რომელიც არ ითვალისწინებს სამხედრო მოქმედებებს, როგორც ამას შეერთებული შტატები მოითხოვს. უშიშროების საბჭოში
უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს შორის ამ საკითხში უთანხმოებაა. შეერთებული შტატების აზრით, საჭიროა ერთი რეზოლუციის მიღება, რომელიც გულისხმობს სამხედრო ძალის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ერაყი არ ითანამშრომლებს გაეროს განიარაღების ინსპექტორებთან. საფრანგეთის წინადადებით, საჭიროა ორი რეზოლუციის მიღება, რომელთაგანაც პირველი ფართო უფლებამოსილებას მიანიჭებს ინსპექტორებს, ხოლო მეორის მიღება იმ შემთხვევაში გახდება აუცილებელი, თუ ბაღდადი პირველს არ შეასრულებს. ამ წინადადებას ემხრობიან რუსეთი და ჩინეთი.
კიდევ ერთი წინადადებით, რომელსაც თვით ერაყი უჭერს მხარს, ახალი რეზოლუციის მიღება საჭირო არ არის. საკმარისია სპარსეთის ყურის ომის შემდეგ მიღებული რეზოლუცია, რომლის თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო ობიექტების შემოწმება წინასწარი შეტყობინებით უნდა მოხდეს.
სამხრეთი აფრიკის წარმომადგენელმა დუმისანი კუმალომ თქვა, რომ უშიშროების საბჭო დაარღვევს გაეროს ქარტიის სულისკვეთებას, თუ გასცემს სამხედრო ძალის გამოყენების სანქციას მაშინ, როცა ერაყი აცხადებს, რომ მზად არის საბჭოს რეზოლუცია შეასრულოს.
[კუმალოს ხმა] “მართლაც არ ივარგებს, თუ უშიშროების საბჭო ინსპექტორების მუშაობის შესახებ წინასწარ, ანუ ერაყში მათ ჩასვლამდე გააკეთებს დასკვნებს. ინსპექტორთა მუშაობის შესაფასებლად უშიშროების საბჭოს მერეც საკმარისი დრო ექნება, რადგან დოქტორი ბლიქსი და მისი გუნდები ვალდებული არიან, უშიშროების საბჭოს სისტემატურად მოახსენონ თავიანთი საქმიანობის შესახებ.”
გაეროს ინსპექტორების გუნდის მეთაური ჰანს ბლიქსი ერაყთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებეს ინსპექციის განახლების პრაქტიკულ საკითხებზე. ამასთან ის აცხადებს, რომ არ დაბრუნდება ერაყში, სანამ არ ექნება ხელთ უშიშროების საბჭოს მკაფიო მანდატი.
არაბული სამყაროს და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წარმომდგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სამხედრო აქციებს. ქუვეითიც კი, რომელშიც 1990 წელს ერაყი შეიჭრა, თვლის, რომ სამხედრო ნაბიჯები უკანასკნლი ზომა უნდა იყოს.
ერაყის წარმომადგენელმა მოჰამედ ალ-დაურიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის ქვეყანას არა აქვს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი.
ირანსა და თურქეთს სიტყვიერი დეკლარაციები არ აკმაყოფილებს. ირანის ელჩმა ჯავად ზარიფმა, თუმცაღა და გმო ნებისმიერი ცალმხრივი აქცია, თქვა რომ ერაყმა უნდა დაამტკიცოს, რომ არ ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს.
[ზარიფის ხმა] “ახლა ერაყის მთავრობას ჰმართებს, გააქარწყლოს ყოველგვარი ეჭვი მისი განზრახვების თაობაზე და დაუშვას შეუზღუდავი ინსპექციების ჩატარება ქვეყნის ნებისმიერ ობიექტზე. ჩვენ მოვუწოდებთ ერაყს, ყოველი ღონე იხმაროს კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მისი საკუთარი ხალხის, რეგიონის ყველა ხალხისა და საერთაშორისო მშვიდობისა და კანონის უზენაესობის სასიკეთოდ.”
თურქეთის ელჩმა უმიტ პამირმაც აღნიშნა, რომ არ ჩანს, რომ ერაყი მზად იყოს შეუზღუდავ ინსპექციების ჩატარებისთვის. მისი სიტყვით, უშიშროების საბჭომ უნდა შეიმუშავოს მკაფიო პოზიცია როგორც ინსპექტორებთან ერაყის თანამშრომლობის, ისე დაუმორჩილებლობის შემთხვევებისთვის.
დებატებზე ოთხშაბათს გამოსული 30 ორატორიდან მხოლოდ ავსტრალიის ელჩის ჯონ დაუთის პოზიცია დაუახლოვდა შეერთებული შტატების მოთხოვნას. დაუთის თქმით, ავსტრალია დღესაც დარწმუნებულია, რომ ბაღდადი კვლავაც ცდილობს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას და არსებობს საშიშროება, რომ ამ იარაღით ის ტერორისტულ ორგანიზაციებსაც მოამარაგებს