Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოველების მსხვერპლშეწირვის წინააღმდეგ


გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიამბობთ საინიციატივო ჯგუფზე, რომელიც 16 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გეგმავს აქციას ცხოველების მსხვერპლშეწირვის წინააღმდეგ საჯარო სივრცეში.

გიორგი გვახარიას სტუმრები არიან აქციის ორგანიზატორები ნინი ტურიაშვილი და თემო ფაილოძე. ისინი აღნიშნავენ, რომ განგებ აწყობენ აქციას „ლომისობის“ დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე. თუმცა ეწინააღმდეგებიან არა მარტო „ლომისობას“, არამედ საერთოდ, ცხოველების მსხვერპლშეწირვას და ცხოველების მოკვდინების იმ ფორმებს, რომლებიც დამკვიდრებულია საქართველოში.

გადაცემის სტუმრები საუბრობენ აგრეთვე კანონზე, რომელიც კრძალავს ცხოველების წამებას. აქციის ორგანიზატორები ცხოველთა უფლებების დამცველებს სთავაზობენ ხელი მოაწერონ პეტიციას, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება - პეტიცია მოუწოდებს ხელისუფლებას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გამოხატოს თავისი პოზიცია ცხოველების მსხვერპლშეწირვის და ცხოველის მოკვდინების სანახაობად ქცევის გამო.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG