ახალი ხელისუფლება ცდილობს, ფუნქცია შეუცვალოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს - განსაკუთრებით, ტელევიზიას. ამ მცდელობის შედეგად, ქართული მედია ნებაყოფლობით ამბობს უარს ხელისუფლების კონტროლზე და საზოგადოებას მუდმივად დადებითად განაწყობს ხელისუფლების მიმართ. რა ხდება მასმედიაში და რით შეიძლება დასრულდეს მისი “გაუვნებელყოფის” მცდელობა?
მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის შემდეგ “ღამის კურიერის” საპატიო სტუმარმა მელორ სტურუამ განაცხადა: ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ ახალ პრეზიდენტსა და მის გუნდზე, მაგრამ ჟურნალისტების საქმე ხელისუფლების ქება არ არის, ეს სხვების საქმეა; ჩვენ კი გვევალება, ხელისუფლებას ყოველთვის კრიტიკული თვალით ვუყუროთო.
ის, რაც დღეს საზოგადოებას მედიის საშუალებით მიეწოდება, ამ რჩევის საპირისპიროა. ჟურნალისტების მუდმივ რესპონდენტებად მთავრობის წევრები გადაიქცნენ, გაზეთის ფურცლებიდან და, განსაკუთრებით, ეთერიდან გაქრა ალტერნატიული და ექსპერტული აზრი, დაიხურა მედიასაშუალებები, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ახალი ხელისუფლების მიმართ. დღეს მედია გაცილებით ერთგვაროვანი - “დავარცხნილი”, უვნებელი და უინტერესოა, ვიდრე ოდესმე. ჟურნალისტებმა დაკარგეს ძველი ფუნქცია და ჯერ ვერ იპოვეს ახალი.
ამით, თითქოს, ყველაფერი ნათქვამია. მაგრამ, სინამდვილეში, ის, რაც ქართულ მედიაში ხდება, მარტივ აღწერას არ ექვემდებარება.
როგორი იყო საზოგადოებისთვის ცნობილი მავანი ჟურნალისტი გასულ წლებში? იგი იყო ელიტის ორგანული ნაწილი, აგრესიული, გავლენიანი, თამამი, თავდაჯერებული - ერთი სიტყვით, “მეოთხე ხელისუფლების ჩინოვნიკი”. ჟურნალისტის ნახვა ხშირად შეიძლებოდა მთავრობის და პარლამენტის წევრების გარემოცვაში, როგორც საქმიან, ისე არაფორმალურ ვითარებაში. ჟურნალისტის გავლენა ჩინოვნიკის გავლენას უტოლდებოდა ან აღემატებოდა კიდეც. მაგალითად, ბევრი ჩინოვნიკი ვერ შეძლებდა, თანამდებობიდან გაეშვა რომელიმე მაღალი რანგის პოლიციელი, ჟურნალისტებს კი ეს შეეძლოთ.
თავად ჟურნალისტებიც საკუთარ თავს “მეოთხე ხელისუფლების ჩინოვნიკებად” აღიქვამდნენ, ოღონდ მათგან ყველაზე წესიერები ცდილობდნენ კეთილი ჩინოვნიკის როლი შეესრულებინათ: დაეჩაგრათ ცუდები და დაეცვათ ისინი, ვინც ცუდებმა დაჩაგრეს.
როგორც ჩანს, პირადად მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ჟურნალისტისთვის “ჩინოვნიკის” ფუნქცია ჩამოერთმია. ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო, რაც განხორციელდა სხვადასხვა ავტორიტარული მეთოდით და, უპირატესად, წნეხით მედიასაშუალების მფლობელებზე. ფაქტია, რომ დღეს ვეღარავინ ბედავს ხელისუფლების საქმეში ჩარევას. გუშინ აგრესიული და თამამი ჟურნალისტები ან აღარ ჩანან, ან საბრალოდ გამოიყურებიან. ჩინოვნიკები კი თავდაჯერებულები და ლაღები გახდნენ.
იმავდროულად, მედიასივრცის ფორმირების პროცესი თავიდან იწყება: სატელევიზიო კაბადონზე, ძველის ნაცვლად, ახალი ვარსკვლავები ჩნდებიან. ეს ბუნებრივია, მაგრამ არაბუნებრივია ახალი ვარსკვლავების ლტოლვა ძველი ფუნქციისკენ. საკუთარ აღქმაში ისინი ჟურნალისტები არც არიან და ამას ხმამაღლა აცხადებენ. მათ სურთ “მეოთხე ხელისუფლების ჩინოვნიკობა” ხალხოსანი პრეზიდენტის ხანაში და ამბობენ, რომ ხალხს ესაუბრებიან მათთვის გასაგებ, მარტივ, “ჯიგრულ” ენაზე. ოღონდ იქვე განმარტავენ: ხალხი მე არ ვარ, ხალხი ისაა, ვინც მე მიყურებს. ჩინოვნიკური ამპარტავნობით იკვებება მათი ფამილარობა და ცინიზმი რესპონდენტების მიმართ, ძალაუფლებასთან ზიარების მუდმივი დემონსტრირება. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ მომაკვდავ ქართულ მედიას სწორედ ეს სეგმენტი აცოცხლებს: ცხადია, საუბარია ტელეკომპანია “202”-ზე. ამ ტელეკომპანიის თანამშრომლები მუშაობენ ბევრს და საზრიანად. მათ კარგი რეიტინგი აქვთ. ოღონდ, თუ ჩვენს ქვეყანას განვითარება უწერია, ისინი, ადრე თუ გვიან, გუშინდელ დღეში აღმოჩნდებიან - ეს მათ თავად აირჩიეს.
როგორი იქნება ქართული მედიის ხვალინდელი დღე? უთუოდ დადებითია ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტს ჩინოვნიკის ფუნქცია ჩამოართვა. უფუნქციოდ დარჩენილ ჟურნალისტებს, თითქოს, სხვა გზა აღარ რჩებათ, გარდა სწორი გზისა: ისინი ჩამოაშორეს ელიტას და ამით უნებლიეთ უბიძგეს ხალხისკენ. ეს ის გზაა, რომელიც თავად სააკაშვილმა გაიარა, როდესაც ელიტას იძულებით მოსწყვიტეს და ხალხისკენ მიმართეს. თუ შოკიდან გამოსული მედიაც საკუთარ ადგილს მოძებნის არა ხალხის პირისპირ, არამედ ხალხის გვერდით, მნიშვნელოვნად გაძლიერდება ხალხიც და მედიაც. ხელისუფლება კი დემოკრატიის წნეხში აღმოჩნდება. შესაბამისად, არსებობს ოპტიმისტური ვერსია: თავისუფალი მედიის “მოთვინიერების” მცდელობა, შესაძლოა, თავად ხელისუფლების “მოთვინიერებით” დასრულდეს.