მაგრამ რა იგულისხმებოდა ამ უარყოფაში: ის, რომ ხალხი პროტესტის ნიშნად ქუჩაში არ გამოვიდოდა, თუ ის, რომ საქართველოში სისხლი არ დაიღვრებოდა? ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი ხელისუფლებამ მხოლოდ არჩევნების შემდგომ დღეებში მიიღო.
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და სახელისუფლო ბლოკის ლიდერებს ორი არგუმენტი უმყარებდა საფუძველს იმისათვის, რომ მათ სახალხო პროტესტის შიში და მოლოდინი არ ჰქონოდათ.
პირველი ფაქტორი ის იყო, რომ ოპოზიციის მხრიდან ხალხის ქუჩაში გამოყვანის მცდელობა ბოლოხანს, როგორც წესი, წარუმატებლად სრულდებოდა. მაშინაც კი, როდესაც დროებით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ხელიხელჩაკიდებულმა გამოიარეს რუსთაველის გამზირი, საზოგადოება ამ ფაქტს მხოლოდ შორიდან მიესალმა. ბუნებრივია, ხელისუფლება ფიქრობდა და იმედოვნებდა, რომ ხალხი არ ენდობოდა არც ერთ პოლიტიკოსს.
სახელისუფლო მზერით, მომავლის იმედიანი აღქმა, ალბათ, კიდევ ერთ ფაქტორს ეფუძნებოდა. ამომრჩეველთა დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ოპოზიციამ გაერთიანება ვერ შეძლო. ამის გამო, საპარლამენტო არჩევნებში გამოიკვეთა ორი ლიდერი - ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი. ეს ფაქტი სამთავრობო ბანაკისთვის მეტად ხელსაყრელ ვითარებას ქმნიდა. ოპოზიციის დანაწევრება მოსახლეობის დაყოფასაც იწვევდა და სამოქმედოდ გარკვეულ დროს უთავისუფლებდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას.
გასათვალისწინებელია, რომ ბაქოში სახალხო პროტესტი დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ესე იგი, მაშინ, როდესაც წერტილი დაესვა იმ ადამიანების იმედებს, რომლებიც ჰეიდარ ალიევის პოლიტიკიდან წასვლას ქვეყანაში სერიოზულ ცვლილებებს უკავშირებდნენ. საქართველოში კი, ვიდრე ედუარდ შევარდნაძე საპრეზიდენტო პოსტზე რჩებოდა და ოპოზიცია მას ერთი, რეალურად ალტერნატიული ლიდერით ვერ უპირისპირდებოდა, საჯარო პროტესტის ორგანიზება მოსალოდნელი არ იყო. გაერთიანებაზე უარის თქმით, ოპოზიციამ აღიარა, რომ მას კიდევ სჭირდებოდა დრო ჩამოსაყალიბებლად და ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.
როგორც ჩანს, სწორედ ამ ორ ფაქტორზე დაყრდნობით, სახელისუფლო ბლოკმა გადაწყვიტა, მტკიცედ ემოქმედა და არჩევნების პროცესიდან მიეღო არა მხოლოდ მორიგი გამარჯვება, არამედ ის საფუძველი, რომელზეც თავის მომავალს დააშენებდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩამოეშორებინა ოპოზიცია და საკუთარი კანდიდატისთვის გაეთავისუფლებინა 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მიმავალი გზა. ესე იგი, რამდენიმე ათეული ადამიანი შეეცადა, ძალით მიეღო ის, რაც მისთვის ხალხს ნებაყოფლობით არ მიუცია.
რას მოუტანდა ხელისუფლებას სახალხო ამბოხის თავიდან აცილება? თუ პრეზიდენტი აღიარებდა არჩევნების რეალურ შედეგებს, საფიქრებელია, რომ იგი ხალხთან დაპირისპირებას გადაურჩებოდა, მაგრამ ვერ ასცდებოდა პოლიტიკური ასპარეზის დათმობას ოპოზიციისთვის. ეს ისევ და ისევ ნიშნავდა ოპოზიციის გადამწყვეტ გამარჯვებას, რომელიც საბოლოო სახეს მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა. ასე რომ, როდესაც სამთავრობო ბლოკი, ფაქტობრივად, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაება ოპოზიციურ ბანაკთან, მას დასაკარგი უკვე აღარაფერი ჰქონდა.
რატომ აღმოჩნდა არასწორი ხელისუფლების პოლიტიკური გათვლა?
მთავარი შეცდომა ის იყო, რომ საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდა გაცილებით უფრო მომზადებული ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების შესაცვლელად, ვიდრე სამთავრობო ბლოკი და ოპოზიცია ერთად. ამას წინასწარ ვერავინ წარმოიდგენდა. ის ადამიანები, რომლებმაც რიგითი ქართული ოჯახები წლების განმავლობაში ლუკმა-პურის, ინფორმაციის, სინათლის და, ზოგადად, სახელმწიფოს გარეშე დატოვეს, ნამდვილად ვერ იფიქრებდნენ, რომ გაჭირვებული და დათრგუნული ხალხი ოპოზიციას ძალით გადაადგმევინებდა იმ ნაბიჯებს, რაც მან თავად ვერ შეძლო. ხელისუფლება ვერ იფიქრებდა, რომ ხალხი გააერთიანებდა ოპოზიციას, რაკი ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად ხალხის გასაერთიანებლად; რომ ხალხი თავად დაასახელებდა ედუარდ შევარდნაძის ალტერნატიულ ლიდერს, რაკი ეს ვერ შეძლეს პოლიტიკოსებმა.
იმის მიუხედავად, რომ დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკები რადიკალურად იყვნენ განწყობილი, მოვლენების განვითარება არა მათმა ურთიერთობამ, არამედ სრულიად სხვა ფაქტორმა განსაზღვრა. ყოფილი ხელისუფლება და პირადად ედუარდ შევარდნაძე წლების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ უპირისპირდებოდნენ და ებრძოდნენ ოპოზიციას, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ უპირისპირდებოდნენ და ებრძოდნენ საქართველოს მოსახლეობას. შესაბამისად, ხელისუფლება გაწირა არა ოპოზიციამ, არამედ - ხალხმა. ედუარდ შევარდნაძე არა ოპოზიციასთან, არამედ თავის ხალხთან გამოცხადებულ მრავალწლიან ომში დამარცხდა.