საუბრობენ გარე ძალების როლზე საქართველოს შიდა პრობლემების გადაჭრაში. შეერთებული შტატების ინტერესი არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების მიმართ აშკარაა, თუმცა, როგორც სულ ცოტა ხანში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, მეტი სიზუსტის შეტანას თავის ოფიციალურ პოზიციაში შეერთებულ შტატებს ჯერ არ სურს.
გთავაზობთ ინტერვიუს რობერტ ჰანტერთან, რომელიც 1993-98 წლებში, ანუ ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში ნატოში შეერთებული შტატების ელჩი გახლდათ. ის გახლავთ აგრეთვე ნატოს პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის თანაავტორი. დღეს რობერტ ჰანტერი "რანდის" კორპორაციის უფროსი მრჩეველი გახლავთ. "რანდი" იშიფრება, როგორც "კვლევა და განვითარება". ეს ინსტიტუტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა და პოლიტიკური კვლევის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. რობერტ ჰანტერი "რანდში" ხელმძღვანელობს პროექტს, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფორმას ითვალისწინებს. თუმცა, დღეს მასთან საუბარი ამ პროექტს არ შეეხება. პირველი შეკითხვა ე.წ. "ორი ამერიკის" არსებობის შესაძლებლობას შეეხებოდა, რაზეც რობერტ ჰანტერმა განაცხადა:
რობერტ ჰანტერი:
შეერთებული შტატების პოზიცია, რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული მთელი მთავრობის, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მიერ, მდგომარეობს იმაში, რომ პირველი - საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მეორე - იქ დემოკრატიის განვითარება მნიშვნელოვანია როგორც თავად საქართველოსთვის, ასევე გარე სამყაროსთვის და მესამე - შეერთებულ შტატებს სურს გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ქართველებმა შეძლონ დემოკრატიული ქვეყნის შექმნა. ასე რომ, არა მგონია ამ საკითხებში მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა იყოს. რადგან აქ ლაპარაკია პროცესის სწორად წარმართვის ხელშეწყობის სურვილზე.
ნინო გელაშვილი:
ზოგიერთი მიმომხილველი ამბობს, რომ დასავლეთმა მიატოვა შევარდნაძე და აღარ უჭერს მას მხარს, რაც ზრდის და უფრო ძლიერს ხდის რუსეთის როლს საქართველოში. როგორ ფიქრობთ, შეერთებული შტატები მართლაც რომ აღარ უჭერდეს მხარს შევარდნაძეს ისე აქტიურად, როგორც ამას ადრე აკეთებდა, მისი ინტერესი ქვეყნის მიმართაც შესუსტდა? თუ შეიძლება პასუხისას ყურადღება გაამახვილოთ შეერთებული შტატებისა და რუსეთის კონფლიქტურ, ან იქნებ არც თუ კონფლიქტურ, ეს თავად განსაჯეთ, ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში.
რ.ჰ.
კეთილი. შეერთებულ შტატებს სურს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც შეერთებული შტატები რუსეთთან დაპირისპირების ჭრილში არ განიხილავს. შეიძლება სხვები ხედავენ ამას ასე, მაგრამ ეს არ არის შეერთებული შტატების პოზიცია. როცა საქმე საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ეხება, შეერთებულ შტატებში ღრმად სწამთ, რომ ამის ხელშეწყობა შეიძლება საქართველოს ინტეგრაციით დასავლეთის ინსტიტუტებში, იმავე ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროგრამაში ჩართვით და აგრეთვე თავად საქართველოში დემოკრატიული სისტემის განვითარებით, კორუფციის დაძლევით, ეკონომიკური რეფორმისთვის საფუძვლის შექმნით და მსგავსი პროცესებით. აქ არ არის ლაპარაკი შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ლიდერის არჩევაზე. ეს საქართველოს მოქალაქეთა საქმეა. პრეზიდენტ შევარდნაძეს რაც შეეხება, მას აქვს ვადა, რომელიც იწურება 2005 წლის აპრილისთვის. შეერთებული შტატები კი კვლავაც ნათლად გამოხატავს საკუთარ პოზიციას, რომ დემოკრატიული პროცესი საქართველოში ყველას და უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებშია.
