თავისუფლებისთვის ბრძოლის მანიფესტად. თუმცა ქართველები დღემდე ამაყობენ, რომ ბრეჟნევის "ზასტოის ეპოქაში" საბჭოთა მუსიკოსები სწორედ თბილისში დაუპირისპირდნენ კომუნისტურ რეჟიმს. 1980 წელს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მოეწყო საკავშირო როკ-ფესტივალი "თბილისი-80", რომელმაც კინაღამ შეიწირა რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელობა; საქართველოში საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკიდან ჩამოვიდნენ გრძელთმიანი როკერები, რომელთაც სამშობლოში დევნიდნენ, სიმღერას და დაკვრას უკრძალავდნენ, ქართველებმა კი მათ ქალაქის მთავარი საკონცერტო დარბაზი დაუთმეს. ქართველები ყვირილით, სოლიდარობის გამომხატველი სტვენითა და ოვაციებით შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურ საბჭოთა კულტურას დაუპირისპირდნენ - არა პარტიაზე, არამედ სიყვარულზე მღეროდნენ... მღეროდნენ ინგლისურადაც და ზოგჯერ ბაძავდნენ იმ მუსიკოსებს, რომელთაც პარტია "დამპალი ბურჟუაზიული კულტურის პროპაგანდისტებს" უწოდებდა.
თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში დღეს სულ სხვა ხალხი მღერის და უკრავს. ინგლისურადაც მღერიან, სიყვარულზეც (და უფრო მეტად სიყვარულზეც) მღერიან, მაგრამ ამ მომღერლებს არაფერი აქვთ საერთო 80-იანი წლების როკერებთან. აქამდე მათ გავლენიანი და "ფულიანი ბიძიები" აფინანსებდნენ, ამიტომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, ფერად-ფერადი დეკორაციების ფონზე, ფონოგრამაზე სიმღერა ჩვენი გოგო-ბიჭებისთვის პრობლემა არ იყო. ბოლო დროს ხელისუფლება, მასთან დაახლოებული "ფულიანი ბიძიები" მომღერალ გოგო-ბიჭებს, დიზაინერებს (რომლებმაც, სხვათა შორის, არჩევნებამდე ბლოკ "ახალი საქართველოს" პრეზენტაციის "მხატვრულ გაფორმებაზე" იზრუნეს), მოცეკვავეებს საკუთარი თავის რეკლამისთვის იყენებდა. ამიტომ მინისტრები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პოლიტიკოსები - არცთუ იშვიათად მაშინდელი ოპოზიციაც - ესტრადის პოპულარულ ვარსკვლავებთან მეგობრობდნენ, დროს ერთად ატარებდნენ თბილისის პრესტიჟულ რესტორნებში და ხანდახან დუეტებსაც წერდნენ (ე.ი. მღეროდნენ) სიყვარულზე (ზოგჯერ - რუსულად)... ასე იფურჩქნებოდა კორუფცია ქართულ შოუ-ბიზნესში - კორუფცია, რომელმაც არა მარტო გააკოტრა უამრავი ნიჭიერი მომღერალი, არა მარტო პროვინციალიზმი დაამკვიდრა ქართულ მუსიკაში, არამედ წაართვა მუსიკას თავისუფლებისთვის "მებრძოლის" ის როლი, რომელსაც, თავის დროზე, კომუნისტებიც კი ვერ გაუსწორდნენ.
ნოემბრის მოვლენების დროს ეს მუსიკოსები დროებით გაუჩინარდნენ, მაგრამ ახალ წელს კვლავ გამოჩნდნენ და ამჯერად ახალ ხელისუფლებას დაუმშვენეს გვერდი. საახალწლოდ ქართულმა ტელეარხებმა საუკეთესო საეთერო დრო დაუთმეს მათ დუეტებს. კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ დღევანდელ საქართველოში ყველაზე პოპულარული ხალხი პოლიტიკოსები და ესტრადის ვარსკვლავები არიან... ამიტომ აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენი მომღერლები პოლიტიკაში მოდიან ხოლმე - ორი ხარის ამბავია: ზნესაც იცვლი ასე და ფერსაც.
და მაინც, სწორედ ახალი წლის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ქართული მუსიკალური სამყაროს ბედს დღეიდან მხოლოდ "არტ-იმედის" ვარსკვლავები არ განსაზღვრავენ. არჩევნების წინ რესპუბლიკის მოედანზე კონცერტი გამართეს იმ მუსიკოსებმა, რომლებიც არასდროს მღეროდნენ ფონოგრამაზე და არასდროს უკეკლუციათ ხელისუფლებასთან. "სოფთ ეჯექტისა" და "33 ა"-ს კონცერტზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილ როკს თაყვანისმცემელი არ მოჰკლებია და რომ ხალხს უხარია, როცა მუსიკა "თავისუფლებისთვის ბრძოლის" მანიფესტად ცხადდება ხოლმე.
