ხოლო პოლიტიკოსები, მედიის მეშვეობით, ესაუბრებოდნენ საქართველოს მოსახლეობას. უეჭველია, რომ სწორედ პრესამ, რადიომ და ტელევიზიამ მისცა საშუალება ამომრჩეველს, უკეთ გაეცნო და ამოეცნო ხელისუფლებაში მოსვლის მსურველები.
მაგრამ არის ერთი პრობლემა, რომლის დაძლევა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ვერ შეძლეს. ეს მარცხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.
მთავარი, რაც ნებისმიერ საზოგადოებას დემოკრატიული არჩევნების წინ სჭირდება, უზოგადეს ღირებულებებზე შეთანხმებაა. ამის გარეშე შავი, თეთრი და ნაცრისფერი; კარგი, ცუდი და საშუალო; წესიერი და უწესო; საქმიანი და უსაქმური; ნიჭიერი და უნიჭო; წიგნიერი და უწიგნური; წარსულზე მიჯაჭვული და მომავლისთვის მებრძოლი - ყველა ერთმანეთის მსგავსია და ერთნაირად მისაღებია ან, უფრო ხშირად, ერთნაირად მიუღებელია.
მედია ერთ-ერთი ის ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება ზოგად ღირებულებებზე თანხმდება. ჟურნალისტთა კორპუსი, რომლის მოვალეობაც პოლიტიკურ თუ სხვა პროცესებში ჩაურევლობა და დაპირისპირებულ მხარეებს მიღმა დგომაა, იმავდროულად, მოწოდებულია, იყოს სამართლიანი და პროგრესული. რამდენადაც ცუდია რომელიმე პარტიის მიმართ ჟურნალისტის მიკერძოება, იმდენადვე ცუდია მუდმივად საზოგადოებრივ არენაზე მყოფი პირის საქმიანობა, თუკი იგი გულგრილია საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებების მიმართ.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ქართველმა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს რაიმე ღირებულების გარშემო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. ის, რაც ეჭვმიუტანელ სიმართლედ მიაჩნდა ერთ საინფორმაციო პროგრამას, სრულიად დაუჯერებელი იყო მეორისთვის; ის, რაც საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიაჩნდა ერთ გაზეთს, დამღუპველად ეჩვენებოდა მეორეს. ის, ვისაც "არქიფო სეთური" უწოდა ერთმა ჟურნალისტმა, "დემოკრატიის მამად" მონათლა მეორემ. დაისვა ასეთი შეკითხვა: "ვინ არის პასუხისმგებელი, როდესაც უიარაღო ადამიანს იარაღიანები უსწორდებიან..." ასეთი შეკითხვაც დაისვა: "ხომ არ იქნება საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი პროცედურები, რომლებიც არჩევნების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.." სატელევიზიო სტუდიაში და გაზეთის ფურცლებზე ბევრჯერ მოიწვიეს ადამიანები, რომლებიც თავისი განვლილი ცხოვრებით ანტიგმირების ტიპიურ სახეებად თუ გამოდგებიან; არადა, მათი აზრები დიდი დოზით ასმენინეს საზოგადოებას.
მედიამ აჩვენა ეს ადამიანებიც და სხვებიც. და ეს ცუდი არ არის. მაგრამ მედია, რომელიც, თავისი არსით, მიუკერძოებელია, ვერ შეთანხმდა "თეთრისა" და "შავის" განსაზღვრაზე. ეს ძალიან ცუდია. განსაკუთრებით ცუდია იმ არჩევნების წინ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რა სურს და რა შეუძლია ქართულ საზოგადოებას.