ახლა გაჩნდა საფრთხე, რომ ერთი უალტერნატივო სახელისუფლო პარტია მეორე, ასევე უალტერნატივო სახელისუფლო პარტიამ ჩაანაცვლოს.
მოქალაქეთა კავშირის შექმნის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც მეტად ძლიერდებოდა სახელისუფლო პარტია, მით მეტად სუსტდებოდა ოპოზიცია. პოლიტიკაში პირველი ძვრები მაშინ დაიწყო, როდესაც ლეიბორისტულმა პარტიამ მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი მიიმხრო, ხოლო მოქალაქეთა კავშირს საფუძველი მოერყა. მაღალი საპარლამენტო ბარიერის მიუხედავად, 1999 წლიდან დაიწყო ახალი პარტიების ჩამოყალიბება და 2003 წლამდე პოლიტიკური სპექტრი იმდენად შეივსო, რომ თითქმის ყველა გემოვნების მოქალაქეს რეალური არჩევანი გაუჩნდა. ჯერ შეიქმნა მრეწველთა პარტია, შემდეგ - ახლების, შემდეგ - ნაციონალების და, ბოლოს, დემოკრატების.
ბოლო ორ წელიწადში სახელისუფლო პარტიის პოზიციები იმდენად შესუსტდა, რომ პარლამენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა მოიპოვა "აღორძინების" მხარდაჭერამ. ხელისუფლება და ოპოზიცია ცალ-ცალკე ბანაკებად დაჯგუფდა და ვისაც მხარს აჭარის დეპუტაცია დაუჭერდა, საკითხიც იმის სასარგებლოდ წყდებოდა.
2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ 7% ბარიერის გადალახვა შეეძლო შვიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას: ნაციონალურ მოძრაობას, ლეიბორისტულ პარტიას, "ბურჯანაძე-დემოკრატებს", "აღორძინებას", "ახლებს", "მრეწველებს" და მოქალაქეთა კავშირს. ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად, პირველად ჩამოყალიბდა პოლიტიკური სპექტრი, რაც უაღრესად დადებით მოვლენად შეფასდა.
2 ნოემბერს და შემდეგ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი ყირამალა დააყენა: მეამბოხე ოპოზიცია გახდა ხელისუფლება, ხელისუფლებამ პირწმინდად დატოვა ასპარეზი, დანარჩენი პარტიები კი პოლიტიკურად გაკოტრდნენ.
რა პროცესებს უნდა ველოდოთ სამომავლოდ? შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინოს იმ ფაქტორმა, თუ როდის დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ კითხვაზე ორი პასუხი არსებობს. პირველი ვერსიის მიხედვით, არჩევნები თებერვალში ჩატარდება, მეორე ვერსია კი არჩევნების გადადებას ხუთი ან ექვსი თვით ვარაუდობს.
თუ არჩევნები თებერვალში დაინიშნა, შესაძლო შედეგზე დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი სახელისუფლო ბლოკის გარდა, ვერც ერთი პარტია, "აღორძინების" ჩათვლით, ბარიერს ვერ გადალახავს. ამ შემთხვევაში, ისეთ პარლამენტს მივიღებთ, როგორიც შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა. იმის გამო, რომ წარმოუდგენელია, როგორ უნდა იმუშაოს დემოკრატიული ქვეყნის ერთპარტიულმა პარლამენტმა, მოგვიხდება ნათლად წარმოვიდგინოთ, როგორ გააყალბებს ხელისუფლება არჩევნებს მისთვის სასურველი ოპოზიციის სასარგებლოდ. ამ კონტექსტში, შესაძლოა, თავისი ადგილი იპოვოს ეროვნულ-დემოკრატებისა და ტრადიციონალისტების ახალმა გაერთიანებამ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის ამგვარ მოდელს შესანიშნავად ვიცნობთ მოქალაქეთა კავშირისა და "აღორძინების" მაგალითზე. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არჩევნების თებერვალში ჩატარება საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს.
რა შეიძლება შეიცვალოს ზაფხულამდე? პირველ რიგში ის, რომ "ვარდების რევოლუციით" დათრგუნული პარტიები ცოტას დაისვენებენ, წელში გაიმართებიან და ხელისუფლებას კვალში ჩაუდგებიან. თუ მათი კრიტიკა იქნება სამართლიანი და დამაჯერებელი, ისინი სწრაფად შემოიკრებენ მომხრეებს. ოღონდ, ჯერჯერობით, ძნელი ამოსაცნობია, რომელ პარტიას გაუჩნდება სხვებზე მეტი შანსი: მემარცხენეს თუ მემარჯვენეს, ხალხოსნურს თუ ინტელიგენტურს.
არსებობს კიდევ ერთი გაგრძელება, რომელიც, პოლიტიკური ლოგიკის თვალსაზრისით და ადამიანური ბუნების გათვალისწინებით, ყველაზე რეალურად გამოიყურება. შესაძლებელია, რამდენიმე თვეში სერიოზული ბზარი გაჩნდეს თავად ნაციონალებსა და დემოკრატებს შორის. ეს კი ნიშნავს, რომ დემოკრატებს ოპოზიციურ ნაპირზე მოუწევთ გადაბარგება და ყოფილი პარტნიორების წინააღმდეგ მწვავე პოლიტიკური ბრძოლა. ეს საკმაოდ ოპტიმისტური ვერსიაა იმ თვალსაზრისით, რომ თუ ხელისუფლება ნორმალური აღმოჩნდება, იგი ნორმალურ ოპოზიციას წარმოშობს. მახინჯი ხელისუფლება კი მახინჯ ოპოზიციას შეაკოწიწებს და მის დასამკვიდრებლად ასევე მახინჯ მეთოდებს გამოიყენებს.
თუ ნაციონალებსა და "ბურჯანაძე-დემოკრატებს" შორის კონფლიქტი ახლო მომავალში მოხდება, ეს დააბნევს და გააღიზიანებს საზოგადოებას. ცოტა უფრო შორეულ მომავალში კი ამ ორი ძალის გათიშვა, შესაძლოა, სრულიად ლოგიკური და კულტურული პოლიტიკური ნაბიჯი აღმოჩნდეს. სხვა შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენია, ვის და რას დავინახავთ ქართულ პოლიტიკაში სამი ან ხუთი წლის შემდეგ.