თანამდებობის პირთა მივლინების ტრადიციის დამკვიდრებამ მოაქცია საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო მზადება ნაციონალური-მოძრაობის არაერთმა წარმომადგენელმა გაიარა. დეპუტატები, გამგებლები თუ მათი მოადგილეები ოსიაურის ბანაკში, მორიგეობით, 3- 3 კვირის მანძილზე რიგით რეზერვისტებად ცხოვრობენ. ამჯერად ახალი წლის ოსიაურში შეხვედრა რამდენიმე დეპუტატს უწევს. როგორ ემზადებიან ისინი ახალი წლის დასახვედრად?
[ირაკლი გვარამაძის ხმა] “ნაძვის ხე დღეს დავდგით. 31-ში დიდი კოცონი უნდა დავანთოთ მოედანზე. ფეიერვერკიც იქნება, რაც სანახაობა იქნება არა მარტო ჩვენთვის, არამედ ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვისაც. სტუმრებს საახალწლოდ ველით, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ გვესტუმრება. ჩვენ ნებისმიერ წუთს მზად ვართ ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად, მათ შორის - სტუმრების დასახვედრად. “
ამ არცთუ რთული ამოცანის შესრულება დეპუტატ ირაკლი გვარამაძეს და მასთან ერთად ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში მყოფ სხვა დეპუტატ-რეზერვისტებს არცთუ იშვიათად უწევთ. სტუმრები, ხშირ შემთხვევაში, მათი მეგობარი დეპუტატები ან მთავრობის წარმომადგენლები არიან.
30 დეკემბერს ოსიაურის საწვრთნელ ბანაკს დეპუტატი რეზერვისტების მეგობრები არ მიუღია, თუმცა იქ მყოფ 300-მდე რეზერვისტისთვის თბილისიდან წინასაახალწლო ძღვენი, ხინკალი, გაიგზავნა. საახალწლო ძღვენმა რეზერვისტები გაახარა, თუმცა, როგორც ირაკლი გვარამაძე ამბობს, ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში კვებას არ უჩივიან. რეზერვისტების საკვებ რაციონში ყოველდღიურად არის ხორცი, კარაქი. ირაკლი გვარამაძის სიტყვებით : “კვება იქ ისეთია, როგორც, ვთქვათ, მიმდებარე სოფლების ოჯახებში. “
ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატი - მათ შორის, ამ პარტიის გენერალური მდივანი გიორგი არველაძე - ოსიაურში სარეზერვო წვრთნას უკვე 10 დღეა გადის. რეჟიმი, ცოტა არ იყოს, მძიმეა: ინსტრუქტორები რეზერვისტების გაღვიძებას დილის 6 საათიდან იწყებენ, რადგან 6 საათსა და 30 წუთზე ბანაკის მოედანზე დილის მწყობრი უნდა მოეწყოს. ამის შემდეგ მიმდინარეობს თეორიული მეცადინეობა, 10 საათზე მორიგი მწყობრი დგება, შემდეგ საუზმის დრო მოდის, საუზმეს მოსდევს მეცადინეობა და ასე შემდეგ.
[კობა დვალიშვილის ხმა] “ჩვენ ფეხზე ვართ 6 საათზე, იმიტომ რომ 6 საათსა და 30 წუთზე მწყობრში უნდა ჩავდგეთ. თუ ქვეყანას დასჭირდება, ჩვენ უფრო მეტი გამოცდილებით უნდა შევძლოთ ჩვენს მოწინააღმდეგესთან ბრძოლა. “
დეპუტატი კობა დვალიშვილი, როგორც რეზერვისტი, შტაბის ხელმძღვანელია. ამიტომ მას უფრო მკაცრ რეჟიმში უწევს წვრთნის გავლა, ვიდრე ირაკლი გვარამაძეს, რომელიც მძღოლი მეკავშირეა და ამიტომ სხვებივით 6 საათზე გაღვიძება არ მოეთხოვება.
დეპუტატები სხვა რეზერვისტებთან ერთად კარვებში ცხოვრობენ. ეს კარვები 10 კაცს იტევს. კარვებში ცხოვრება მიანცდამაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს, თუმცა, ეტყობა, ამაშიც არის რაღაც რომანტიკა. დეპუტატები კმაყოფილები არიან იმით, რომ ოსიაურში სამხედრო უნარ-ჩვევების აღდგენასთან ერთად მეგობრებსაც იძენენ. ისინი ჯერჯერობით თეორიულ სწავლებას გადიან, საბრძოლო იარაღთან ურთიერთობა კი ჯერ არ ჰქონიათ. ამ ეტაპზე რეზერვისტები მალე გადავლენ. 5 -6 იანვარს ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში საჩვენებელი წვრთნები უნდა ჩატარდეს. მის საყურებლად ბანაკს, ალბათ, არაერთი თანამდებობის პირი ესტუმრება. მანამდე კი წინ ყველაზე მთავარი - ახალი წელია.
მმართველი ძალის რამდენიმე დეპუტატი ახალ წელს ბანაკში შეხვდება და პირველად შესვამს იმ წელს საქართველოს სადღეგრძელოს.
[კობა დვალიშვილის ხმა] “მე ჩემს საქართველოს, ჩემს ხალხს მივულოცავ ახალ წელს. ეს ხალხი იმსახურებს უფრო დიდ წარმატებებს, პირველ რიგში კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. “