შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები სუბიექტურია და ხშირად აშკარად უპირისპირდება ამომრჩევლის ნებას. მომავალი არჩევნების წინ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ენერგიულად ემხრობა კომისიის განახლებას.
თავის დროზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარტიული ნიშნით დაკომპლექტება ნდობის ფაქტორით იყო გამართლებული: არჩევნებში მონაწილე პარტიის ინტერესს კომისიაში თავად პარტიის წარმომადგენელი იცავდა; თანამოაზრეების მოძებნა და გადმობირებაც მას ევალებოდა. პარტიას ნებისმიერ დროს შეეძლო შეეცვალა თავისი წარმომადგენელი, თუკი იგი ნდობას ვერ გაამართლებდა. გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით მიიღებოდა და გამარჯვებულიც ის პოლიტიკური ძალა რჩებოდა, რომელიც კომისიის მეტ წევრს მიიმხრობდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პარტიული პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ "გაკოტრდა" 1998 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის ცნობილი არჩევნების დროს. მაშინ ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარული არჩევნები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი სოციალისტური პარტიის კანდიდატმა მოიგო, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები გააუქმა. მეორე ეტაპზე კი მოქალაქეთა კავშირის კანდიდატმა გაიმარჯვა და პარლამენტის მანდატიც მოიპოვა.
თუ ორი კვირით ადრე არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენელი თავის თანამოაზრეებთან ერთად იბრძოდა, ორი კვირის შემდეგ ამასვე ცდილობდნენ სოციალისტური პარტია და მისი მოკავშირეები. ესა თუ ის დარღვევა ვისაც თავიდან საგანგაშოდ მიაჩნდა, ორი კვირის თავზე მასვე იგივე დარღვევა უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა და პირიქით.
ასე რომ, ჭეშმარიტება იმის მიხედვით მოწმდებოდა, კომისიის წევრთა უმრავლესობას რა აძლევდა ხელს: შედეგების შენარჩუნება თუ გაუქმება.
1998 წლიდან დღემდე არაფერი შეცვლილა. პოლიტოლოგი გია ნოდია ახლახან გამოქვეყნებულ წერილში უკვე რუსთავის არჩევნებს იხსენებს: "განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო რიგი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მიგვანიშნებს: მისი წევრები უკვე აღარც იწუხებენ თავს, თავის გადაწყვეტილებებს კანონიერების და სამართლიანობის გარეგნული იერი მაინც შეუნარჩუნონ; არ ცდილობენ იმის შენიღბვას, რომ მხოლოდ პარტიული ან პირადი ინტერესი ამოძრავებთ. თუნდაც რუსთავის ბოლო დამატებითი არჩევნების გამო მათი გადაწყვეტილება რად ღირს: დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა ნათლად დაამტკიცეს, რომ რუსთავში ამომრჩეველთა რაოდენობა აუცილებელ 30 პროცენტთან მიახლოებულიც კი არ ყოფილა, პრეტენზიების სამართლიანობა უზენაესმა სასამართლომაც ცნო, მაგრამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეს სრულიად არ აინტერესებდა: რა შუაშია კანონი, მინდა და დავამტკიცებ მოცემულ კანდიდატს."
საყოველთაოდ ცნობილია, რომ არ შეიძლება მოსამართლე იყოს პარტიის წევრი და გადაწყვეტილების მიღებისას პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობდეს. არადა, საარჩევნო კანონმდებლობა იმდენად ზოგადია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხშირად სწორედ სასამართლოს ფუნქციას ითავსებს: განიხილავს საჩივრებს, ეცნობა დოკუმენტებს, უსმენს მხარეებს და ამის შემდეგ კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებებს.
სრულიად აშკარაა, რომ თუნდაც მორიგი არჩევნების წინ აუცილებელია კომისიის შეცვლაც და კანონმდებლობის დეტალიზაციაც. სწორედ კანონმა და არა ხმების რაოდენობამ უნდა განსაზღვროს, რა დარღვევა ან დარღვევათა ერთობლიობა შეიძლება იგნორირებულ იქნეს და რა - არა. ჯერჯერობით კი პარტიული იმპულსით მოღერებული რამდენიმე მარჯვენა საკმარისია იმისათვის, რომ ათასობით ამომრჩევლის პოლიტიკური ნება გაუქმებულად გამოცხადდეს.