Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხს გადახედავს - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 ივლისს


მცხეთის სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს

მცხეთის სასამართლო დღეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 11 სრულწლოვანი ბრალდებულისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხზე იმსჯელებს. ბრალდებულთა ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხს დააყენებენ პროცესზე.

საქმეზე ჯერ კიდევ არ გამართულა წინასასამართლო სხდომა, რომელიც თავდაპირველად 31 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა გამოძიებამ თქვა, რომ მეტი დრო სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა სრულწლოვანი ბრალდებულებისათვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი.

წაიკითხე მეტი.

ბაჩალიაშვილის საქმე: ოჯახის ადვოკატი დღეს კამერების ჩანაწერებს გაეცნობა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს საგამოძიებო უწყებაში აპირებს მისვლას, სადაც, მისი თქმით, საქმის მასალებს გაეცნობა. მათ შორის არის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

რუსთავში საგამოძიებო უწყებაში ადვოკატი გუშინაც იმყოფებოდა. მისი თქმით, ოჯახს არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიის. ადვოკატი სხვა ვერსიებს არ გამორიცხავს, მათ შორის ახსენა მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც ადგილზე ორი მანქანის შესაძლო ყოფნის შესახებ.

ადვოკატის კომენტარი და ყველა სიახლე ამ თემაზე, დღეს წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ 25 ივლისს დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

აი, რას ამბობს უწყება: „25 ივლისს მოხდა მოქალაქე მალხაზ ლეჟავას უკანონო დაკავება. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად, ლეჟავა გუშინვე გათავისუფლდა. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მალხაზ ლეჟავა ოკუპირებულ სოფელ ღრომთან ახლოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ დააკავეს, ცხინვალში კორონავირუსის პრევენციის მიზნით არ გადაიყვანეს და დაკავების ადგილიდანვე „გამოაძევეს“.

„ნუ ეკითხები, დაასხი!“ - რეპორტაჟი ლილოს ბაზრობიდან

Covid-19-ის 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება. ბაზრობაზე, რომელიც 35 ჰექტარზეა გადაჭიმული, ფართომასშტაბიანი სკრინინგი წინა კვირაში დაიწყო. ბაზრობაზე შესვლის მსურველს ნიღაბი უნდა ეკეთოს და სიცხეც უნდა გაიზომოს.

- სადეზინფექციო ხსნარი გინდათ? - ეკითხება ბაზრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი კლიენტს და მაშინვე უფროსის შენიშვნას იმსახურებს.

- ნუ ეკითხები, ბიჭო, დაასხი!

- მე მეგონა, ნებაყოფლობით იყო. ზოგი მეუბნება, ალერგია მაქვსო.

- თუ ალერგია აქვს, არ შეუშვა!

ერთი საათით ბაზრობაზე დაყოვნება ცხადყოფს, რომ „წიგნში და რვეულში“ დაწერილი წესები რეალობაში ნაკლებად მოქმედებს. თითქმის ყველას ნიღაბი ცხვირ-პირზე კი არა, მხოლოდ პირზე აქვს აფარებული. ხელთათმანებიც მხოლოდ იმიტომ უკეთიათ, რომ ევალებათ. ფორმადაკარგულ რეზინს ეტყობა, რომ ის მინიმუმ ერთი დღე გამოუცვლელად ატარეს.

წაიკითხე მეტი.

100 წლის წინ ბათუმი საქართველოს დაუბრუნდა. აჭარა თავისუფალია - სჯეროდათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოქალაქეებს. სულ რამდენიმე თვეში არა მხოლოდ აჭარა, არამედ მთელი საქართველო „გაწითლდა“. ბათუმი, ქალაქი, რომელსაც იმპერიები ქმნიდნენ. რა დარჩა ბათუმის ისტორიიდან?

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG