Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და დააპატიმრონ


დმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრემიერი და ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და დააპატიმრონ.

"საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა უარი თქვა ეღიარებინა არჩევნების შედეგები და წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, გადატრიალების მოწოდებით. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება", - წერს მედვედევი 28 ოქტომბერს პლატფორმაზე X-ზე.

სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საჭიროებაზე ლაპარაკობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, რომლებმაც იმპიჩმენტის პროცედურებს მიმართეს. ზურაბიშვილს უფლებამოსილება წლის ბოლოს ეწურება.

ამავე დღეს, 28 ოქტომბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოების შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG