დასასრულებლად ადრე თუ 11, შემდეგ კი 7-8 წელიწადს ითხოვდნენ, დღეს 3-4 წლიან ვადაზე ალაპარაკდნენ. ამა წლის 10 მარტს მიღებული დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია 10 თვიან ვადაში - 2006 წლის 1 იანვრამდე - მოითხოვა. თუმცა ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კომპრომისზე წასვლას არ გამორიცხავს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში 3-4 წლიან ვადას ზედმეტად გაწელილად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ბაზების გაყვანა მაქსიმუმ 2 წელიწადში არის შესაძლებელი.
საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხზე მოლაპარაკებას ორი ქვეყნის საგარეო უწყებები აწარმოებენ. ამ ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ყოფნისას, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება 2 თვიან ვადაში ყველაზე სადავო საკითხებზე - მათ შორის, ბაზების გაყვანის ვადებზე - კონკრეტული წინადადებების ჩამოყალიბების შესახებ. 23-24 მარტს სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელებენ მოსკოვში საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები. მანამდე, 16 მარტს, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შორის. საუბრის ინიციატორი ლავროვი იყო და, როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გელა ჩარკვიანმა აღნიშნა, “საუბარი იმდენად კონსტრუქციული იყო, შესაძლოა, ბაზებთან დაკავშირებით დათქმულ ვადებში გარკვეული კომპრომისის მიღწევაც გახდეს შესაძლებელი.”
ნათქვამს უნდა დავუმატოთ განცხადება, რომელიც რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ რუკშინმა სულ ახლახან გააკეთა. ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის მინიმალურ ვადად მან 3-4 წელი დაასახელა. “ეს ის ზღვარია, რასაც შეიძლება დავთანხმდეთ იმისთვის, რომ საქართველოდან ცივილიზებულად გავიყვანოთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, გავიტანოთ შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა,” - აღნიშნა რუსეთის გენშტაბის მეთაურის მოადგილემ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ , რომ ახალქალაქის და ბათუმის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციისთვის რუსეთი ჯერ 11, შემდეგ კი 7-8 წელიწადს ითხოვდა. როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის მკაცრი შინაარსის დადგენილებამ რუსეთი აიძულა შედარებით კომპრომისული წინადადება გამოეკვეთა, თუმცა ქართველი პარლამენტარებისთვის არც ეს წინადადებაა მისაღები.
[ნიკა რურუას ხმა] “3-4 წელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე 11 წელი, მაგრამ, რეალურად, ძალიან გაწელილი ამ კონტიგენტის გაყვანისათვის. გაცილებით მცირე დროში შეიძლება ამის მოსწრება - მაქსიმუმ 1 ან 2 წელიწადში. “
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა აღნიშნავს, თუ რუსეთისგან არ წამოვა საქართველოსთვის მისაღები წინადადება, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ამოქმედდება სპეციალური რეჟიმი რუსეთის სამხედრო ბაზებზე მოსამსახურეთა წინააღმდეგ, 2006 წლის 1 იანვრიდან კი ეს ბაზები გამოცხადდება კანონგარეშედ და გატარდება იძულების ღონისძიებები მათ გასაყვანად.
18 მარტს რუსეთის დუმა მიიღებს სპეციალურ მიმართვას საქართველოს პარლამენტისადმი და ამ მიმართვით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეცვალოს მიდგომა ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებზე მყოფი რუსი სამხედრო მოსამსახურეებისადმი, თუმცა მათ მიმართ სპეციალური რეჟიმი ჯერ არ ამოქმედებულა. დაბოლოს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემად არ მიიჩნევენ ახალქალაქელი სომხების იმ სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომელთაც ისინი ახალქალაქიდან რუსეთის სამხედრო ბაზის შესაძლო გაყვანას უკავშირებენ.
[გოგა ხაჩიძის თქმა] “ აქ არის სოციალური მოთხოვნები, ძალიან ნორმალური მოთხოვნები, და არ დგას ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც არ შეიძლება. “
აღნიშნავს სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებული გოგა ხაჩიძე. ხუთშაბათს ის ახალქალაქში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი მოთხოვნები მოისმინა.