მხარეებმა მთელი დღის მანძილზე კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პირობის შეუსრულებლობის მიზეზებზე იმსჯელეს და დროებით, 23 დეკემბრამდე, დაიშალნენ. უკვე 23 დეკემბერს მათ კონფლიქტის ზონაში ქართული სოფლის, ერგნეთის, მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციული სროლის ირგვლივ მოუწიათ მსჯელობა. ამავე დღეს შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას შეხვდნენ.
“შეხვედრები ქართველ და ოს პოლიტიკოსებს შორის, ინტელიგენციის წარმომადგენლებს შორის საჭიროა, მაგრამ, ვფიქრობ, მხარეთა დაახლოებისთვის გაცილებით უკეთ ჭრიდა ერგნეთის ბაზრობა,“ - ასეთი შინაარსის განცხადება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაავრცელა. ერგნეთის ბაზრობის გაუქმება ცხინვალში სერიოზულად აწუხებთ, აწუხებთ აგრეთვე რეგიონში ამოქმედებული ბლოკ-საგუშაგოები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებამ მთავარ ამოცანად კონტრაბანდის გავრცელების აღკვეთა დაუსახა. თბილისში 22 დეკემბერს დაწყებულ შეხვედრაზე, რომელზეც მხარეებმა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით სოჭში გაფორმებული შეთანხმების შეუსრულებლობის მიზეზები განიხილეს, ცხინვალის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა გამოთქვა პრეტენზია კონფლიქტის ზონაში ქართული პოლიციის ბლოკ-საგუშაგოების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ეს საგუშაგოები სწორედ კონტრაბანდის გავრცელების აღსაკვეთად მოქმედებს. ოდნავ მოგვიანებით იყო სროლა სოფელ ერგნეთის მიმართულებით. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიების მასრები კასრაძეების ოჯახში იმ ოთახში იპოვეს, სადაც უფროსებთან ერთად ბავშვიც იმყოფებოდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
[კასრაძეების ოჯახის წევრების ხმა] “ კარგა ხანია არ ყოფილა ასეთი რამ. ნახევარი კილომეტრის სიშორიდან, მდინარე ლიახვის მეორე მხრიდან, გვესვრიან. ძალიან საშიშია, მაგრამ რას ვიზამთ, მეტი საშუალება არა გვაქვს - აქ ვცხოვრობთ. “
ჩვენი გორელი კორესპონდენტის გოგა აფციაურის ცნობით, სროლის შემდეგ კასრაძეების ოჯახი საკუთარი სახლიდან დროებით გაიხიზნა. გოგა ამბობს, რომ ერთთვიანი პაუზის შემდეგ განახლებულმა ცეცხლმა ერგნეთელებში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. უკვე 23 დეკემბერს, შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების განახლებულ შეხვედრაზე, საქართველოს მხარემ მომხდარის გამო პროტესტი გამოხატა, თუმცა ოსურმა მხარემ თავი მომხდარისგან შორს დაიჭირა. ბორის ჩოჩიევმა აღნიშნულ ინციდენტში ოსური მხარის მონაწილეობა უარყო. მან თქვა, რომ სოფელ ერგნეთის მიმართულებით ოსური მხრიდან ცეცხლი არ გახსნილა.
რამდენჯერაც არ უნდა ითქვას ასეთი რამ, შეკითხვაზე, ვინ გახსნა ცეცხლი, ერგნეთელებს საკუთარი პასუხი აქვთ: ისინი აცხადებენ, რომ მათი მიმართულებით ოსებმა მდინარე ლიახვის გაღმიდან ისროლეს. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი, რამ გააღიზიანა ოსური მხარე? უკვე ამ შეკითხვაზე საპასუხოდ სხვადასხვა ვერსიები სახელდება. როგორც გოგა აფციაური აღნიშნავს, ოსებს ბევრი რამ აღიზიანებთ და, მათ შორის, განსაკუთრებით - ქართველ რეზერვისტთა წვრთნები კონფლიქტის ზონის სიახლოვეს:
[გოგა აფციაურის ხმა] “ვანო მერაბიშვილს და ოქრუაშვილს ელოდებიან დღეს რეზერვისტთა ძევერის ბანაკში. წუხელ აქ იყო ოქრუაშვილი, თუმცა ეს ფაქტი არ გახმაურებულა. მთელი ღამის მანძილზე არბენინეს რეზერვისტები და ის თავად ესწრებოდა ამ წვრთნებს. “
სოჭის შეთანხმების შეუსრულებლობას, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესის ჩაშლას ოსური მხარე საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს - აცხადებს, რომ ის რეგიონში სამხედრო კონტინგენტს ზრდის. საქართველოს მხარე შეთანხმების დარღვევაში, პირიქით, ოსებს სდებს ბრალს - ამტკიცებს, რომ კონფლიქტის ზონის სიახლოვეს რეზერვისტთა წვრთნა ან ანტიკონტრაბანდული დატვირთვის ბლოკ-საგუშაგოები არანაირად არ მეტყველებს კონფლიქტის ზონაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდაზე. მხარეებმა საკუთარი პრეტენზიები ერთმანეთს 23 დეკემბერს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან შეკრების დროსაც წაუყენეს და ამის შემდეგ დაიწყეს მუშაობა შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების ერთობლივი განცხადების შინაარსზე. განცხადების ტექსტში აღინიშნა მხარეების საერთო შეშფოთება სოჭის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, იმის გამო, რომ ჩაიშალა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესი და რეგიონში ვერ შეიცვალა მუდმივი დაძაბულობისა და შიშის ატმოსფერო. ასეთი შინაარსის განცხადება მაინცდამაინც ბევრს არაფერს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ მხარეებმა, თუნდაც იმის გამო, რომ ჰქონდათ ხანგრძლივი მსჯელობა სოჭის შეთანხმების შეუსრულებლობის მიზეზებზე, 2 დღიანი შეხვედრა დადებითად შეაფასეს. ამის შემდეგ შერეული საკონტროლო კომისიის თავმჯდომარეები ცხინვალში ედუარდ კოკოითს შეხვდებიან.