გადასახადების ლიბერალიზაციასაც დაიწყებდნენ. ამ ინიციატივის განსახორციელებლად ახალმა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა რამდენიმე საგადასახადო ცვლილება მოამზადა და საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დასამტკიცებლად. წინასაახალწლოდ საგანგებო სესიაზე შეკრებილმა პარლამენტარებმა ხანგრძლივი განხილვისა და დებატების გარეშე მიიღეს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ცვლილებები. რას ითვალისწინებს ეს ცვლილებები?
2003 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების წინასაახალწლო განწყობის პირობებში მიღებული საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებათა მიხედვით, 2004 წლის 1 იანვრიდან აღდგა 4 ადგილობრივი გადასახადი. ესენია: საკურორტო გადასახადი, სასტუმროს გადასახადი, გადასახადი რეკლამაზე და გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებაზე. 2003 წლის 26 აგვისტოს იმავე საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ამ გადასახადებს 2004 წლის იანვრიდან უნდა შეეწყვიტა არსებობა. ეს მაშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად გაკეთდა, რადგან აღნიშნული გადასახადები არარენტაბელურად იყო მიჩნეული..
[ნიკო ორველაშვილის ხმა] "მოკლედ, ჩვენ მოვისმინეთ ახალი მთავრობის მხრიდან სრულიად სხვა დაპირება და რეალური შედეგი, რომელიც მივიღეთ, ეს გახლავთ ის, რომ 31 დეკემბერს, დღის ბოლოს, როდესაც ჩვენ, ალბათ, უკვე გოზინაყს ვამზადებდით, პარლამენტში - ღმერთმა ნუ იცის, რამდენმა დეპუტატმა - მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 1 იანვრიდან ხელახლა აღდგეს ის 4 უმაქნისი გაუქმებული გადასახადი."(სტილი დაცულია)
ეკონომიკის ექსპერტმა ნიკო ორველაშვილმა ამ განცხადებას ისიც დაამატა, რომ ამით ფინანსთა სამინისტრომ მეწარმეებს ხაფანგი დაუგო, რითაც, ბიუჯეტის ნაცვლად, მხოლოდ არაკეთილსინდისიერი საგადასახადო ინსპექტორები თუ ისარგებლებენ.
თუ რატომ გადადგა ფინანსთა სამინისტრომ ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სავალუტო ფონდის მოთხოვნათა და საკუთარ დაპირებათა საწინააღმდეგო ნაბიჯი, ამის კომენტირება ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს ვთხოვე. მინისტრმა სატელეფონო ინტერვიუზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ, ინტერვიუზე დაგვთანხმდა ფინანსთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი ნოდარ ხადური. იგი საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის მომლოდინე ბიზნესმენებს, აი, ასე აიმედებს:
[ნოდარ ხადურის ხმა] "ბიზნესის განვითარებას ეს გადასახადები, შეიძლება ითქვას, ხელს არ შეუშლიან, იმიტომ რომ ეს სპეციფიკური გადასახადია და მხოლოდ, დავუშვათ, ის პირები იხდიან, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებულნი და, რაც მთავარია, არცთუ ისე დიდია ეს გადასახადი."(სტილი დაცულია)
ნოდარ ხადურის განცხადებით, აღნიშნული 4 გადასახადის შენარჩუნებას მაჟორიტარი დეპუტატებიც მოითხოვდნენ. მათ შორის აქტიურობდა ბორჯომის მაჟორიტარი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნოდარ გრიგალაშვილი.
ექსპერტთა შეფასებით, ნოდარ გრიგალაშვილის აზრის გათვალისწინებასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებაც მართებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რიჩარდ ბაუჩერის განცხადებით, საქართველოსთვის ფინანსური დახმარება სავალუტო ფონდთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.