ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის წესის ახლებურად ჩამოყალიბებას. რა არის საჭირო ძველი ჩანაფიქრის ამჟამად განსახორციელებლად და რას მოუტანს ქვეყანას საკონსტიტუციო ცვილილებები?
თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული მართვის სამი მოდელი არსებობს: საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო რესპუბლიკა და ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელიც პირველი ორის ნაზავია.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველო, ფაქტობრივად, ყოველთვის იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელშიც ძალაუფლება და პასუხისმგებლობა მთლიანად ერთ პოლიტიკურ ფიგურას უკავშირდებოდა. ის ცვლილებები, რომლებსაც ედუარდ შევარდნაძისგან მისივე გუნდის წევრები 1998 წლიდან ითხოვდნენ, გულისხმობდა გუნდური პასუხისმგებლობის მინისტრთა კაბინეტის შექმნას და პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას, ესე იგი, საპრეზიდენტო მოდელის გადაწყობას ნახევრად საპრეზიდენტო თარგზე.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობა, - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის გამოკლებით, - საქართველოს მსგავსად, საპრეზიდენტო რესპუბლიკებია. ეს მოდელი საშუალებას იძლევა, ძალაუფლებამ ერთი პიროვნების ხელში მოიყაროს თავი, მართვაში საჯარო პოლიტიკის წილი შემცირდეს და პასუხისმგებლობის მექანიზმი მთლიანად ან ნაწილობრივ მოიშალოს.
საქართველოში და სხვაგანაც სწორედ საპრეზიდენტო მოდელმა გამოიწვია პარტიული ცხოვრების ჩაკვდომა და ოპოზიციის დაჩაჩანაკება. "ვარდების რევოლუცია" სხვა ქვეყნებისთვის მაგალითია, უმთავრესად, იმ თვალსაზრისით, რომ ქართველებმა პირველებმა მოახერხეს მრავალწლიანი ინერციის დაძლევა და ხელისუფლებაზე ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბება (სხვათა შორის, ისევ სახელისუფლო წიაღიდან, რადგან სხვა რამ წიაღი არც არსებობდა).
როდესაც ახალმა ხელისუფლებამ საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად წარადგინა, იქვე დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახდება. ეს ნიშნავს გუნდურ ძალაუფლებას და პასუხისმგებლობას, რაც ქართული სახელმწიფოსთვის უპრეცედენტო სიახლეა.
დღეს მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი ქვეყნის მართვასა და საკადრო პოლიტიკაში არ ერევა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი სახელისუფლო სამეულს დიდი გამოცდა ელის: რამდენად ზუსტად ჩამოაყალიბებენ და გამიჯნავენ ისინი ერთმანეთს შორის ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის საზღვრებს. რაკიღა სააკაშვილი მეტი ნდობით სარგებლობს, შესაბამისად, მისი პასუხიმგებლობის ხარისხიც სხვებთან შედარებით მაღალია. სწორედ ასეთ დროს ჩნდება ხოლმე ძალაუფლების მისაკუთრების სურვილი. და, აი, რატომ:
საფიქრებელია, რომ გუნდური მართვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა კორუფციის თემა იქნება. ძველი სისტემა ან უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს, ან საფუძვლიანად უნდა გარდაიქმნას. პირველ შემთხვევაში, დაიწყება კორუფციასთან ენერგიული და დაუნდობელი ბრძოლა, რასაც მოსახლეობა მალე იგრძნობს. მეორე შემთხვევაში კი, შენარჩუნდება ძველი სისტემა და, პირველ ეტაპზე, ბრძოლა დაიწყება მხოლოდ მის ზოგიერთ კომპონენტთან, რასაც მოსახლეობა ვერ დაინახავს. საზოგადოების წარმოდგენის და მოლოდინის თანახმად, სააკაშვილმა პირველი გზა უნდა აირჩიოს. სხვებთან შედარებით უპირატესობა მას სწორედ შეუპოვრობის ნიშნით მიანიჭეს. მაგრამ ჟვანია - მომავალი პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური - თავისი ბუნებით რევოლუციონერი არ არის, რეფორმატორია. თანაც, როგორც წესი, პრეზიდენტის მიმართ ნდობის კრედიტი გაცილებით აღემატება პრემიერ-მინისტრის მიმართ მოთმინებას. ამიტომ ჟვანიას მოუწევს ან საკუთარი ბუნების წინააღმდეგ იმოქმედოს და სააკაშვილის პოლიტიკურ რიტმზე "გადაეწყოს", ან, ადრე თუ გვიან, ოპოზიციაში გადაბარგდეს. მეორე პრობლემა ის არის, რამდენად მკაფიო წარმოდგენა აქვს ახალ ხელისუფლებას, გნებავთ, გუნდურად და, გნებავთ, ინდივიდუალურად, თუ როგორ უნდა აშენდეს სახელმწიფო; როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ, თუკი ერთ მშვენიერ დღეს კორუფციის ძირითადი არხები გადაიკეტება; არის თუ არა შესაძლებელი, რომ დიდმა ჩინოვნიკებმა ქრთამი არც აიღონ და არც გაიღონ? და საერთოდ, ქაოსი ხომ არ გვემუქრება? ეს კითხვები სერიოზულ გამოწვევად აღიქმება თავისთავადაც და, განსაკუთრებით, მყიფე გუნდური პასუხისმგებლობის ფონზე.