ედუარდ შევარდნაძეს ამბოხით გაემიჯნენ. პრეზიდენტს პირველი მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდა, შემდეგ - ზურაბ ჟვანია და ბოლოს - დავით გამყრელიძე. საპარლამენტო არჩევნების შედეგს მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს სწორედ ამ სამი პარტიის ურთიერთობა და თითოეული მათგანის ფუნქცია.
ბოლო წლების პოლიტიკური პროცესი, ერთი შეხედვით, ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები არჩევნების წინ გაერთიანდნენ: ისევ და ისევ შევარდნაძის წინააღმდეგ, ისევ და ისევ ამბოხის ნიშნით.
მაგრამ ამგვარი საარჩევნო ბლოკის შექმნა მოსალოდნელი არ არის და არც ლოგიკურია. მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ფრონტის პრინციპს ცნობს და აცხადებს: "საქართველო შევარდნაძის გარეშე". ამ ლოზუნგის ირგვლივ იგი გაერთიანებას სთავაზობს ნებისმიერი იდეოლოგიისა და ორიენტაციის პარტიას. ნიშანდობლივია, რომ ამგვარი "ჭრელი" გაერთიანება შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ნეგატიური პროგრამის გარშემო და მისი სულისკვეთება შეიძლება იყოს მხოლოდ არსებულის ნგრევა.
ახალი მემარჯვენეები, როგორც ჩანს, სააკაშვილის მოწოდებას სრულიად სხვა საარჩევნო ტაქტიკით დაუპირისპირდებიან: ისინი ქვეყნის მოსახლეობას პოზიტიურ პროგრამას შესთავაზებენ. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებამ სწორედ ამგვარი განცხადება მოისმინა პარტიის ამერიკელი მრჩევლებისგან.
შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობისა და ახალი მემარჯვენეების საარჩევნო სახე მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია: ისინი ცდილობენ დაიკავონ, ერთი მხრივ, ოპოზიციური ნეგატიური და, მეორე მხრივ, ოპოზიციური პოზიტიური ნიშა.
დერჯერობით გაურკვეველია, რას შესთავაზებენ საზოგადოებას გაერთიანებული დემოკრატები, რომლებიც მზად არიან, საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან, ასევე - ახალ მემარჯვენეებთან. თავდაპირველად, ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სააკაშვილსა და ჟვანიას შორის, ბოლო ხანს კი რამდენიმე ნიშანი მკაფიოდ მიუთითებს ჟვანიასა და "ახლების" საქმიან კავშირზე.
ზურაბ ჟვანია, თავისი პარტიითურთ, ისევ შუაში აღმოჩნდა: ამჯერად - ნაციონალურ მოძრაობასა და ახალ მემარჯვენეებს შორის. ადრე კი იგი დიდხანს იდგა შევარდნაძესა და სააკაშვილს შორის და საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე ბევრიც იყოყმანა. ერთი მხრივ, შუაში მდგომი ორივე განაპირა ბანაკისთვის მეტად საჭირო ადამიანია. მეორე მხრივ, შუაში დგომა, ყოყმანი, სიფრთხილე და საბოლოო ნაბიჯის გადადგმის შიში ჟვანიას პოლიტიკურ სტილად ყალიბდება. "ახლებთან" და ნაციონალურ მოძრაობასთან ორმხივი მოლაპარაკება ჟვანიასთვის წარმატებული აღმოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამივე სუბიექტი ერთ ბლოკში მოიყრის თავს. სხვა შემთხვევაში, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერის წინააღმდეგობრივი სვლები, მისი მზაობა სხვადასხვა ბანაკში დასამკვიდრებლად მისსავე პოლიტიკურ სისუსტედ შეფასდება.