გერმანიაში - ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოს ერთ- ერთი წამყვანი დემოკრატიაა და ეკონომიკის კუთხით ევროპის ლიდერი - ამჟამად ალბათ არ არსებობს მიგრაციაზე უფრო მწვავე საკითხი. მას შემდეგ, რაც იქ 2015 წელს მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, თავშესაფრის მაძიებლებისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. მაგრამ მიგრაცია მნიშვნელოვანი თემაა გერმანიაზე გაცილებით უფრო სუსტ ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოში. როგორია ქართველი მიგრანტისა და საქართველოში მყოფი მიგრანტის ბედი?
- თავშესაფრის მაძიებლის მოლოდინი და რეალობა გერმანიაში
- ინტერვიუ "გიორგისთან", რომელიც იძულებული იყო საქართველო დაეტოვებინა
- როგორ ცხოვრობენ ნიგერიელი სტუდენტები თბილისში
- თავისუფლების კითხვები: როგორია მიგრაცია კითხვებში?
- „შინ - უცხოეთში“: სიჩუმის კომპოზიტორი, გია ყანჩელი ანტვერპენში
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით, 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.