რომლის მართვას დღემდე სახელმწიფო სტრუქტურა ახორციელებდა. ახლა თითქმის მთელი სისტემა უცხოურ მენეჯმენტზე გადადის და, შესაბამისად, შეჯახება უხდება საქართველოში ენერგეტიკაში დამკვიდრებულ კორუფციულ მანქანასთან. პირველმა ასეთმა კონფლიქტმა უკვე იჩინა თავი.
10 მარტს ზუგდიდის მოსახლეობამ ცენტრალურ მაგისტრალებზე ბარიკადების აღმართვითა და საბურავების დაწვით გამოხატა პროტესტი 3 თვის მანძილზე ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტის გამო. თუ გასულ კვირას ხელისუფლებამ აქციის დაშლა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენით შეძლო, ძნელი სათქმელია, რას მოიმოქმედებს ამჯერად, რადგან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი და გაერთიანებული ელექტროსისტემა აღარ აპირებს საქართველოს ხელისუფლების უსაფუძვლო სურვილები დააკმაყოფილოს.
3 დღეა, რაც საბითუმო ბაზარმა თითქმის მთელი საქართველო - აჭარის, თბილისისა და კახეთის გარდა - ელექტოენერგიის გარეშე დატოვა. ეს ვითარება იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა თემურ შაშიაშვილმა გააპროტესტა - ჯერ ენერგეტიკის მინისტრის გადაყენება მოითხოვა, ხოლო შემდეგ საბითუმო ბაზარს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
ამ მუქარისა და სამთავრობო სტრუქტურების ჩარევის მიუხედავად, საბითუმო ბაზრის პოზიცია უცვლელი რჩება. სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრთან გამოძახების შემდეგ ბაზრის ხელმძღვანელმა ალბერტო სოლისმა განაცხადა, რომ არგადამხდელ რეგიონებს ელექტროენერგიის მიწოდებას მაინც არ აღუდგენს. ამ აზრს იზიარებს ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავაც:
[მირცხულავას ხმა] „თუ გვინდა, რომ პერსპექტივაში ჩვენ გვქონდეს ნორმალური საბაზრო ეკონომიკა ელექტროსისტემაში, საბითუმო ბაზრის ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებული. მე მესმის წუხილი ყველა ხელმძღვანელის, ვინც ადგილზეა, აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, მაგრამ სხვა მეთოდი ელექტროენერგეტიკას და მთელ მის ისტორიას არ ახსოვს."
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის პოზიციების ასე გამყარება ელექტროდისპეტჩერიზაციის მართვის ირლანდიური კომპანიის ხელში გადასვლითაა გამოწვეული. ელექტროგადაცემა და დისპეტჩერიზაციის კომპანია ბოლო დრომდე არაფრად აგდებდა ელექტრობაზრის მოთხოვნებს, რომ დენი გამოერთოს ამა თუ იმ არგადამხდელ სუბიექტებს. შესაბამისად, დენის საკმარისი მოცულობა არ მიეწოდებოდა კეთილსინდისიერ მომხმარებლებს. ამას თითქმის მთელი ზამთრის მანძილზე უჩიოდა "AES თელასიც", თუმცა ვერაფერს მიაღწია, რადგან ბაზარი სისტემის ტექნიკური მართვის სადავეებს არ ფლობს. ახლა კი ირლანდიურ მენეჯმენტზე გადასულმა ერთიანმა ელექტროსისტემამ უმალვე აღასრულა ბაზრის მოთხოვნა და არგადამხდელ რეგიონებს დენის მიწოდება შეუწყდა. ელექტროსისტემის წარმომადგენლის ვახტანგ ბეგიაშვილის განმარტებით:
[ბეგიაშვილის ხმა] „საბითუმო ბაზარმა ჩვენ მოგვწერა ოფიციალურად, რომ არგადამხდელი გამანაწილებელი კომპანიები უნდა ყოფილიყო გამორთული. ჩვენ შევიმუშავეთ ეს გამორთვების სისტემა და ყველა სასიცოცხლო ობიექტი დავტოვეთ რაიონებში და რაიონების ნაწილი გამორთულია გადაუხდელობის გამო."
საბითუმო ბაზარი ბეგიაშვილის ორგანიზაციისგან რეგიონების ჩართვის სანაცვლოდ ვალის მცირე ნაწილის, 500 ათასი ლარის, დაფარვას ითხოვს. საქართველოში ახლახან ჩამოსული ირლანდიელები კი ვალების გასტუმრებაში ინვესტიციის დაბანდებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ პრობლემის დაძლევას ანტიკრიზისული პროექტის განხორციელებით შეეცდებიან. როგორც ჩანს, ანტიკრიზისული გეგმა თავდაპირველად კრიზისის გაღრმავებით იწყება.
მოთმინებადაკარგულ მოსახლეობას კი ნაკლებად აინტერესებს, თუ სად მიდიოდა დღემდე მათგან აკრეფილი დენის საფასური. თუ სამეგრელოში უბრალო მოქალაქეები გზების გადაკეტვით ცდილობენ ელექტროენერგიის მიღებას, იმერეთში ელექტროსადგურების ხელში ჩაგდებით აღწევენ საწადელს.