პოსტრევოლუციური ვითარების ანალიზი და სამომავლო პერსპექტივები. მაშინ მე გაგაცანით ეს მოხსენება და მისგან გამომდინარე ვერსიებზეც გესაუბრეთ. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ძველ ვერსიებს, რათა მათ ჭრილში უკეთ გავიაზროთ დღევანდელი ვითარება.
დავით დარჩიაშვილის მოხსენება მოიცავდა შიდაპოლიტიკური სიტუაციის ანალიზს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მოხსენებაში ჩამოყალიბებული იყო რევოლუციის სტრუქტურა - ოთხი პოლიტიკური სეგმენტი, ოთხი “მოთამაშე”, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ხელისუფლების ხავერდოვან შეცვლაში.
პირველ რევოლუციურ ფაქტორად, ე.წ. “მოთამაშედ”, დასახელდა სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც მრავალი წელი იღვაწა ადამიანების ცნობიერების გარდასაქმნელად; მეორე ფაქტორად დასახელდა ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რიგითი მოქალაქეების პროტესტი ქმედით კალაპოტში მოაქცია; მესამე ფაქტორად განისაზღვრა მასები, რომლებიც პოლიტიკურ ასპარეზზე 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ გამოვიდნენ და რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ქვეყნის ცხოვრების სცენარი. მეოთხე, ბოლო ფაქტორად დასახელდა კლანები, რომლებიც, თავისი ორგანიზაციული რესურსითურთ, რევოლუციისკენ ბოლო მომენტში გადაიხარნენ.
მოხსენების დასკვნითი ნაწილი სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ითქვა, რომ საქართველოს მომავალს განსაზღვრავს ის რეალობა, თუ ვის დაუახლოვდება დროთა განმავლობაში პრეზიდენტი ამ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, რომელს დაეყრდნობა - სამოქალაქო საზოგადოებას, კლანებს თუ მასებს.
პოსტრევოლუციური ვითარების ამგვარი ხედვა თავისთავად გულისხმობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ არაპროგნოზირებადი ლიდერია; ლიდერი, რომლის იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე მასებს და, ნაწილობრივ, კლანებსაც.
დღეს უკვე შესაძლებელია მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა გზა აირჩია პრეზიდენტმა და ვის ან რას მიანიჭა უპირატესობა.
დავიწყოთ მასებით. ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენლები პირად საუბრებში ხშირად იმეორებენ, რომ ხალხი ბოლომდე ენდობა და მხარს უჭერს პრეზიდენტს. თავად პრეზიდენტიც და მისი გუნდის წევრებიც ხშირად იმგვარად იქცევიან, თითქოს, სრულიად დარწმუნებულნი არიან ამ მხარდაჭერის მაღალ ხარისხში. თუმცა რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყოველდღე ხვდებიან თავისნაირ ადამიანებს, უზიარებენ მათ საკუთარ გასაჭირს და მათგანაც იმასვე ისმენენ, ხელისუფლების მიმართ ხალხის ნდობა მეტ-ნაკლებად სადავო საკითხია. იმის მიუხედავად, ნამდვილად სჯერა თუ არა პრეზიდენტს ხალხის უპირობო მხარდაჭერისა, უდავოა, რომ სააკაშვილს თავის საყრდენად არ აურჩევია მასები და, შესაბამისად, პოპულისტური პოლიტიკა არ გაუტარებია. აქვე აუცილებელია ერთი განმარტება: თუ ცხინვალის რეგიონში ვითარება ისევ გამწვავდება და, როგორც განგვიმარტავენ, რუსეთთან დაპირისპირებამდე მივა, ამ შემთხვევაში უსათუოდ მოწმე გავხდებით ნაციონალიზმის მორიგი ტალღის აღზევებისა, რაც პოპულიზმის ერთ-ერთი ყველაზე მავნე სახეობაა.
აირჩია თუ არა პრეზიდენტმა თავის საყრდენად კლანები? ამ კითხვასაც უარყოფითად უნდა ვუპასუხოთ. ერთი მხრივ, კორუფციული სტრუქტურების რღვევა ნელი და შეუმჩნეველი პროცესია; მაგრამ, მეორე მხრივ, ძველი კლანები წელშია გადატეხილი და არც ახალი კლანებია იმდენად ძლიერი, რომ პრეზიდენტი მათზე დაყრდნობით მართავდეს ქვეყანას.
ეყრდნობა თუ არა პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოებას? რა თქმა უნდა - არ ეყრდნობა. უფრო მეტიც, არასამთავრობო სექტორი უაღრესად დასუსტებულია, მასმედია ლოიალურია ხელისუფლების მიმართ, საგამოძიებო ჟურნალისტიკა მკვდარია და საზოგადოებას ჯერჯერობით დაკარგული აქვს თვითორგანიზაციის უნარი. ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოება არასოდეს ყოფილა იმდენად უსუსური, რამდენადაც ის დღეს არის.
გამოდის, რომ რევოლუციაში მონაწილე ოთხი სეგმენტიდან, ოთხი “მოთამაშიდან” დღეს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს მხოლოდ ერთი: ლიდერი. დანარჩენი სამი - სამოქალაქო საზოგადოება, მასები და კლანები - ამ პროცესიდან გამოთიშულია. გაპრეზიდენტების შემდეგ რევოლუციურმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა შეარჩია სრულიად სხვა საყრდენი: გააძლიერა ძალოვანი უწყებები და მათთან ერთად, ძალისმიერი პოლიტიკით, დაასუსტა რევოლუციური დამსახურების მქონე ყველა სხვა სუბიექტი.
რა შეიძლება იყოს ამგვარი პოლიტიკის შედეგი? ყველაზე მოკლე გზა, ცხადია, ავტორიტარიზმისკენ მიდის. მაგრამ ავტორიტარულ მართვას დიდი და მრავალფეროვანი რესურსი სჭირდება. თუ ეს რესურსი ქვეყანას არ აღმოაჩნდება, მაშინ დარჩება ორი გზა: ან ქაოსი, ან, ბოლოს და ბოლოს, მაინც, დემოკრატია. სხვა გაგრძელება დღევანდელ რეალობას, ალბათ, ვერ ექნება.