ამ პრობლემებს შორის უმთავრესი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
ასლან აბაშიძესთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ბოლოხანს პრეზიდენტის მიმართ ხშირად გაისმის მოწოდებები, რომელთა სულისკვეთება დაახლოებით ასე ჟღერს: "გახსოვდეს აფხაზეთი!" ამ მოწოდებების ავტორები მიხეილ სააკაშვილს შეახსენებენ, რომ აფხაზეთის ომი რკინიგზის გაკონტროლების მშვიდობიანი განზრახვით დაიწყო და დროთა განმავლობაში სახელმწიფოსთვის მოუშუშებელ იარად გადაიქცა. ამიტომ ტელეეკრანიდან და გაზეთის ფურცლებიდან პრეზიდენტს ხშირად აფრთხილებენ, რომ შედარებით უმტკივნეულო გადაწყვეტილებებიც კი, თუ მათი შედეგები ხელისუფლებამ სწორად არ გათვალა, შესაძლოა, აჭარაშიც ტრაგიკულად დასრულდეს.
საფრთხეებზე მინიშნებასთან ერთად, ოპტიმისტური ხედვაც არსებობს. კერძოდ: აჭარაში კონფლიქტის მოგვარება, შესაძლებელია, აფხაზეთისთვის მოდელად ჩამოყალიბდეს. ამგვარად ის ადამიანები ფიქრობენ, რომლებიც აჭარის და აფხაზეთის საკითხს ტერიტორიული მოწყობის ჭრილში ხედავენ და ორივე პრობლემას აღიქვამენ, როგორც კონფლიქტს ცენტრსა და რეგიონს შორის.
თავად მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას დაბეჯითებით სთხოვს, აჭარაში გართულებული ვითარება ვიწრო კონტექსტში განიხილონ და შეაფასონ, როგორც ერთი ადამიანის - ასლან აბაშიძის - პრობლემა.
უმწიფარ სახელმწიფოებში ძნელია იმ ზღვრის გავლება, რომლის იქით ერთი ადამიანის პრობლემა მთელი კუთხის ან ქვეყნის პრობლემად ყალიბდება. ოციოდე წლის წინ საქართველო ქართველების სამშობლოც იყო, აფხაზებისაც და ოსებისაც. ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის შემდეგ კი ის მხოლოდ ქართველების სამშობლოა. მიხეილ სააკაშვილიც, ჯერჯერობით, მხოლოდ ქართველების პრეზიდენტია, მაგრამ მას არ გააჩნია პრობლემები აჭარის მოსახლეობასთან; ამავდროულად, მას პირადი პრობლემები არც აფხაზეთის და ოსეთის მოსახლეობასთან აქვს.
შესაბამისად, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების რეჟიმში, მიხეილ სააკაშვილს უჩნდება შესაძლებლობა, რომ დროთა განმავლობაში, ქართველებთან ერთად, ოსებისა და აფხაზების პრეზიდენტიც გახდეს. მაგრამ როგორც ოსები აღარასოდეს აღიარებდნენ საკუთარ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდიას, ხოლო აფხაზები - ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილსაც შეიძლება შეექმნას პრობლემები აჭარის მოსახლეობასთან, თუკი იგი მათ ერთადერთ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს - მოთხოვნას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების შესახებ.
იმის შემდეგ, რაც ჭარმაგი ედუარდ შევარდნაძე ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა; თანაც, შეცვალა არა როგორც მის მიერ ხელდასხმულმა მემკვიდრემ, არამედ როგორც ხალხის რჩეულმა, - გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ძველი კონფლიქტები, მათ შორის, აფხაზეთის, ოსეთის და, ცხადია, აჭარისაც, ბოლოს და ბოლოს, მკვდარი წერტილიდან დაიძრას.
მიხეილ სააკაშვილმა სამივე პრობლემის მოგვარება რუსეთიდან დაიწყო. თანადგომის სიტყვიერი გარანტია პრეზიდენტ პუტინის მიერ გაცემულია. ოღონდ, როგორც ზურაბ ჟვანიამ განმარტა "ღამის კურიერის" ეთერში, პოლიტიკაში ასპროცენტიანი გარანტიები არ არსებობს. ეს იყო პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად სანდოა რუსეთის ბაზების მხრიდან ჩაურევლობის პირობა. პრემიერ-მინისტრის პასუხმა ბევრი ქართველის ეჭვი დაადასტურა: არ არის სანდო. და რამდენადაც რუსეთის ხელისუფლების ნდობა სარისკოა, იმდენადვე ურისკო, აწონილ ნაბიჯებს ითხოვს საქართველოს მოსახლეობა თავისი ხელისუფლებისგან. ნოემბრის დღეებშიც და ახლაც საზოგადოებრივი დაკვეთა კონფლიქტის, უფრო ზუსტად, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებაა.
საქართველოს ახალ ხელისუფლებას არ ამძიმებს საკუთარი მოქალაქეების სისხლი და წაგებული ომების ტვირთი. ეს მისი მთავარი სიმდიდრეა. მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება არ მოუწყვია. ჯერჯერობით, არ მოუწყვია. ამ სიმდიდრის სწორად შეფასების პირობებში, საქართველოს პირველად უჩნდება ტერიტორიის გამთლიანების რეალური შანსი. ამიტომ პრეზიდენტის გარემოცვის ის წევრები, რომლებიც მას ნებისმიერი გზით, მათ შორის, საეჭვო სპეცოპერაციებით აჭარის პრობლემის უსწრაფეს მოგვარებას ურჩევენ, სწორედ ამ შანსს უქმნიან საფრთხეს. მომავლის საქართველოს ერთადერთი შესაძლო საძირკველი მშვიდობაა; მშვიდობაა ახალი ხელისუფლების ექსკლუზიური უფლებაც და მოვალეობაც.