ამ განცხადების ფონზე კიდევ უფრო დამაჯერებელი ხდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეი-ი-ეს კორპორაციას თელასის გასხვისებაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა დასტური ჰქონდა. თუმცა რომელი მინისტრის კომპეტენცია იყო ეს და რა ინფორმაციას ფლობდა თავად პრეზიდენტი შევარდნაძე, საზოგადოებისათვის მკაცრადაა გასაიდუმლოებული. დღეისათვის ამ საკითხების კვლევას აწარმოებს როგორც იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი სპეციალური სამთავრობო კომისია, ისე საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. ამ უკანასკნელმა 6 აგვისტოს საჯარო ახსნა-განმარტების მისაღებად პარლამენტში დაიბარა ენერგეტიკის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და ეი-ი-ეს თელასის გენერალური მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი. 6 აგვისტოს ისინი პარლამენტში არ მივიდნენ. დაკითხვა, სულ მცირე, ერთი დღით გადაიდო.
საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის საგამოძიებო კომისიაში დაბარებული პირების ნაცვლად, წერილობითი შეტყობინება შევიდა. მინისტრმა მირცხულავამ და სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ნიკოლაიშვილმა მიუსვლელობის მიზეზად მთავრობის სხდომა დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკა სხდომის მსჯელობის საგანი პრაქტიკულად არ გამხდარა. რაც შეეხება ეი-ი-ეს თელასის გენერალური მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელს, ნავიდ ისმაელს, მან წერილში აღნიშნა, რომ გაყიდულია არა ეი-ი-ეს თელასი, არამედ ეი-ი-ეს სიქროუდ ჰოლდინგი. ანუ იგი არ არის კომპეტენტური კომისიას სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს. ნავიდ ისმაელის განმარტება საგამოძიებო კომისიისთვის საგულისხმო სიახლის მომცველი აღმოჩნდა. დეტალებზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობს:
[ირაკლი ჩუბინიშვილის ხმა] "ვინაიდან ამ ჰოლდინგს ეკუთვნის აქტივები, საქართველოს გარდა, ყაზახეთში, უკრაინაში და სხვა წერტილებშიც, რაზეც უკრაინა, ყაზახეთი არ გაყიდულა, როგორც ეს ქვეყნები ამბობენ, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა იურიდიული ოპერაციებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ ეს გადაფორმება მოხდეს. რაც, ამავე დროს, ნიშნავს, რომ ეს ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც ჩადებულია კონტრაქტში და ეს უნდა შეეთანხმებინათ თუნდაც, ასეთ შემთხვევაში, ქართულ მხარესთან. ეს უკვე პირდაპირ მიანიშნებს ჩემთვის იმაზე, რომ ასეთი თანხმობა არსებობს. არსებობს და სახელმწიფოს ეს თანხმობა ეი-ი-ესისთვის მიცემული აქვს. სხვა შემთხვევაში ისინი არ წამოიწყებდნენ ასეთი ტიპის მოქმედებას."
ვინაიდან გარიგება ჰოლდინგური კომპანიების დონეზე მოხდა და გაიყიდა არა ეი-ი-ეს-თელასის, არამედ მისი მფლობელი კომპანიის აქციები, ეი-ი-ეს კორპორაციის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის საფუძველი, მით უმეტეს, არსებობს. კონტრაქტი ნებისმიერ შემთხვევაში დარღვეულია და ეი-ი-ეს-კორპორაციამ პასუხი უნდა აგოს. რაო-ეესთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, თავის მხრივ, ეს ხელს არ უშლის და მოახლოებული ზამთრის გამო საქმის შეწყვეტა, რაზეც პრეზიდენტი შევარდნაძე ამ ორიოდე დღის წინ მიუთითებდა, აბსურდულია. ვითარება რადიკალურად იცვლება იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარის ნებართვა, მართლაც, არსებობს და სასამართლოზე ამერიკული მხარე მას დოკუმენტად წარმოადგენს. ვის შეეძლო ნებართვის გაცემა? - ეი-ი-ეს კორპორაციის საქართველოში შემოსვლის მომენტში საამისოდ უფლებამოსილი პირი იყო ქონების მართვის მინისტრი მიხეილ უკლება. ამ წლების განმავლობაში მთავრობაში მომხდარი ცვლილებების გამო, კვალიც მოხერხებულად დაიკარგა. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პრეზიდენტის მიერ ამ უფლებამოსილების რწმუნებით დავით მირცხულავა სარგებლობს.