ვიდრე მეტ თავისუფლებას. ექსპერტები და პოლიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ ახალი კანონი თითოეულ მოქალაქეს და, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, ყველა სხვა კანონზე უკეთ დაიცავს საკუთარი (რაგინდ მწვავე და საჩოთირო) აზრის გამოთქმისას. საერთო შეფასებით, მთავარი სიახლე ისაა, რომ ამიერიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება გამოქვეყნებული მასალის მიმართებას პროფესიულ ეთიკასთან. სიტყვის მეტი თავისუფლების პირობებში, თითოეული მედიასაშუალება და ჟურნალისტი თავად აირჩევს, როგორი ტონალობით გააშუქოს ამბავი: სენსაციური ელფერით, უხეში გამოთქმებით თუ არგუმენტებზე დაყრდნობით. მინდა გესაუბროთ ჟურნალისტური ეთიკის პრობლემებზე.
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ქართული საზოგადოება ენდობა მასმედიას. მაგრამ ეს ფაქტორი თავისთავად არ გულისხმობს, რომ ჟურნალისტები ყოველთვის მყარად იცავენ პროფესიული ეთიკის ნორმებს. იმის მიუხედავად, რომ ეთიკის კოდექსი ფორმალურად არსებობს, ვერა და ვერ მოხერხდა მისი “გაცოცხლება”. მიზეზი კი ის არის, რომ არც ჟურნალისტები და არც მედიასაშუალებების მფლობელები ერთმანეთს არ ენდობიან.
ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რა იციან პრესის და ტელევიზიის მუშაკებმა ერთმანეთის შესახებ ისეთი, რაც მათ შესახებ არ იცის საზოგადოებამ? ამ ცოდნას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “მზერა შიგნიდან”. სწორედ ასეთი მზერის წყალობით, ზოგიერთი ჟურნალისტი არ ენდობა კოლეგებს, ზოგიერთი კი - საკუთარ თავს.
მეტი თავისუფლება ყოველთვის გულისხმობს მეტ პასუხისმგებლობას. არადა, ჟურნალისტის პროფესია თავისთავად არის წინააღმდეგობრივი, ორბუნებოვანი: ერთი მხრივ, ორიენტირებულია განსაკუთრებულ ამბავზე, გამონაკლის შემთხვევაზე, სენსაციაზე; მეორე მხრივ, დაფუძნებულია ნდობაზე, რადგან როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების მხრიდან ნდობის გარეშე ჟურნალისტის საქმიანობა აზრსაც კარგავს და მნიშვნელობასაც.
მილან კუნდერას რომანში “უკვდავება” ერთი ასეთი ეპიზოდია: პერსონაჟი ქალი, ანიესი, ჟურნალის თვალიერებისას წააწყდება საჰაერო აღლუმის დროს მომხდარი ავიაკატასტროფის შემზარავ ფოტოებს. სხვადასხვა ფოტოზე აღბეჭდილი არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად უიმედოდ და უმისამართოდ გარბიან თავის გადასარჩენად და ისინიც, რომლებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს. ფოტოებზე აღბეჭდილია დახრუკული ტანისამოსი, დამწვარი კანი, ადამიანების სხეულიდან ავარდნილი ცეცხლის ალი. და ამ აღწერას მოსდევს მეტად საგულისხმო სტრიქონები “ანიესი ფოტოებს მზერას ვერ სწყვეტდა და თან ფიქრობდა, რა ველური სიხარული შეიპყრობდა ბანალური სანახაობის შემყურე, მოწყენილ ფოტოგრაფს, როდესაც გააცნობიერებდა, რომ, აალებული თვითმფრინავის სახით, მისკენ ციდან იღბალი მოფრინავდა” .
ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტების საქმიანობის მიმართ მეტად სასტიკია, მაგრამ მასში დიდი სიმართლეც არის. ეს სიმართლე - სხვისი უიღბლობის გადაქცევა საკუთარ იღბლად - აძნელებს ნდობის მოპოვებას, რის გარეშეც ნამდვილი წარმატება არ არსებობს. მიხეილ თუმანიშვილის არქივში, გამოუქვეყნებელ მასალებს შორის, არის ვრცელი ფრაგმენტი, რომელიც თეატრის კრიტიკას ეხება და განმარტავს ნდობის მნიშვნელობას კრიტიკოსის, თეატრისა და საზოგადოების ურთიერთობაში. რეჟისორის ოჯახის ნებართვით, გთავაზობთ მცირე ციტატას ამ ფრაგმენტიდან: ”კრიტიკოსის პროფესია გმირულია. სათქმელი უნდა გქონდეს და თქმის გამბედაობაც, რომ არც რედაქტორის ბანალურ შტამპებს დანებდე და ნათქვამ სიმართლეზე პასუხიც აგო; ხოტბა არ შეასხა ისეთ სპექტაკლებს, რომლებიც არავის მოსწონს - მაგრამ, მიზეზთა გამო, საჭიროა მათი ქება - და არც გაანადგურო ისინი, არამედ, გაარჩიო... კრიტიკა, თუ არ ვცდები, თეატრის პროცესების მართვას უნდა უწყობდეს ხელს. მაგრამ ამისათვის საჭიროა, ღრმად ერკვეოდე ამ პროცესებში. კრიტიკოსები თავისიანები უნდა იყვნენ თეატრში, მათ უნდა ენდობოდნენ, ისინი ობიექტურობის შეუბღალავი რეპუტაციით უნდა სარგებლობდნენ; ნამუშევრის გამართვა, კორექტირება სწორედ მათზე სწორებით უნდა ხდებოდეს”.
თეატრალური კრიტიკის - როგორც თეატრსა და საზოგადოებას შორის არსებული მედიუმის - ამგვარი შეფასება ზუსტად მიესადაგება მასმედიასაც. იმისათვის, რომ ჟურნალისტის ნამუშევარი საინტერესოც იყოს და სანდოც, მან უნდა შეძლოს, თუნდაც ვიწრო ბილიკი გაკვალოს სენსაციასა და ნდობას შორის და ამ ბილიკიდან არ გადაუხვიოს. ჟურნალისტური ეთიკის კოდექსიც მაშინ ამოქმედდება, მაშინ “გაცოცხლდება”, როდესაც ამ ბილიკზე დღევანდელივით ერთი-ორი კი არა, ერთი ან ორი ათეული ჟურნალისტი მაინც შეხვდება ერთმანეთს.