დონეზეც შეუძლია მინისტრის მოწვევა და მასთან დალაპარაკება.