მაშინ მეტად აქტუალური იყო ცხინვალის რეგიონის პრობლემა და საზოგადოება მსჯელობდა, თუ რომელი გზა შეიძლებოდა ყოფილიყო ნაკლებად მტკივნეული და მეტად ეფექტიანი: ჯერ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა თუ, პირველ რიგში, ეკონომიკის ფეხზე დაყენება; საიდან ჯობდა სახელმწიფოს შემომტკიცების დაწყება - საზღვრებიდან თუ ცენტრიდან.
დღეს შემოგთავაზებთ მეორე თემას, რომელიც ისევ სახელისუფლო პოლიტიკას ეხება და რომელსაც სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს საზოგადოების აქტიური ნაწილი.
დღეს ვისაუბრებთ საკმაოდ “მოდურ”, მაგრამ მტკივნეულ დისკუსიაზე იმის შესახებ, თუ როგორ სახელმწიფოს აშენებს საქართველოს ახალი ხელისუფლება - ავტორიტარულს თუ დემოკრატიულს.
თითქმის არ არსებობს არაოფიციალური საზოგადოებრივი შეკრება, სადაც არ იხილებოდეს ხელისუფლების ძალისმიერი კურსი. აშკარად ჩანს, რომ შევარდნაძის უსუსური მმართველობის შემდეგ “ძლიერი ხელის” პოლიტიკა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის. იმ პროცესს, რასაც ძალაუფლების კონცენტრაცია ჰქვია, მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. ოღონდ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე საჯარო სტატისტიკა, სოციოლოგიური კვლევა, რომელიც დააზუსტებდა, საზოგადოების რა ნაწილს მოსწონს ის, რაც დღეს საქართველოში ხდება.
ამიტომ, უბრალოდ, წარმოგიდგენთ ორივე მხარის არგუმენტებს, რომლებიც ჩვენი რადიოს თითოეულ მსმენელს, ალბათ, თავადაც არაერთხელ მოუსმენია.
დღევანდელი სახელისუფლო პოლიტიკის მომხრეები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი უამრავი პრობლემის გადასაჭრელად ქვეყანას ეფექტური სახელმწიფო მექანიზმები სჭირდება. მთავარი ინსტიტუტი, რომელიც ამჟამად საქართველოში ყველაზე სწრაფად და ძლიერად მოქმედებს, პრეზიდენტის ინსტიტუტია. მიხეილ სააკაშვილს მაღალი რეიტინგიც აქვს და მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებაც შეუძლია. ამიტომ მთავარი სიმძიმე, მთავარი დატვირთვა სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტზე მოდის. ამ რეალობამ ბუნებრივად განაპირობა სახელისუფლო ვერტიკალის განმტკიცება და მასზე ძალაუფლების კონცენტრაცია. დღეს პრეზიდენტის ძლიერი ძალაუფლება აუცილებელია სახელმწიფოს მოსამაგრებლად, კორუფციასთან საბრძოლველად, დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და, ზოგადად, ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად. ეს წარმატებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა.
რაც შეეხება დემოკრატიას, ის ყოველთვის იმდენია, რამდენიც ხალხს სჭირდება. რევოლუციის პროცესმა არასამთავრობო სექტორი თითქმის მთლიანად დაანგრია, რაც მის სისუსტეს ადასტურებს. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და სრულყოფა მუდმივი პროცესია. ამიტომ, ვიდრე ჩვენი ქვეყანა განვითარების დონით ცივილიზებულ ქვეყნებს მიუახლოვდება, ეგრეთ წოდებული “მართული დემოკრატია” სრულიად საკმარისია. დღეს არ ვართ მზად სრული დემოკრატიისთვის. ეს სახელმწიფოსთვის ისეთივე სამომავლო მიზანია, როგორიც ტერიტორიის გამთლიანება ან ეკონომიკის ფეხზე დაყენება.
დაახლოებით ასე ჟღერს “ძლიერი ხელის” მომხრეთა არგუმენტები. ახლა იმ ადამიანების საპასუხო არგუმენტებს ჩამოგითვლით, რომლებისთვისაც უმთავრეს პრიორიტეტად რჩება დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და რომლებსაც საკმაოდ აშფოთებს მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი პოლიტიკა. მათი აზრით, სახელისუფლო ვერტიკალზე ძალაუფლების კონცენტრაცია სახელმწიფოს გაძლიერებას კი არ ნიშნავს, არამედ, პირიქით, მის დასუსტებას. რადგან მართვაზე აქცენტის გადატანა სამოქალაქო მონაწილეობას გამორიცხავს და შემოქმედებით პროცესს ახშობს. ამასთან, სახელმწიფოს არაეფექტურობის პირველი ნიშანი სწორედ ისაა, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთი პირის - პრეზიდენტის პასუხისმგებლობა ხდება. ეს ბადებს მართვის მონოლოგურ რეჟიმს, როდესაც გარემოცვა ტაშს უკრავს სააკაშვილს, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც დიალოგისთვის არიან განწყობილი, ნელ-ნელა იდევნებიან პრეზიდენტის გარემოცვიდან. ამ რეჟიმში ხელის შემშლელი ხდება ყველა ადამიანი და ინსტიტუტი, რომელსაც აქვს უნარი და სურვილი, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. კონსტიტუციის შეცვლის და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასუსტების შემდეგ, დღეს ვინ შეიძლება დაუპირისპირდეს აღმასრულებელი ვერტიკალის, თუნდაც, საკამათო კურსს და საეჭვო ქცევას? პარლამენტი? - ვერა. სასამართლო ხელისუფლება? - არა. მედია? - აღარ. თვითმმართველობა? - არასოდეს. ოპოზიცია? - ჯერ ვერა. ბიზნესსამყარო? - არამც და არამც. მაშ, სად არის ძალა, რომელიც ხელისუფლების შეცდომებზე ისაუბრებს და ამით მას ქვეყნის მართვაში დაეხმარება? და თუ ასეთი ძალა არ არსებობს, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი ჩვენსავე სამშობლოში?
აი, ასეთი არგუმენტებით ესაუბრებიან ერთმანეთს საზოგადოების რიგითი წევრები. ჯერჯერობით მათი ხმა მხოლოდ “საშინაო” სივრცეში ისმის. ოღონდ მათი დისკუსია ნამდვილად საქვეყნო მნიშვნელობისაა.