Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუნელები და სანელებლები – შეზავებული პროტესტი


ქუტაისის ბაზარი
ქუტაისის ბაზარი

ქუთაისის ცენტრალურ აგრარულ ბაზარში სუნელებისა და სანელებლების რეალიზატორები თებერვლიდან ამოქმედებულ ახალ წესებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ბაზრის ადმინისტრაცია მათ ინდივიდუალურ მეწარმეებად დარეგისტრირებას სთხოვს.

რეალიზატორები ეჭვობენ, რომ მეწარმედ დარეგისტრირების შემთხვევაში მათი საქმიანობა არამოგებიანი იქნება. მათივე განცხადებით, ახალი წესები რეალიზატორებისა და მომხმარებლის საჭიროებებს არ ითვალისწინებს. გამყიდველები ამბობენ, რომ ძირითადად თავიანთ მოყვანილ სანელებლებს ყიდიან და სუნელების ადგილზე დაფქვა, რაც მოქმედი წესებითაა გათვალისწინებული, არამოგებიანია, რადგან მომხმარებელი ამ პრუდუქციას მცირე რაოდენობით ყიდულობს.

ქუთაისის ბაზარი
ქუთაისის ბაზარი

ქუთაისის ბაზარში სუნელებით მოვაჭრეები იმასაც ამბობენ, რომ მომხმარებელს ადგილზე შეზავებული სანელებელი ურჩევნიადა დაფასოებულს, რომელიც თავადაც აქვთ, ახალი წესების ამოქმედების შემდეგ ნაკლებად ყიდულობენ. დაუფასოებელი სანელებლის ყიდვის მომხრეა მყიდველთა ნაწილი. როგორც თავად ამბობენ, საჭირო საკმაზს ერთსა და იმავე გამყიდველთან ყიდულობენ, რაც სანდოობასა და ხარისხს განაპირობებს:

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელებისა და სანელებლების წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსებისთვის 2018 წლის 7 თებერვლიდან ამოქმედდა რისკის მართვის დროებითი ზომები, რომელთა მოქმედების ვადაგანსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით. სააგენტოს იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის ფიქრია ჭლიკაძის განმარტებით, ახალი წესების თანახმად, ინდივიდუალური მეწარმეების გარდა, სუნელებისა და სანელებლების წარმოება, გადამუშავება და გაყიდვა ეკრძალებათ სხვა ფიზიკურ პირებსაც.

ქუთაისის ბაზარი
ქუთაისის ბაზარი

ფიზიკურ პირსრეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ სუნელებს მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზედაფქვავს და შეაზავებს. ამასთან, ბიზნესოპერატორების მიერ წარმოებული და გადამუშავებული პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს და შესაბამისი ეტიკეტი უნდა ჰქონდეს.

როგორც ქუთაისის ცენტრალური აგრარული ბაზრის მმართველი შპს „ფარის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, სუნელებისა და სანელებლების რეალიზატორები ახალი წესებისშესახებ მათ ამოქმედებამდე გააფრთხილეს და მისცეს საშეღავათო დრო პროდუქციის ამ წესების შესაბამისად წარმოებისა და გაყიდვისთვის. „ფარის“ ხელმძღვანელის ოლეგ არღვლიანის განცხადებით, თუ რეალიზატორებს სუნელებისა და სანელებლების დაუფასოებლად გაყიდვა სურთ, პროდუქტი ადგილზე მომხმარებლის თანდასწრებით უნდა ჩამოფქვან, სხვა შემთხვევაში ბაზრის ადმინისტრაცია მათ მუშაობის უფლებას ვერ მისცემს. ამასთან, ოლეგ არღვლიანის განმარტებით, ბაზრის ადმინისტრაცია რეალიზატორებს სთავაზობს ინდივიდუალურ მეწარმეებად დარეგისტრირდნენ, რადგან ამ შემთხვევაში თავად იქნებიან პასუხისმგებელნი და წესებისდარღვევისას ადმინისტრაცია აღარ დაჯარიმდება.

ქუთაისის ბაზარი
ქუთაისის ბაზარი

თავის მხრივ, სუნელებისა და სანელებლების რეალიზატორები ამბობენ, რომ სწორედ ჯარიმების თავიდან ასაცილებლად არ სურთ ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირება და ვაჭრობის უფლებას ადრინდელიწესებით ითხოვენ.საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პროდუქტი, რომელიც არ დააკმაყოფილებს დროებით წესებს, ამოღებას, გამოთხოვას და განადგურებას ექვემდებარება. მთავრობის გადაწყვეტილება უკავშირდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმად, სუნელების ერთ ნაწილშიტყვიის მაღალი შემცველობადაფიქსირდა.

XS
SM
MD
LG