ასეა საქართველოშიც, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მასმედიის როლი და მნიშვნელობა, შესაძლოა, 2 ნოემბრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდოს.
საქართველოში აგრესიის დონე მაღალია და ამას უამრავი მიზეზი განაპირობებს. უსამართლობა, დაუცველობა, გაჭირვება, შიში, უნდობლობა - ეს ჩვენი რეალობაა. საქართველო იმ სახელმწიფოთა შორის აღმოჩნდა, რომელმაც სტაბილურობა სამართლიანობას ამჯობინა და შედეგად მიიღო აგრესია, რომელიც თანაბრად არის განფენილი როგორც ხელისუფლებაში, ისე პოლიტიკურ სპექტრსა და მოსახლეობაში. ამიტომაც გაჩნდა საფრთხე და მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკურმა ძალებმა სახალხო ამბოხის გამოწვევა სცადონ. ამბოხის სავარაუდო მიზეზი არჩევნების შედეგების გაყალბება იქნება, რეალური საფუძველი კი - ის აგრესია და უნდობლობა, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა უბრალო ადამიანში.
არც სახელისუფლო და არც არასახელისუფლო პარტიები უარს არ იტყვიან გაყალბებაზე ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით - ეს ყველამ წინასწარ იცის. ამიტომ, ნებისმიერი პარტიის მიერ არჩევნების შედეგების არცნობა ბუნებრივი გაგრძელება იქნება იმ პროცესისა, რომელიც არჩევნების წინ განვითარდა. შესაბამისად, მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თავიდან აცილებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს პოლიტიკური ლიდერების და მასმედიის პოზიცია.
სწორედ დროულია, გავიხსენოთ 2001 წლის ნოემბრის მოვლენები, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა ჯერ პრესის თავისუფლების, შემდეგ კი - ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. მაშინ, სახელმწიფო ტელევიზიის გარდა, მასმედიის ყველა საშუალება "რუსთავი 2"-ის გვერდით დადგა. ერთსულოვანი იყო ოპოზიციაც და ერთსულოვანი აღმოჩნდა ხალხიც.
ახლა, იმის გამო, რომ სახელისუფლო პარტია ერთია, ოპოზიციური პარტია კი რამდენიმეა, ასეთი ერთსულოვნება მოსალოდნელი არ არის. თუ ერთი პარტია უკმაყოფილო დარჩება შედეგებით, შესაძლოა, მეორე და მესამე მეტ-ნაკლებად კმაყოფილი აღმოჩნდეს. თუ ერთი ტელევიზიიდან ადამიანებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ, მეორე და მესამე ტელევიზიიდან ეტყვიან, რომ ამის გაკეთება არ ღირს. თუ ერთი გაზეთი მეამბოხეებს დაუთმობს ტრიბუნას, მეორე და მესამე გაზეთი ხალხს სიმშვიდის ფასს შეახსენებს.
ასე რომ, ოპოზიციისა და მასმედიის ფართო სპექტრი თითქმის გარანტირებულად განაპირობებს არჩევნების შემდგომი პერიოდის სიმშვიდეს. ალბათ, იქნება საპროტესტო გამოსვლები, სასამართლო პროცესები, მკვეთრი შეფასებები, მაგრამ სახალხო ამბოხი მოსალოდნელი არ არის. ოღონდ საბოლოო სცენარი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აღმოაჩნდება ხელისუფლებას ზომიერების და რეალობის გრძნობა.