შიდა ქართლის რეგიონში არსებული აგრარული ბაზრები დღის ბოლომდე დაიხურება. საგანგებო შტაბის ამ გადაწყვეტილების შესახებ მოვაჭრეებს უკვე აცნობეს.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ბაზრების დროებითი დახურვა მუნიციპალიტეტებს შორის მოსახლეობის გადაადგილებას შეამცირებს.
„გუშინ საღამოს გვქონდა შტაბის შეკრება, ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც რეგიონში მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მაღალი რისკების გათვალისწინებით, შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება აგრარული ბაზრების მუშაობის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამ ნაბიჯით, კიდევ უფრო შემცირდება მუნიციპალიტეტებს შიგნით მოსახლეობის გადაადგილება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შიდა ქართლში 6 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს, მათ შორის 2 გორშია.