ნ.გ.
როცა საქართველოში მედია, ან პოლიტიკოსები ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ შეერთებული შტატების პოზიციაზე საუბრობენ, ეფუძნებიან ძირითადად ერთი პირის - საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის გამონათქვამებს. თავდაპირველად მან გამოთქვა დიდი დაინტერესება ბიულეტენების სრულყოფილად და ზუსტად დათვლის მიმართ, მოგვიანებით კი ვითარების მშვიდობიანად წარმართვის სურვილით გამოვიდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ შექმნილ მდგომარეობაში საქართველოში შეერთებული შტატების უფრო გამოკვეთილ პოზიციას ელიან. როგორ გგონიათ, შტატები გამოხატავს ასეთ პოზიციას და რამდენად სწრაფად შეიძლება ეს მოხდეს?
რ.ჰ.
ის, რასაც ელჩ მაილსზე მეუბნებით, მე აბსოლუტურად დამაჯერებლად მეჩვენება. ის ლაპარაკობს შეერთებული შტატების მთავრობის სახელით. ის არის ძალიან ჭკვიანი და აღიარებული პიროვნება. და მეც მის ნათქვამს გავყვები: ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს წინსვლისთვის (ყოველ შემთხვევაში გარეშე კაცის თვალში მაინც) საჭიროა ეფექტიანი არჩევნების ჩატარება, დემოკრატიისკენ სვლა და ამ ყველაფრის მშვიდობიანად წარმართვა. ამაში არის აზრი. პირადად ჩემზე საქართველოში ვიზიტისას დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრესის თავისუფლების ხარისხმა, რაც არ არის ასე ყველა ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში. ასე რომ, მე მოვუსმენდი იმას, რასაც ელჩი მაილსი ამბობს, ყურს დავუგდებდი მას.
ნ.გ.
გმადლობთ. ბატონო ელჩო, თქვენ შეიძლება ცოტათი გაგაბრაზოთ კიდეც ჩემმა მორიგმა შეკითხვამ: მაინც რა არის შეერთებული შტატების პრიორიტეტი სამხრეთი კავკასიის რეგიონში - სტაბილურობა, თუ დემოკრატია? მე მესმის ეს ცნებათა ცუდი შეპირისპირებაა, მაგრამ რეალობა მაიძულებს გკითხოთ.
რ.ჰ.
ჩვენ დიდი ხანია გვწამს, დაწყებული მარშალის გეგმითა და ნატოთი დასავლეთ ევროპაში, მოგვიანებით პარტნიორობისა და მშვიდობის პროგრამით ცენტრალურ ევროპაში, ბალკანეთში და ახლა კი კავკასიაში კონფლიქტების აღკვეთისთვის ბრძოლით, რომ დემოკრატია და სტაბილურობა ერთი და იგივე რამ არის. რაც ნიშნავს, რომ თუკი გინდა სტაბილურობა, უნდა განავითარო დემოკრატია და თუკი შენ გაქვს სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე, ის ხანმოკლე იქნება. ასე რომ, ეს ერთი და იგივე რამ არის. რამდენადაც მე მესმის, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია არავითარი განზრახვა, ან სურვილი წავიდეს იმ დროში, როცა ჩვენ შეიძლება მხარი დაგვეჭირა მთავრობისთვის, რომელიც უზრუნველყოფდა სტაბილურობას და მიგვეჩნია, რომ ის დემოკრატიას უწყობდა ხელს. ასე რომ, მე მივესალმები საქართველოში იმათ, ვინც დემოკრატიის მიმართულებით მუშაობს და ვიმედოვნებ და ღმერთს შევთხოვ, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ.
ნ.გ.
დიდი მადლობა ბატონო ელჩო.