დაპირისპირების მიზეზი დედაქალაქის განათლებისა და კულტურის სამსახურების უფროსებისადმი მერის დამოკიდებულებაა. ქალაქის განათლების სამსახურის უფროსს ნინო ჩაჩავასა და კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსს დავით ოქიტაშვილს ზურაბ ჭიაბერაშვილმა თანამდებობებიდან წასვლა საკრებულოსთან შეუთანხმებლად მოსთხოვა. სამშაბათს თბილისის საკრებულომ ჩაჩავასა და ოქიტაშვილს ნდობა გამოუცხადა და მათი თანამდებობებზე დატოვება მოითხოვა.
განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურების უფროსების წინააღმდეგ მერის ერთპიროვნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს წევრებმა საკუთარ შეურაცხყოფად მიიღეს. 7 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე დავით ოქიტაშვილსა და ნინო ჩაჩავას მათ ერთსულოვნად გამოუცხადეს ნდობა და ასევე ერთსულოვნად გადაწყვიტეს არ დაუშვან მათი თანამდებობებიდან წასვლა. საქალაქო სამსახურების უფროსთა მიმართ მერის პრეტენზიებში გასარკვევად საკრებულოს წევრებმა ზურაბ ჭიაბერაშვილთან შეხვედრა დაგეგმეს. როგორც საკრებულოს სხდომაზე ითქვა, ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში, პარასკევამდე, უნდა შედგეს და, თუ მერი ოქიტაშვილისა და ჩაჩავას თანამდებობებზე დატოვების შესახებ საკრებულოს მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მერთან შეხვედრამდე იყო ქალაქის პრემიერისა და სხვა თანამდებობის პირთა შეხვედრა პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ბრეგაძე პრემიერის პოსტს ტოვებს. ის სხვა თანამდებობაზე გადადის, მის ადგილს კი, თბილისის მერისა და საკრებულოს შეთანხმებით, ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ქურხული იკავებს. პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა მერთან საკრებულოს თავმჯდომარის დამოკიდებულება. ზაზა ბეგაშვილი, რომელიც დილით საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის ერთპიროვნულ მმართველობაზე ლაპარაკობდა, საღამოს შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელობა ერთ გუნდს წარმოადგენს:
[ზაზა ბეგაშვილის ხმა] “საკუთარ კაბინეტში ჩაკეტილი ვერ მართავ ვერც ქალაქს, ვერც ქვეყანას და ვერც შენს თავს. ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს შეთანხმებული ხალხთან. “
ასეთი პათოსის განცხადებებით ზაზა ბეგაშვილი საკრებულოს სხდომაზე, დავით ოქიტაშვილისა და ნინო ჩაჩავას წინააღმდეგ საკრებულოსთან შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილების გამო, ზურაბ ჭიაბერაშვილს აკრიტიკებდა. შემდეგ იყო თბილისის ყოფილი პრემიერის შეხვედრა პრეზიდენტთან და საკრებულოს თავმჯდომარის ტონიც შეიცვალა. საღამოს მერიაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მერის წინააღმდეგ გაკეთებული საკუთარი განცხადებები უარყო:
[ზაზა ბეგაშვილის ხმა] “არანაირი მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია, თბილისის მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც ყოველთვის იყვნენ ერთი გუნდის წარმომადგენლები. ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთიან გუნდში. “
იმის შესახებ, თუ რა მოხა პრეზიდენტთან შეხვედრაზე, არაფერი თქმულა. ის კი ფაქტია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მერთან, მთელი საკრებულოსი თუ არა, საკრებულოს თავმჯდომარის დაპირისპირება მაინც განიმუხტა. ამის შემდეგ ცოტა ბუნდოვანი გახდა, როგორ გადაწყდება საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა საკითხი. ერთ მათგანს, დავით ოქიტაშვილს, ჭიაბერაშვილი პოლიტიკას უწუნებს, მეორეს, ნინო ჩაჩავას, - სკოლებში გამათბობლების შემტანი ფირმის გამოსავლენად ჩატარებულ ტენდერს. სამშაბათს საკრებულოს მთელი სხდომა ამ პრეტენზიების უსამართლობის წარმოჩენას მიეძღვნა. საკრებულომ ოქიტაშვილისა და ჩაჩავას თანამდებობებზე დარჩენა მოითხოვა. თუმცა, ვნახოთ.