Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ უბნების 99,6% დათვალა, „ქართულ ოცნებას“ კი ერთი მანდატი მოემატა


ასე ნაწილდება 13:30 საათის მონაცემებით საპარლამენტო მანდატები.
ასე ნაწილდება 13:30 საათის მონაცემებით საპარლამენტო მანდატები.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 13:30 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. მონაცემები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, თუმცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ საზიანოდ შეიცვალა.

ბარიერგადალახულ პარტიებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 54,09%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 10,92%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,12%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,78%;
  • "გახარია - საქართველოსთვის" - 7,76%.

ამ ხმებით საპარლამენტო მანდატები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება“ - 89;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 17;
  • „ძლიერი საქართველო“ - 14;
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 12.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG