თუმცა კი ეს შედეგები აფხაზეთში არძინბას მმართველობის ხანგრძლივ პერიოდს დაასრულებს. რისი დასაწყისი იქნება ეს დასასრული, საკმაოდ ბუნდოვანია. ოდნავ მაინც შეიცვლება თუ არა რამე აფხაზეთში 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ეს იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა არძინბას ოპოზიცია მისი კანდიდატურის დამარცხებას. რეგისტრაცია ჯერჯერობით გავლილი აქვს სამ კანდიდატს: რაულ ხაჯიმბას (ის არძინბამ თავის მემკვიდრედ დაასახელა), სერგეი შამბას და სერგეი ბაღაფშს. კანდიდატთა რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა. მოკლედ, აფხაზეთში გაცხარებული საარჩევნო მზადებაა, თბილისში კი აფხაზეთიდან დევნილ ლეგიტიმურ ხელისუფლებაში დღემდე ვერ გაურკვევიათ, რისთვის არსებობს ეს სტრუქტურა.
3 ოქტომბერს აფხაზეთში მორიგი, ეგრეთ წოდებული, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია, დაუპირისპირებს თუ არა რაიმე ღონისძიებას ამ არჩევნებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მიმოფანტული 300000 აფხაზეთიდან დევნილი. მაშინ, როცა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად ვლადისლავ არძინბას ირჩევდნენ, მათ აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პლებისციტში მიიღეს მონაწილეობა და აჩვენეს, რომ აფხაზეთის მკვიდრთა უმრავლესობა არ ცნობდა ამ არჩევნებს. წელს აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებში სრული ქაოსია. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები ამჟამინდელ თავმჯდომარეს უყენებენ მოთხოვნას, იღონოს რამე იმისთვის, რომ ამ ორგანომ გარკვეული პოლიტიკური ფუნქცია აღიდგინოს.
[გია გვაზავას ხმა] “ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენი ადგილი ვერ მოვნახეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახლა გავხდით სოციალური დახმარების ბიურო - ვიღაცას საავადმყოფოში ვაწვენთ, ვიღაცა ციხიდან გამოგვყავს. ჩვენი მოვალეობა ცოტა სხვაა. “
პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვას აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც უჩიოდნენ, თუმცა, როგორც გია გვაზავა ამბობს, თუ მაშინ, მათი მცდელობების შედეგად, უზენაესი საბჭო ფორმალურად მაინც იღებდა მონაწილეობას აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებულ მოლაპარკებებში, დღეს ესეც დაიკარგა. აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების როლი და ფუნქცია დღეს კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა, ამასობაში კი აფხაზეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ვლადისლავ არძინბას მიერ დასახელებულ კანდიდატურას, რაულ ხაჯიმბას, ჯერჯერობით ორი კონკურეტი უჩანს: სერგეი შამბა და სერგეი ბაღაფში. რეგისტრაცია სწორედ ამ სამ კანდიდატურას აქვს გავლილი. შამბა და ბაღაფში ერთ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ - ამდენად, არძინბას კლანის ინტერესების გამტარებელ ხაჯინბასთან კონკურენციაში კონკურენციას ერთმანეთსაც უწევენ.
რეგისტრაციაგავლილებს შორის რუსეთზე ყველაზე მეტად მიბმულად რაულ ხაჯიმბა მიაჩნიათ.” გამარჯვების შემთხვევაში ის აფხაზეთში აშკარა პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი იქნებაო,” -ფიქრობენ ქართველი ექსპერტები. აფხაზეთში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა ჯერ არ ამოწურულა და, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა “აიტაირას” კანდიდატს ალექსანდრე ანქვაბს რეგისტრაციის გავლაზე უარი უთხრეს, ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, მან რეგისტრაციაში გავლა მოახერხოს. მიუხედავად იმისა, რომ ანქვაბს არძინბა მოღალატედ რაცხავს, ის აფხაზეთში სერიოზული პოპულარობით სარგებლობს. არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იქნება. თუმცა - ვნახოთ.
აფხაზეთში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეებსა და ამ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს საქართველოში აფხაზეთის რუსეთთან მიერთებისა და აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობის მომხრეებად ყოფენ. სწორედ ასეთებად აღიქმებიან ანქვაბი და ბაღაფში, გარკვეულწილად - შამბაც. აქ ფიქრობენ, რომ ამ ხალხს უფრო შეუძლია საქართველოსთან მოლაპარაკებაზე წამოსვლა, უფრო სწორად, ვაჭრობა, იმის გათვალისწინებით, ვისგან უფრო მეტს მიიღებენ - საქართველოსა თუ რუსეთისგან.