ამ ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანების შესახებ. მოტივი რეალურია, ოღონდ ვერ ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ მიიღეს ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ ექსტრემალურ ვითარებაში, მხოლოდ პირადი შეთანხმების საფუძველზე. გარკვეული გარემოებები სახელისუფლო სამეულში გაჩენილ უთანხმოებაზე მიანიშნებს.
ახალი სახელისუფლო პარტიის წარმომადგენლები მასმედიით ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს, არაფერი ექსტრემალური ამ ორი ძალის გაერთიანებაში არ ყოფილა. თუმცა ბევრი კითხვა უპასუხოდ არის დარჩენილი: ჯერ არ არის ცნობილი ახალი პარტიის სახელწოდება, არ არის ცნობილი ნინო ბურჯანაძის დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილების მიმართ და არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევათ ნაციონალური მოძრაობის პარტნიორებს - რესპუბლიკურ პარტიას და ეროვნულ ძალთა გაერთიანებას. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია მოკავშირეები არიან და წააგებს ყველა, ვინც მათ დაუპირისპირდება. რისთვის იყო საჭირო ასე სასწრაფოდ, მოუმზადებლად და მოულოდნელად ძალთა დემონსტრირება?
ამ კითხვის პასუხი უშუალოდ ნინო ბურჯანაძეს უკავშირდება. დასაბუთებული ეჭვის გამოთქმა შეიძლება იმ საკითხზე, თუ რატომ დატოვა მან საქართველო ასევე სასწრაფოდ და მოულოდნელად.
საქმე, ალბათ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება. ძალთა ახალ გადანაწილებაში უსაზღვროდ იზრდება პრეზიდენტის წილი, პარლამენტი კი ფუნქციას კარგავს და მხოლოდ ფორმალურ სახეს ინარჩუნებს. აღმასრულებელი ხელისუფლება მოწადინებულია, ეს ცვლილებები პარლამენტს სასწრაფოდ მიაღებინოს და მინისტრთა კაბინეტი განახლებული კონსტიტუციის საფუძველზე ჩამოაყალიბოს. არადა, კონსტიტუცია პრეზიდენტს ახალი მთავრობის წარდგენისთვის კონკრეტულ ვადას უწესებს - ინაუგურაციიდან ორ კვირას. ასე რომ, პრეზიდენტმა ან ძველი კონსტიტუციით უნდა იმოქმედოს და უახლოეს დღეებში მთავრობა წარუდგინოს პარლამენტს, ან ამავე ვადაში კონსტიტუცია უნდა შეცვალოს და კაბინეტი ჩამოაყალიბოს. აი, ამ ფორსირებულ გადაწყვეტილებას გაემიჯნა ნინო ბურჯანაძე. თავისი წასვლით მან მოუწოდა პრეზიდენტს და სახელმწიფო მინისტრს, რომ ხელი აეღოთ კონსტიტუციის სახელდახელოდ შეცვლის განზრახვაზე.
სახელისუფლო სამეულის ორმა წევრმა სასწრაფო გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ სწორედ ამ კონტექსტში მიიღო. ამით მათ საკუთარი ძალა აჩვენეს ყველას, ვინც კი მათთან შეჭიდებას გადაწყვეტს, პირველ რიგში, ნინო ბურჯანაძეს. პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს კი ისღა რჩება, ან მის მომრევ დათვს "ბაბაია" დაუძახოს, ან კიდევ პარლამენტის ინტერესები ბოლომდე დაიცვას და თავისსავე პარტნიორებს დაუპირისპირდეს. ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც პოლიტიკური ლიდერები არ საუბრობენ.