მინდა გესაუბროთ იმ საფრთხისა და პერსპექტივის შესახებ, რაც ახლავს ზვიად გამსახურდიას ვაჟის - კონსტანტინე გამსახურდიას - შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში.
საფრთხის შესახებ საუბარი, შესაძლოა, ნაადრევი და არაკორექტულიც კი იყოს იმის გათვალისწინებით, რომ კონსტანტინე გამსახურდია სამშობლოში სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მაგრამ იგი, როგორც ახალი პოლიტიკური ლიდერი, როგორც პარტია "თავისუფლების" თავმჯდომარე და ზვიად გამსახურდიას ვაჟი, საკუთარ თავში ბუნებრივად ატარებს გარკვეულ ინფორმაციულ კოდს. ამიტომ შესაძლებელი და აუცილებელიცაა იმ საფრთხისა და პერსპექტივის შეფასება, რაც თავისთავად ახლავს ამ პიროვნების შესაძლო დამკვიდრებას ქართულ პოლიტიკურ ელიტაში.
როდესაც პრესა კონსტანტინე გამსახურდიას ქარიზმატულობის შესახებ საუბრობს, ცხადია, გულისხმობს მისი უშუალო წინაპრების - მამის და ბაბუის ფაქტორს, აგრეთვე, თავად ახალი ლიდერის სავარაუდო უნარს, რომ ემოციურად დამუხტოს ადამიანთა დიდი ჯგუფები.
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ მიმდინარე პოლიტიკური მომენტი გამორიცხავს ახალი ქარიზმატული ლიდერის გამოჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე. "ქარიზმა" ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და "ღვთაებრივ უნარს", "ღვთაებრივ მადლს" ნიშნავს. ქარიზმით მოსილი კი, უხსოვარი დროიდან, ის ადამიანია, რომელიც, ღვთის შეწევნით, საფუძველს უყრის საზოგადოების არსებით, თვისებრივ განახლებას. შესაბამისად, ქარიზმატული შეიძლება ეწოდოს ლიდერს, მათ შორის, პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ღვთაებრივ სამართალთან შესაბამისი ღვაწლით ცვლის და განაახლებს საზოგადოების ცხოვრებას.
საქართველოს უახლეს ისტორიაში სამ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს - აერთიანებს სწორედ ახალი სახელმწიფოს დაფუძნების ამბიცია. თუ გამსახურდიასა და შევარდნაძეს ეს ამბიცია განუხორციელებელი დარჩათ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი საქმიანობა ქვეყნის პირველი პირის რანგში მხოლოდ ორი თვის წინ დაიწყო. ამიტომ, ქარიზმატული ლიდერისთვის განკუთვნილი სივრცე უკვე დაკავებულია: ახალი პრეზიდენტი აშენებს ახალ ქვეყანას და, წინამორბედების მსგავსად, პერიოდულად მიანიშნებს თავისი ფუნქციის შესაბამისობაზე ღვთაებრივ ნებასთან.
ეს ვითარება სულაც არ ნიშნავს, რომ კონსტანტინე გამსახურდია, როგორც პოლიტიკური ლიდერი, განსაკუთრებულ, ყველასგან განსხვავებულ როლს ვერ შეასრულებს ქართულ რეალობაში. მართალია, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ვერ გახდება ქარიზმატული ლიდერი, მაგრამ მას და მხოლოდ მას შეუძლია მითოლოგიური ნაკადის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში. რას მოიტანს ეს პროცესი? მითოლოგია სამყაროს შესახებ არა რეალური, არამედ ილუზორული, ხშირად - ფანტასტიკური წარმოდგენების სისტემაა. მითოლოგიური აზროვნებისთვის დამახასიათებელია მასების ცნობიერებაზე იმგვარი ზემოქმედება, რომ არარსებული აღიქმებოდეს არსებულად, არაცოცხალი ცოცხლად, შეუძლებელი - შესაძლებლად. მითოლოგიური გმირის კულტი მჭიდროდ უკავშირდება გარდაცვალებას, ძვლების და სამარხის ძალას, წმინდა ნაწილების გადმოსვნებას უცხო მხარიდან მშობლიურ მხარეში.
ყველასთვის ცხადია, რომ მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას შეუძლია, საკუთარ თავში გააცოცხლოს ზვიად გამსახურდიას სახე-სიმბოლო, შესაბამისად, არარსებული აქციოს არსებულად და შეძლოს შეუძლებელი. ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება კი ამ პროცესს განსაკუთრებულ ძალას შეჰმატებს.
ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი ჯერ კიდევ განვითარების ბავშვურ ხანაში იმყოფება. სწორედ ამ ნაწილისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს მითი ზვიად და კონსტანტინე გამსახურდიების შესახებ. მაგრამ ამ მითის გასაცოცხლებლად აუცილებელია ორი პირობა. ჯერ ერთი, ამგვარი შედეგით დაინტერესებული უნდა იყოს მავანი გავლენიანი ძალა ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ. მეორეც, კონსტანტინე გამსახურდიამ თავად უნდა შეუწყოს ხელი პოლიტიკის მითოლოგიზაციას. მაგრამ თუ იგი თავის წარმოდგენებს პოლტიკაზე სწრაფად შეუხამებს თანამედროვე ქართულ რეალობებს, თუ მაღალფარდოვან და ბუნდოვან სტილს შეცვლის პრაგმატული და მკაფიო იდეებით, თუ დასჯერდება დამწყები პოლიტიკოსის როლს, - მაშინ მისი პოლიტიკური მომავალი დაკავშირებული იქნება მხოლოდ პერსპექტივებთან და არა საფრთხეებთან.
ედუარდ შევარდნაძის ღვაწლი თავისი ქვეყნის წინაშე ის არის, რომ მან, ზვიად გამსახურდიას მმართველობის შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში შემოიტანა და დაამკვიდრა პრაგმატიზმი. ახალი თაობის ლიდერები - სააკაშვილიც, ჟვანიაც, ბურჯანაძეც და სხვებიც - ამ მხრივ შევარდნაძის მემკვიდრეები არიან. რაციონალური სულისკვეთება ქვეყანაში პროგრესის დამკვიდრების წინაპირობაა. ამიტომ, მრავალი წლის შემდეგ, პოლიტიკაში მითოლოგიური ნაკადის კიდევ ერთხელ შემოტანა არა მხოლოდ უსარგებლო იქნება, არამედ საშიშიც.