მაჟორიტარების არჩევნები არ შემდგარა, ისინი მოქმედ პარლამენტს 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგად გადმოჰყვნენ. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ის 2004 წლის 28 მარტს შედგა და ამ არჩევნებზე პარლამენტის დიდი უმრავლესობა “ნაციონალურ მოძრაობა - დემოკრატებს “ ერგო. ოპოზიციისგან პარლამენტში შეღწევა კი მხოლოდ “მემარჯვენე ოპოზიციამ” შეძლო. რადგან პარლამენტმა არსებობის ერთი წელი უკვე მიითვალა, მე შევეცადე დეპუტატებისთვის - და არამარტო მათთვის - მეკითხა აზრი იმის შესახებ, თუ რა შეცვალა ძველი პარლამენტის ახალი პარლამენტით ჩანაცვლებამ.
[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] “ რაღაცები შეიცვალა, მაგრამ მთლად უკეთესობისკენ არა. ვურჩევდი მიხედონ სოციალურ საკითხებს, ხალხის მდგომარეობას. “
[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] “მათხოვრები გახადეს ხალხი, რა უნდა ვთქვა პარლამენტზე. უმუშევრები გაამრავლეს, ხალხი ქუჩა- ქუჩა დაძრწის. “
რეფორმების თანმდევ დიდ შემცირებებს, უმუშევართა არმიის ზრდას ხალხი პარლამენტს აბრალებს და ამაში გასაკვირი არაფერია. როგორც “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი აღნიშნავს:
[დავით უსუფაშვილის ხმა] “ძირითადად, საქართველოს დღვანდელი პარლამენტიც არის პრეზიდენტის ისეთივე დანამატი, როგორიც იყო საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, გარდა 2002-2005 წლების პარლამენტისა. “(სტილი დაცულია)
დავით უსუფაშვილის თქმით, მოქმედ პარლამენტს გადმოჰყვა დიდი ბალასტი, 2 ნოემბრის არჩევნებზე არჩეული მაჟორიტარების სახით, თუმცა, მისივე სიტყვებით, სხვა სახის დიდი ბალასტი პარლამენტში პროპორციული სიით 28 მარტის არჩევნების გზითაც მოხვდა:
[დავით უსუფაშვილის ხმა] “ სამწუხაროდ, პროპორციული სიით შესულ ხალხშიც იმაზე მეტი რაოდენობით აღმოჩნდა ბალასტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო. არც ამ ხალხის გამოსვლა გვინახავს, არც მათი ინიციატივების შესახებ გვსმენია. მათთვის პარლამენტის წევრობა უფრო კერძო ცხოვრების ნაწილია, ვიდრე საჯარო ფუნქციების შესრულების მცდელობა. “
მოქმედ პარლამენტში დებიუტანტების სიჭარბეს უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილიც აღნიშნავს, თუმცა ის ფიქრობს, რომ დებიუტანტებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც პარლამენტარის უნარ-ჩვევების შეთვისებას კარგად გაართვეს თავი.
საქართველოს პარლამენტში, განსაკუთრებით მის უმრავლესობაში, დებიუტანტი დეპუტატების სიმრავლეს უმრავლესობის ნაკლად არ აღიქვამს ამ ძალის ლიდერი მაია ნადირაძე. მისთვის მთავარია ერთი :
[მაია ნადირაძის ხმა] “ ეს ადამიანები მოტივირებული არიან იმით, რომ რაღაც შეცვალონ ქვეყანაში უკეთესობისკენ. “
მაგრამ არსებობს სხვა რაღაცების შეცვლის მოტივაციაც. იმავე დავით უსუფაშვილის დაკვირვებით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დებატების გაშლა ხშირ შემთხვევაში დეპუტატთა ჯგუფების ვიწრო ინტერესებზე არის მორგებული და არა ამა თუ იმ საქვეყნო-საჭირბოროტო საკითხებზე. უსუფაშვილი ამ პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერებას ელის. ოღონდ, მისი აზრით, კარგი იქნება, თუ ეს უმრავლესობის რღვევის ხარჯზე კი არა, უკვე გამოკვეთილ ოპოზიციურ დაჯგუფებათა გაერთიანებისა და გაძლიერების ხარჯზე მოხდება.