[მუსიკა. "სოფტ-ეჯექტი"]
შობა-ახალ წელს ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი აღინიშნა: "აჭარა-მიუზიკ ჰოლში" ნინო ქათამაძისა და ანსამბლ "ინსაითის" ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ქათამაძის თაყვანისმცემლებიც კი გაკვირვებულები იყვნენ: ალტერნატიული მუსიკის კონცერტზე - თანაც, ახალი წლის დღეებში, თანაც, ღამის თორმეტ საათზე - ასეთ ანშლაგს "აჭარა-მიუზიკ ჰოლში" არავინ ელოდა.
ჩვენი ოლიგარქები ნინო ქათამაძეს არასდროს აფასებდნენ: ან ასეთი მუსიკა არ მოსწონდათ, ან შეიძლება გრძნობდნენ, რომ ასეთი მომღერლის დამორჩილება ადვილი არ იქნებოდა. "დაუმორჩილებელი", ჭირვეული მუსიკოსები კი, მოგეხსენებათ, არ უყვართ შოუ-ბიზნესის სამყაროში.
მაგრამ, საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში არსებობს დამოუკიდებელი მუსიკოსების ასოციაცია, რომელმაც ნინო ქათამაძე მოიწვია და 21 დეკემბერს მოსკოვში მისი კონცერტი გამართა. კონცერტის შემდეგ ხალხი აცრემლებული გამოვიდა ქუჩაში. მოსკოველმა კრიტიკოსებმა ნინო ქათამაძეს "წლის აღმოჩენა" უწოდეს.
მოსკოვში ჩატარებული კონცერტის წარმატების ამბავმა თბილისშიც ჩამოაღწია... და ამიტომაც შესაძლებელი გახდა ნინო ქათამაძის ახალი ალბომის გამოცემა, მით უმეტეს, რომ გაირკვა - ნინო დიდ ტურნეს ამზადებს, გასტროლებისთვის კი დისკები აუცილებელია.
რაც შეეხება თავად კონცერტს. ერთი შეხედვით, ნინო ქათამაძის შესრულების მანერაში არაფერი შეცვლილა: კვლავ მოვისმინეთ ჯაზის, ფოლკის, როკის ეს თავისებური ნაზავი, ერთგვარი "ბიტ-სტილისტიკა", რომელიც, მოგეხსენებათ, განსაკუთრებული მელოდიურობით გამოირჩევა, ამიტომ აღსაქმელად და საცეკვაოდაც არ არის ძნელი. კვლავ ძალიან კარგად ჟღერდა ბას-გიტარა, კვლავ განსხვავებული იყო მომღერალი თითქმის ყველა კომპოზიციაში, კვლავ ეფექტური იყო მისი ლამაზი "დაბლები", კვლავ გაჩნდა ხან ბიორკის, ხან შადეს, ხანაც ჯოპლინის ასოციაციები.
[მუსიკა]
მუსიკალური კრიტიკოსები ნინო ქათამაძის კომპოზიციებს "ინდი-როკის" სტილს მიაკუთვნებენ. გაგახსენებთ, რომ
"ინდი როკის" სტილი სრულიად განსხვავებული მუსიკის სინთეზზეა აგებული და, ამავე დროს, კომერციული მუსიკის ალტერნატივად ითვლება. "ინდი როკი" ებრძვის თავისი პროდუქციის რეკლამირებას და, როგორც წესი, მხოლოდ თავისი თაყვანისმცემლის იმედი აქვს. ამ თვალსაზრისით, ნინო ქათამაძეს "ინდი-როკის" დაუწერელი კანონები არასდროს დაურღვევია. თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ
"ინდი როკის" პროტესტი ხშირად ან კონფორმიზმით შეცვლილა, ან დეპრესიით, როცა სიტყვამ
"დამოუკიდებელი" ახალი მნიშვნელობა შეიძინა - "დამოუკიდებელი" გახდა "ის, ვინც არავის სჭირდება".
ნინო ქათამაძის ახალმა კონცერტმა გვიჩვენა, რომ იგი სჭირდებათ ამ ქვეყანაში. მით უმეტეს, დღეს... თუმცა დეპრესიის თუ ნევროზის ნიშნები მის შესრულებას მაინც დაეტყო. "ნევროზი", რა თქმა უნდა, შესაძლოა, სტილად იქცეს ამ მომღერლისთვის. მაგრამ ამისათვის საჭიროა ხმის ტექნიკის დემონსტრირებაზე უარის თქმა და ნაკლები კეკლუცობა "უბრალოებითა" და "უშუალობით", რაც, სამწუხაროდ, უკვე დაეტყო ნინო ქათამაძის კონცერტებს.
[ხმა. მუსიკა]
ალტერნატიული მუსიკის სამყაროში ქალები ყოველთვის უფრო აგრესიულებად და დინამიურებად ითვლებოდნენ. თუ ნინო ქათამაძე შეძლებს და მუსიკას, მართლაც, გადააქცევს "თავისუფლების მანიფესტად", მან, შესაძლოა, თაყვანისმცემლების ნაწილი დაკარგოს.... მაგრამ იგი აუცილებლად შეიძენს ახალ თაყვანისმცემლებს - იმ ხალხს, ვისაც დიდი ხანია ჩაქნეული აქვს ხელი ქართულ მუსიკაზე და ისევ 80-იანი წლების დასაწყისს იხსენებს ნოსტალგიით.