მწირი დაფინანსების მიუხედავად, განაგრძობს გეგმიურ სწავლებებს. ამასთან, წვრთნების სცენარი და მიზანდასახულება თითქმის უცვლელია - სამხედრო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება. სწორედ ასეთი სცენარით წარიმართა 10-12 აპრილს ფოთში საზღვაო-ტაქტიკური წვრთნა, კოდური სახელწოდებით "ნაპირი 2002", რომელშიც, საზღვაო თავდაცვითი ძალების გარდა, სამხედრო ავიაცია და სახმელეთო ჯარის ქვედანაყოფებიც მონაწილეობდნენ. თუმცა, ვიდრე ქართველი სამხედროები ვირტუალურ მოწინააღმდეგეს მუსრს ავლებდნენ ფოთის აკვატორიაში, მესამედ დემილიტარიზებულ ზემო კოდორის ხეობაში რუსეთმა უფრო მაღალი დონის რეალური საბრძოლო ოპერაცია ჩაატარა.
სამხედრო ღონისძიება, რომელიც ისტორიას დაეკარგა, - ასე შეიძლება ეწოდოს ფოთის სანაპიროზე 10-12 აპრილს ჩატარებულ საზღვაო-ტაქტიკურ სწავლებას, რომლის ორგანიზებაში ქართველმა სამხედროებმა, რომ იტყვიან, სული და გული ჩადეს. ანდა, თუ გაიხსენებენ, აუცილებლად ირონიულ კონტექსტში - ეს იყო მანევრი, ვირტუალურ მოწინააღმდეგესთან თავგანწირული ბრძოლის კიდევ ერთი დემონსტრირება და იგი დაემთხვა რუსეთის დესანტის შეჭრას კოდორის ხეობაში, სადაც მათთვის არავის გაუწევია წინააღმდეგობა.
თუმცა მოვლენების ამგვარ განვითარებაში თავად სამხედროებს, როგორც ირკვევა, ყველაზე ნაკლებად მიუძღვით ბრალი და, თუ ვინმე უნდა გრძნობდეს უხერხულობას იმის გამო, რაც 12 აპრილს ზემო კოდორის ხეობაში მოხდა, სწორედ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობაა, რომელმაც სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობა საეჭვო ექსპერიმენტების ობიექტად რამდენჯერმე აქცია.
ყველაფერი კი 1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმებით დაიწყო, რომელშიც კოდორის ხეობა დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდა და იქ სამშვიდობო ძალების ერთ-ერთი პოსტის გახსნა გადაწყდა. სამხედროები მაშინაც ურჩევდნენ საქართველოს ხელისუფლებას, არ აეღო თავზე ასეთი მძიმე ვალდებულება, მაგრამ ქვეყნის შიგნით პოზიციებშერყეულ ედუარდ შევარდნაძეს სულ უფრო უჭირდა რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის მოგერიება. თუმცა, ამ თვალსაზრისით, 14 მაისის ხელშეკრულება მაინც ტოვებდა სივრცეს გარკვეული მანევრირებისთვის - საქართველოს შეეძლო სამხედრო ძალის ნაცვლად ხეობაში ჰყოლოდა შინაგანი ჯარების ან სასაზღვრო დეპარტამენტის ნაწილები.
სწორედ ამიტომ სულ მალე ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან შემდგარი ბატალიონი " მონადირე" შინაგან საქმეთა სტრუქტურაში შევიდა. გარდა ამისა, ხეობის თავკაც ემზარ კვიციანსა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერებს შორის არსებობდა "თავდაუსხმელობის შესახებ" ერთგვარი ჯენტლმენური გარიგება, რომელიც მხოლოდ შარშან აგვისტოში კოდორის ხეობაში რუსლან გელაევის რაზმების მოულოდნელი გამოჩენის შემდეგ დაირღვა.
უფრო ადრე კი კოდორის ხეობაში, რბილად რომ ვთქვათ, რამდენიმე არასასიამოვნო ინცინდენტი მოხდა - დაუდგენელმა პირებმა მძევლად აიყვანეს გაეროს დამკვირვებელთა ჯგუფი. ეს სკანდალი ახლად ჩამთავრებული იყო, როცა, ერთ-ერთი სატელევიზიო არხით გამოსვლის დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მაღალჩინოსანმა გაეროს სამხედრო მისიის წარმომადგენლები აფხაზების სასარგებლო ჯაშუშობაში დაადანაშაულა.
ნიშანდობლივია, რომ ამავე პერიოდში აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლება, პირიქით, აშკარა კეთილგანწყობას ავლენდა, როგორც რუსეთის სამშვიდობო ძალების, ისე გაეროს სამხედრო მისიის საქმიანობის მიმართ, რაც სოხუმის ლიდერებს გაცილებით უფრო ცივილიზებულად წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
ძნელი სათქმელია, რომ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ავტორიტეტზე კარგად მოქმედებდეს ზოგიერთი რეგიონის ლიდერის, განსაკუთრებით, იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის, თემურ შაშიაშვილის საქციელი, რომელმაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს პარტიზანულ მოძრაობას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
თუმცა საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ცხოვრობს პრინციპით - თუ არ ხერხდება პრობლემის მოგვარება, იგი უნდა გადავდოთ - ამ ფაქტების გამოძიებას, ბუნებრივია, არ ჩქარობს. მისთვის, როგორც ჩანს, უფრო იოლია კონფლიქტის დროს მოქმედება, ვიდრე კონფლიქტის თავიდან აცილება, მაშინაც კი, როცა მოსალოდნელი უბედურების ყველა ნიშანი თვალსაჩინოა. ასე იყო მუხროვანის ამბოხის დროს, როცა ეროვნულ გვარდიაში მოსალოდნელი მღელვარების შესახებ სათანადო სიგნალები თურმე კარგა ხნით ადრე არსებობდა, და იგივე სურათი განმეორდა კოდორის ხეობაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით.
ღირს გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე "კოსოვოს სცენარის" განმეორების შესაძლებლობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯერ კიდევ მარტის ბოლოს ალაპარაკდა. მაგრამ დავით თევზაძე სანახევროდ არის მართალი, როცა აცხადებს, რომ მისი ეს პროგნოზი მხოლოდ გაეროს გენერალური მდივნის პირადმა წარმომადგენელმა აღიქვა არასერიოზულად. როგორც ირკვევა, 2 აპრილის ოქმის თანახმად, საქართველოს არმიის ქვედანაყოფებმა ისე დაიწყეს კოდორის ხეობიდან გასვლა, რომ ხელისუფლებას უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება არც გახსენებია. 12 აპრილს სწორედ ამ ვაკუუმით ისარგებლა რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობამ და, სამხედრო თვალსაზრისით, საკმაოდ ეფექტური სადესანტო ოპერაცია განახორციელა კოდორის ხეობაში.
თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ საიდან აღმოჩნდა კოდორის ხეობაში ქართველ მედესანტეთა ერთი ჯგუფი, რომელმაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დროულად მოახერხა ტაქტიკური დესანტის ბლოკირება და არ მისცა მას საშუალება გაეფართოებინა პლაცდარმი საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მონაკვეთზე.