ამ ორი პოლიტიკოსის ამჟამინდელ მდგომარეობას შორის?
ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ერთი პოლიტიკური ფენომენია, დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი კი - მეორე. ფაქტობრივად, ეს ორი ფუნქცია ერთმანეთს გამორიცხავს.
მაჟორიტარი კანდიდატი მიჯაჭვულია თავის ოლქზე და საარჩევნო კამპანიის უდიდეს ნაწილს უშუალო ამომრჩეველთან ურთიერთობას უთმობს - მათ გაცნობას, მათი პრობლემების შესწავლას ვერც ერთი, რაგინდ პოპულარული, კანდიდატი ვერ ასცდება. უფრო მეტიც: რაც მეტად პოპულარულია კანდიდატი, მით მეტად სჭირდება მისგან ყურადღება რიგით მოქალაქეს.
სულ სხვაა პარტიული სიის პირველი ნომრის ფუნქცია. ერთი მხრივ, იგი პარტიის სახეა მთელი ქვეყნის მასშტაბით; მეორე მხრივ, იგი საარჩევნო კამპანიის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია, იგია პასუხისმგებელი წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც. მისი მოვალეობაა რაც შეიძლება მეტი ქალაქისა და სოფლის შემოვლა და, იმავდროულად, ორგანიზაციის ეფექტური მართვა.
თუ პოლიტიკოსი მიჯაჭვულია რომელიმე ოლქზე, ცხადია, იგი ვერ ივლის მთელ საქართველოში; ხოლო თუ იგი ივლის მთელ საქართველოში და, იმავდროულად, წარმართავს შტაბის საქმიანობას, უყურადღებოდ დარჩება თავისი უშუალო ამომრჩეველი. მაჟორიტარ კანდიდატს უფრო ღრმა კონტაქტი აქვს ადამიანებთან და ზედაპირული - შტაბთან, სიის პირველ ნომერს კი ზედაპირული კავშირი აქვს ამომრჩეველთან და ღრმა - შტაბთან. ამიტომ არის, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომრები არასოდეს იყრიან კენჭს მაჟორიტარულ ოლქებში.
ნინო ბურჯანაძეს და კობა დავითაშვილს ზემოთ აღწერილი კანონზომიერება არ დაურღვევიათ.
მართალია, კობა დავითაშვილი სიის პირველი ნომერია, მაგრამ იგი არ არის პარტიის ლიდერი. მას არ აკისრია პასუხისმგებლობა წარმატებაზე, იგი არ განაგებს საარჩევნო შტაბის საქმიანობას. ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი უძღვება.
"ბურჯანაძე - დემოკრატების" ბლოკის სახე და ფომალური ლიდერი ნინო ბურჯანაძეა. მაგრამ სწორედ მისმა მაჟორიტარობამ გაამჟღავნა დაფარული: ბლოკის ფაქტობრივი ლიდერი სხვაა, იგი, ვინც ნაკლებად ჩანს, მაგრამ, ვინც წარმართავს ბლოკის საქმიანობას და პასუხს აგებს საბოლოო შედეგზე. ცხადია, ეს ფიგურა ზურაბ ჟვანიაა. გადაწყვეტილება, რომ კენჭი იყაროს მაჟორიტარულ ოლქში, ნინო ბურჯანაძეს, ალბათ, ხელს შეუშლის ჟვანიას საარჩევნო გამოცდილების გაზიარებაში და სამომავლოდ საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებაში. იქნებ, ჩაფიქრებულიც ეს იყო?