რაც მთავარია, საქმისადმი ყაზახების დამოკიდებულებით. “ჩვენ გვჭირდება ამ გამოცდილების გაზიარება,” - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა ხუთშაბათს ასტანაში გამართულ ბრიფინგზე. იქვე ყაზახეთის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსთან თავისი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობაზე, ახსენა სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობა ორი ქვეყნისთვის და ისიც თქვა, საქართველოში სად და რომელ სფეროში შეიძლება დაბანდდეს ყაზახური ინვესტიცია.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი პოლიტიკური მისიის მქონე ქვეყნის ლიდერი ყახაზეთში კარგად მიიღეს. ასტანაში გამგზავრებამდე სამშობლოში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში ახალ რეალობას ქმნის, ნაზარბაევთან შეხვედრაზე მას არ გაუმეორებია. პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე რევოლუციებს, საერთოდ, -და, კერძოდ, ყირგიზეთში მოხდარს, - ნურსულთან ნაზარბევი გამოეხმაურა:
[ნურსულთან ნაზარბაევის ხმა] “ როცა მოსახლეობის 90 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ის, რაც ყირგიზეთში მოხდა, ახლანდელი ხელმძღვანელების თქმისა არ იყოს, იყო ბანდიტიზმი და მოროდიორობა. “
საქართველო დიდი ინტერესით აკვირდება ყირგიზეთში მოვლენების განვითარებას, მისთვის მნიშვნელოვანია იქ სტაბილურობისა და დემოკრატიის დამკვიდრება. ამის დადასტურებაა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყირგიზეთში გამგზავრება, მაგრამ ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთის საკითხს არ შეხებია. მან ყაზახეთის მიღწევებზე ისაუბრა, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყაზახეთის მოსახლეობის მაღალი შემოსავლები აღნიშნა და ეს ეკონომიკის საკითხებისადმი ყაზახეთის მთავრობის სწორი მიდგომებით ახსნა. “მთავარი სწორედ ეკონომიკააო,” - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “მივხვდი, რატომ არის ყაზახეთი ასე წარმატებული . აქ ძალიან სწორად უდგებიან კონკრეტულ ეკონომიკურ საკითხებს და ეს მთავარია. პოლიტიკა, პოლიტიკური ურთიერთობები ეკონომიკურ ურთიერთობებზე შენდება. ეკონომიკური ურთიერთობები კი აქ სწორია. “
ყაზახეთი ყოველმხრივ დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას და მხარს დაუჭერს მას, - განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა. შეგახსენებთ: ის ხელისუფლების სათავეში 1989 წლიდანაა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც ემზადება. “საქართველო მხარს უჭერს ყაზახეთის ხელისუფლებას, მისთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანა “ - ეს უკვე საქართველოს ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოსული ლიდერის სიტყვებია.
ყახაზეთში საქართველოს პრეზიდენტის და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, შეთანხმებას ტერორიზმისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისთვის. ხელი მოეწერა მემორანდუმს ასტანასა და თბილისის დაძმობილების შესახებ. მემორანდუმს ქალაქების მერებმა მოაწერეს ხელი, მაგრამ მთავარი სხვა იყო: ნურსულთან ნაზარბაევმა ისაუბრა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ყაზახური ნავთობის ჩატვირთვის შესაძლებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ტარიფი ყაზახებისთვის ხელსაყრელი იქნება და თქვა: “ ყაზახური გაზი საქართველომდე მივა, თუ ყაზახურ კომპანიას ექნება სოლიდური საკონტროლო პაკეტი თქვენი გაზსადენებისაო.”
ითქვა ისიც, რომ ყაზახეთი დაინტერესებულია საქართველოში სერიოზული ინვესტიცია ჩადოს ტურიზმის სფეროში, სოფლის მეურნეობაში და ასე შემდეგ. პირველი, ყველაზე კონკრეტული, წინადადებაა ყაზახური ინვესტიციით თბილისში აიგოს ზუსტად ისეთი შენობა, ბიზნესცენტრის დანიშნულებით, როგორიც ტრანსპორტის სამინისტროს შენობაა ასტანაში. ეს შენობა მიხეილ სააკაშვილს ისე მოეწონა, რომ ხუმრობით თვალის დახამხამებაში მისი თბილისში გადმოტანა ისურვა.