ხონში საღამოს 5 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ამომრჩეველთა 4 9,71%-მა , რაც 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.
მაჟორიტარობის კანდიდატები
ხონისა და ვანის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობისთვის სულ ექვსი კანდიდატი იბრძვის:
- „ევროპული საქართველო“ – გიგი უგულავა,
- „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი,
- „ტრადიციონალისტები“ - ზურაბ ქართველიშვილი,
- „ახალი ქრისტიან დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე,
- „ ქართული ოცნება“ – გივი ჭიჭინაძე,
- საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი – ვასილ კოპალიანი.
N55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 23 090 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 11 500-მა. საოლქო კომისიაში ამ დროისთვის ორი საჩივარია შესული, ერთის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის არჩევანი“, მეორის – პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო“. როგორც ხონის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი გიორგი გორდაძე განმარტავს, ორივე საჩივარი ერთ, ტექნიკური ხასიათის დარღვევაზეა შედგენილი და ეხება N3 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ჭრილის დაგვიანებით დალუქვას.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მიმდინარეობს ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ჯამში 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მხოლოდ ხონის მუნიციპალიტეტში კი ხმის უფლების მქონე 23 090 პირი ცხოვრობს.
როგორც ამომრჩევლები რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებენ, ხმას აძლევენ სასურველ კანდიდატს, საარჩევნო უბნებზე და მის გარეთ, მშვიდი გარემოა.
ხონისა და ვანის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობისთვის სულ ექვსი კანდიდატი იბრძვის: „ევროპული საქართველო“ – გიგი უგულავა, „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი, „ტრადიციონალისტები“ - ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე, „ ქართული ოცნება“ – გივი ჭიჭინაძე, საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი – ვასილ კოპალიანი.