ენგურის ხიდთან შეწყვეტილი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები საპროტესტო გამოსვლების განახლებით იმუქრებიან. მათი უკმაყოფილების მთავარი მოტივი აფხაზეთის საკითხის განხილვის გადადებაა. დევნილთა ეს ნაწილი მოითხოვს, პარლამენტის სესიამ აფხაზეთის საკითხი უახლოეს დღეებში განიხილოს. მეორე ულტიმატუმი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის. თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით, თუ 31 ივლისამდე სამშვიდობო პროცესის შედეგები არ გამოიკვეთება, დევნილები აფხაზეთში დაბრუნებაზე დამოუკიდებლად იზრუნებენ.
აფხაზეთიდან დევნილებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის არ სჯერათ. ისინი აცხადებენ, რომ დევნილობასთან შეგუებას აღარ აპირებენ.
აფხაზეთის პრობლემისადმი დამოკიდებულებას, დევნილები, უმაღლესი ხელისუფლების ორივე შტოს უწუნებენ. ენგურის ხიდთან შეწყვეტილი აქციის ორგანიზატორები პარლამენტის მიერ აფხაზეთის საკითხის განხილვის დაჩქარებას მთელი კატეგორიულობით მოითხოევნ. პარლამენტის მიმართ კრიტიკა გაისმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 13 თებერვლის სესიაზეც. კრიტიკის საბაბი ამ შემთხვევაშიც, აფხაზეთის საკითხის განხილვის გადადება იყო.
ყველაზე მეტად საინტერესო ის არის, რომ თუ ენგურის ხიდთან წარმოებული აქციის ორგანიზატორები პარლამენტში აფხაზეთის საკითხის გადადებას საპროტესტო აქციების განახლების მუქარას უპირისპირებენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სამშვიდობო პოლიტიკას უპირისპირდება.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სესიამ ცალსახად დაადასტურა სამშვიდობო პოლიტიკისადმი უნდობლობა. სესიამ გამოხატა სკეპტიციზმი იმ ახალი კომისიის მიმართაც, რომელსაც აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო პროგრამის შემუშავება დაევალა. სესიამ ხელისუფლებას ულტიმატუმიც წაუყენა. “თუ გაეროს უშიშროების საბჭოს 31 ივლისის სხდომამდე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ვერ მოხერხდება, ხელისუფლებას რადიკალური ზომების მიღება უნდა მოეთხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დევნილები აფხაზეთში დაბრუნებას დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეეცდებიან,” – ასეთია ულტიმატუმი, რომელიც სესიის მიერ მიღებულ დადგენილებაში ჩაიწერა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება კოდორის ხეობიდან საქართველოს არმიის ქვედანაყოფის გამოყვანის მოთხოვნას. 13 თებერვლის სესიაზე უმაღლესი საბჭოს დიდმა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესში ასლან აბაშიძის პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად დანიშვნაც. თუმცა, არც ასლან აბაშიძეა გულგრილი იმ განცხადებების მიმართ, რომლებითაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელები გამოდიან. მისი თქმით, კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარების მომხრენი ის ცალკეული პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც მხოლოდ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევის სურვილი ამოძრავებთ. აბაშიძის აზრით, წორედ ასეთი პიროვნებებისგან არის მოსალოდნელი აფხაზეთში ვითარების გამწვავება.
მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ აჭარის ლიდერმა რუს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ აფხაზთა მხარესთან მოლაპარაკებისას წარმატების მიღწევა პრობლემისთვის მოწინააღმდეგის თვალით შეხედვით შეიძლება. ასე რომ, ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი სამშვიდობო პროცესში საინტერესო ექსპერიმენტის დანერგვას გეგმავს. ეს არის, რომ 10 წლიანი უშედეგო ექსპერიმენტის შემდეგ, დევნილები ექსპერიმენტების მსხვერპლის როლში ყოფნას აღარ აპირებენ. თუმცა, 1 აგვისტომდე ისინი სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლიან.