წერია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმს შეეხება. ანგარიშის ავტორები მსოფლიოს ქვეყნების თანამშრომლობას ამ საქმეში, იგულისხმება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ქებით მოიხსენიებენ, მაგრამ იქვე ხაზს უსვამენ, რომ ეს ბრძოლა ხვალ არ დასრულდება და რომ ის, მძიმე იქნება. ანგარიში შეიცავს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ტერორიზმს განსაკუთრებით წააქეზებენ. ესენია, ირანი, ერაყი, ჩრდილოეთი კორეა, ლიბია, სუდანი, სირია და კუბა.
გამოქვეყნებული დოკუმენტის სახელმწოდებაა “გლობალური ტერორიტზმის სახე 2001 წელს”. ის გამოაქვეყნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, რომელსაც კანონი ავალდებულებს, კონგრესს წარუდგინოს ამგვარი წლიური მოხსენება.
ირანი, როგორც გითხარით, ტერორისტულად განწყობილი ქვეყნების სიაში არის. მეტიც, ანგარიშის თანახმად ის მოწინავეა ამ მხრივ. კერძოდ ირანი განსაკუთრებით აქტიურად უჭერს მხარს “ჰესბოლას” გაერთინებას, რომელიც ტერაქტებს გეგმავს ისრაელის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ერაყს, ის იყო ერთადერთი არაბული მაჰმადიანური ქვეყანა, რომელმაც არ დაგმო 11 სექტემბრის ტერაქტები. ამასთან, ერაყში, სახელმწიფო რადიოს გადაცემებში სიმპატია გამოსჭვივის ხოლმე ოსამა ბინ ლადენის მიმართ, ამ კაცს, როგორც ცნობილია ბრალად ედება თავდასხმების ორგანიზება. ანგარიშში, ერაყის კონტექსტში ნახსენებია ჩვენი რადიოც, რომელსაც იმის გამო, რომ პრეზიდენტის სადამ ჰუსეინისადმი კრიტიკულად განწყობილი ერაყის რედაქციაც აქვს, შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა და ამიტომ, მას, ჩეხეთის პოლიცია მისი შესაძლებობის ფარგლებში იცავს.
საანგარიშო მოხსენების თანახმად, ტერორიზმმა იმსხვერპლა 3547 ადამიანი. მათი 90 პროცენტი დაიღუპა 11 სექტემბერს.
სახელმწიფო მდივანმა ტერორისტების მიერ 2001 წელს გამოყენებული იარაღის სახეობების ჩამოთვლისას თქვა, რომ ეს იარაღი იხვეწება და მომავალში ის უფრო თვალბედითი გახდება. [პაუელის ხმა] “მონაცემების თანახმად, 2001 წლის ტერაქტების დროს ჩვეულებრივი იარაღი გამოიყენეს. ამასთან, დასტურდება, რომ ტერორისტები ცდილობენ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ხელში ჩაიგდონ მასობრივი განადგურების იარაღი, რადიოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური თუ ბირთვული”
პაუელმა იქვე აღნიშნა, რომ 11-მა სექტემბერმა ცივილიზებული სამყარო იმგვარად გამოაფხიზლა, როგორც მანამდე არასოდეს. ახლა აშშ-ი და მისი მოკავშირეები იყენებენ - სამხედრო, დიპლომატიურ, ეკონომიკური ზეწოლის გზას იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მომავალი თავდასხმები. პაუელმა, სხვათა შორის, საქართველოსთან თანამშრომლობა “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში იმის ნიმუშად დაასახელა, თუ რამდენად მნივნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობები,საერთო ანტიტერორისტული მოძრაობისთვის.
პაუელთან ერთად ამ წლიური ანგარიშის გამოქვეყნებას წარმართავდა სახელმწიფო დეპარტამენტის კონტტერორიზმის საქმეთა კოორდინატორი ფრენკ ტეილორი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ თალიბანის მმართველობას კი დროზე მოუღეს ბოლო, მაგრამ “ ალ ყაიდის” სრული ამოძირკვა ჯერ არ ხერხდება. [ტეილორის ხმა] “მიუხედავად ჩვენი სწრაფი და ამასთან გამამხნევებელი წარმატებისა, სინამდვილეში ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ კამპანიას, და კიდევ ბევრი საქმეა საბოლო წარმატების მიღწევისთვის გასაკეთებელი. ტერორისტიული თავდასხმები კიდევ არის მოსალოდნელი.
სახელმწიფო დეპარტამენეტის ანგარიშის გამოქვეყნებისას ითქვა, რომ ტერაქტები ალბათ არ მოხდება მხოლოდ შეერთებულ შტატებში, კონტრტერორიზმის კოორდინატორმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი არ არის აუცილებელი ყოველთვის პოლიტიკური იყოს.